მაქს შტირნერი – მისი ნამდვილი სახელია, იოჰან კასპარ შმიდტი (1806-1856). 1845 წელს, შტირნერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სათაურით – ‘’Der Einzige und sein Eigentum’’. 1907 წელს, იგი შემდეგნაირად ითარგმნა ინგლისურად – ‘’The Ego and his Own’’ („ეგო და მისი საკუთრება“).
წიგნი რამდენჯერმე წავიკითხე, მაგრამ მაინც ბოლომდე გაუგებარი დარჩა ჩემთვის. შემიძლია, იმით ვიმართლო თავი, რომ „მე-ს“ კულტი ისეთივე არასასიამოვნო ცნება მგონია, როგორც ნიცშეს – ‘’ზეკაცი’’. თუმცა, შტირნერის ანარქისტი თაყვანისმცემლები მარწმუნებენ, რომ მისი მიდგომა სრულიად განსხვავებულია. მათი მტკიცებით, ‘’გონივრული ეგოიზმი’’ არავითარ შემთხვევაში არ უარყოფს ადამიანის მიდრეკილებას ალტრუიზმისკენ, რადგან ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე მაშინ აღწევს კმაყოფილებას, როდესაც თავს მოვიაზრებთ სოციალურ არსებად. ასევე, მიმითითებენ შტირნერის წინასწარგანჭვრეტილ იმ ტენდენციაზე, რომელიც მოგვიანებით რობერტ მიჩელსმა* ჩამოაყალიბა ‘’ოლიგარქიის ურყევი კანონის’’ (Iron law of oligarchy) სახით. მიჩელსი დიაგნოზს უსვამს ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ კომპლექსურ ინსტიტუციას, რომ თანდაყოლილი მიდრეკილებით, მომავალში გადაიქცევა მჩაგვრელ ერთეულად, ოლიგარქიად. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სწორედ, ინდივიდუალური თავისუფლების სახელით უნდა მოხდეს.
*რობერტ მიჩელსი (1876 – 1936), გერმანელი სოციოლოგი. მაქს ვებერის მოწაფე. “ელიტების თეორიის’’ შემქმნელი. მოგვიანებით მან გაწყვიტა კავშირი სოციალისტებთან და მემარჯვენე პოზიციაზე გადავიდა. მხარს უჭერდა იტალიურ ფაშიზმს.