მონეტარული სისტემა და მოდიფიკაციები

სილვიო გეზელი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ანარქისტი თეორიტიკოსებიდან ვინც განიხილა ეკონომიკური საკითხები. დღეს, ფინანსური კრიზისის ფონზე, ბევრი ადამიანი ეთანხმება და აღიარებს მისი იდეების სისწორეს, ეს საკმაო მიზეზია იმისათვის რომ შემოგთავაზოთ ეკონომიკის სილვიო გეზელისეული კრიტიკული განხილვა.

უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ რას წარმოადგენს მონეტარული სისტემა.

Amelie Lanier

გაცვლის თეორია

„ბაზარი“ არის ის ადგილი სადაც იცვლება „საქონელი“, თუ გინდათ რომ იყიდოთ რაღაც ბაზარზე – იქნება ეს მცირე, ადგილობრივი, დიდი მსოფლიო ბაზარი თუ e-bay – შეძენის პროცესში მყისიერად უნდა გასცეთ სანაცვლოდ რაიმე. თუ თქვენ არაფერი არ გაქვთ, არც შეგიძლიათ რაიმე მიიღოთ, არ შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ ის მოთხოვნილებები, რაც გაქვთ.
ამავე დროს, ჩვენ გვაქვს კერძო საკუთრების სისტემა რომელიც ადამიანების უმეტესობას უსპობს შესაძლებლობას რომ აწარმოონ რაიმე. ადამიანების უმეტესობას არ აქვს მიწა რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. მათ არ აქვთ სახელოსნოები, სადაც შეუძლიათ შექმნან რაიმე. მათ არ აქვთ სამუშაო იარაღები და ინსტრუმენტები, არ აქვთ ტექნიკა. მათ არ აქვთ სახლი, მათ ქოხის აშემებოს იფლებაც კი არ აქვთ ტყეში რომ იცხოვრონ. იმისათვის რომ მიიღონ საკვები, თავშესაფარი თუ სამომხმარებლო პროდუქტი, მათ უნდა გასცენ სანაცვლოდ რაღაც – ამ სისტემაში ეს არის ფული. თუმცა, არაფრით იქნება უკეთესი რომ ყველა სახის გასაცვლელი ობიექტები იქნეს ნებადართული ან მოთხოვნილი ბაზრისთვის, იმიტომ რომ ისინი ასევე არ აქვთ ადამიანების უმეტესობას. ადამიანების უმეტესობას უბრალოდ წართმეული აქვს შესაძლებლობა შექმნას რაიმე ღირებული.
არსებობს მრავალი თეორია მსოფლიოს მოსახლეობის შიმშილის გასამართლებლად, ისინი განმარტავენ თუ რატომ არის რომ, მსოფლიოს მოსახლეობის 12.5%(დაახლოებით 842 მილიონი ადამიანი) იმყოფება შიმშილის ქვედა ზღვარზე, ან რატომ კვდება ყოველწლიურად დაახლოებით 3.1 მილიონი ბავშვი შიმშილის გამო. ყველა ეს თეორია თუ ახსნა არის სიცრუე. ადამიანები იმიტომ შიმშილობენ ან იხოცებიან შიმშილის გამო რომ სხვა მოთხოვნებთან ერთად, ისინი ვერ აკმაყოფილებენ კაპიტალიზმის მთავარ მოთხოვნას: „იმისათვის რომ მიიღო რაღაც, შენ უნდა გქონდეს რაღაც რომ გასცე სანაცვლოდ.“ ამ თეორიებში აქცენტს აკეთბენ ლოჯისტიკურ და დისტრიბუციულ პრობლემებზე, ბუნებაზე და მის თავისებურებებზე, ადამიანის ბუნებაზე, მის სიხარბეზე და ა.შ. რეალურად კი ესაა სახელმწიფოს ბრალი, რომელსაც ყოველთვის ახასიათებს კორუფცია და მიდრეკილია მისკენ, ასევე კაპიტალიზმის, რომელიც თვის მხრივ დაცულია სახელმწიფოს მიერ, და მისი პირდაპირი დამსახურებაა(ასევე სახელმწიფოსი) რომ არსებული საზოგადოება არის კონტრასტულად დაყოფილი, 85 უმდიდრესი ადამიანი ფლობს იმდენივე სიმდიდრეს რამდენსაც მსოფლიო მოსახლეობის უღარიბესი ნახევარი ერთად აღებული(დაახლოებით 3.5 მილიარდი ადამიანი). ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთი მხარე ფუფუნებაში ცხოვრობს და მეორე კი სიღატაკეში ღაფავს სულს.
როგორც წესი კაპიტალიზმის განვითარებულობას და პროგრესულობას მიაწერენ ხოლმე ევროპული კულტურის განვითარების დონეს, სიმდიდრეს და ა.შ. უფრო კონკრეტულად კი მონეტარული სისტემის ევოლუციას და ღირებულების თეორიას, რეალურად კი ეს ევროპული კოლონიალიზმის და მესამე მსოფლიოს ქვეყნების ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსების ექსპლუატაციის და მიტაცების შედეგია. მე_15 საუკუნიდან, როცა დაიწყო დიდი აღმოჩენების ეპოქა, ევროპულმა კოლონიალიზმმა უფრო ფართოდ გაიდგა ფესვები და დაიპყრო სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა, თითქმის მთელი აფრიკა, ავსტრალია და ასევე აღმოსავლეთ აზია. ამ დროიდან იწყება მესამე მსოფლიოს ქვეყნების ფართომასშტაბიანი ექსპლუატაცია, მათი ბუნებრივი რესურსების, წიაღისეულის თუ მოსახლეობის კატასტროფული და მტაცებლური განადგურება. ამის პარალელურად არ აძლევდა მათ განვითარების საშუალებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თუ რატომ არის უღატაკესი მაგალითდ აფრიკის მოსახლეობა, რატომ კვდება ყოველდღიურად 2 500 ბავშვი სხვადასხვა დაავადებებისგან რომელიც გამოწვეულია სუფთა სასმელი წყლის არარსებობის და შიმშილის გამო. ან რატომ შემცირდა კატასტროფულად ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ ადამიანამდე იყო სანამ არ ეზიარა ევროპული ცივილიზაციის „სიკეთეებს“, მათი 90-95 % შეეწირა მასშტაბურ გენოციდებს, ასევე ხელოვნურად გავრცელებულ დაავადებებს და ეპიდემიებს, რაც გამიზნულად ხდებოდა დამპყრობლების მიერ(ასეთივე სტრატეგიას იყენებდნენ ევროპელი კოლონისტები აფრიკაში, ავსტრალიაში და ა.შ.) ასევე წაართვეს მათ კუთვნილი ტერიოტორიები, გადაასახლეს და დღემდე ცხოვრობენ რეზერვაციებში, რომლებიც უმეტესად ხრიოკ, უდაბურ ადგილებშია, ხოლო ბუნებრივი რესურსები, მიწა, მდინარეები თუ ტყეები, რაც ამ ხალხის საკუთრება იყო საუკუნეების მანძილზე ჩამოართვეს, ჩამოართვეს ყველაფერი რაც მათ წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს, დამპყრობლებმა, ევროპელმა კოლონიალისტებმა და ეს ყველაფერი ცივილიზაციის და ჰუმანიზმის სახელით ჩაიდინეს – დღეს ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლების სიმბოლოა როცა რეალურად ის წარმოადგენს ბოროტების იმპერიას რომელიც აშენებულია აფრიკელი მონების სისხლზე და ჩაგვრაზე, მათ ექსპლუატაციაზე, მკვიდრი ამერიკელი ინდიელების გენოციდზე, გადასახლებაზე და მათი კუთვნილის მიტაცებაზე.
თუ კაპიტალისტური სისტემის უარყოფითი მხარეები იქნება ყველასათვის ცნობილი და კარგად გააზრებული, გაცვლითი თეორიების, მონეტარული სისტემის და საკუთრების პრინციპის, ასევე კაპიტალიზმის და მისი დამცველი სახელმწიფოს არსებობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადეგება, ეს კი ასე ბუნებრივად და თავისით არასოდეს არ მოხდება, გაბატონებული კლასი, მმართველი ელიტა თავისით არ იტყვის უარს იმ პრივილეგიებზე რაც აქვს, იმ უშრომელ სარგებელზე რასაც იღებს და ასე უბრალოდ არ დათმობს პოზიციებს. უფრო მეტიც – მმართველი კლასი აკეთებს ყველაფერს რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ჩაახშოს ნებისმიერი კრიტიკა და ამბოხი ექსპლუატირებული კლასებისა, გათიშოს ისინი ერთმანეთსიგან, ბავშვობიდან ჩაუნერგოს იდეები და შეხედულებები რომლებიც ორიენტირებული იქნება კაპიტალიზმის და სახელმწიფოს დაცვაზე, და ასევე გამორიცხავს ნებისმიერ ალტერნატივას.



იმისათვის რომ დავინახოთ როგორ შიმშილობენ ადამიანები, აღარ არის აუცილებელი მოვინახულოთ მესამე მსოფლიოს ქვეყნები. „მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში“, მაგალითად გერმანიაში, უამრავი ადამიანია რომელიც ძლივს ახერხებს თავის გამოკვებას და სათანადოდ, სრულფასოვად ვერ იკვებება. მაგალითად, ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლეა რომელსაც არ აქვს საჭმელი სახლში და იღებენ მას სკოლაში ან საქველმოქმედო ორგანიზაციებში. ეს სოციალური პირობები არ არის შეუმჩნეველი, ყველამ იცის ამის შესახებ. მაგრამ ეს მართლაც შეურაცხმყოფელი პირობები არ აშფოთებს არავის იმიტომ რომ ყველა ვინც კითხულობს ამის შესახებ ან იგებს ტელევიზიის საშუალებით, დარწმუნებულია რომ გაცვლითი სისტემის და კერძო საკუთრების არსებობა აუცილებელია, და სჯერათ რომ არავინ არ აწარმოებს პროდუქციას თუ სანაცვლოდ ისინი არ მიიღებენ ამის ეკვივალენტს. ის ვინც სარგებელს იღებს ამ მსგავსი უსამართლობის, ადამიანების ექსპლუატაციის და შიმშილის ხარჯზე (მმართველი კლასი), დარწმუნებული არიან რომ არავინ დაიწყებს არსებული ეკონომიკური და სოციალური სისტემის კრიტიკას – რაც შეარყევს მათ გაბატონებულ მდგომარეობას და საფრთხეს შეუქმნის მათ ინტერესებს, ამის საფუძველს მათ აძლევთ დახვეწილი და მმართველი კლასის ინტერესებზე მორგებული განათლების სისტემა, რომლის საშუალებით მრავალი წლის მანძილზე ბავშვობიდან აჩვევენ ადამიანებს უსიტყვო მორჩილებას, დიქტატურასთან, უსამართლობასთან და ტერორთან შეგუებას, ზრდიან მათ სოლიდარული უნარის არ მქონე, დაქსაქსულ, მიზანთროპ ინდივიდებად, სწორედ ამის გათვალისწინებთ, რომ საფრთხე არ ემუქრება მათ ინტერესებს, იშვიათ შემთხვევებში მედია აშუქებს და აჩვენებს იმას რაც რეალურად ხდება, ეს თავის მხრივ იძლევა გარანტიებს რომ მოვლენები გახადონ სტაბილური, ადვილად სამართავი და დაბალი სოციალური ფენიდან წამოსული აგრესია ჩაახშონ მოჩვენებითი მზრუნველობით, ინტერესის გამოჩენით, თითქოს აწუხებთ ან მართლა მოუგვარებენ მათ იმ პრობლემებს რომელიც თავად შეუქმნეს, ისინი კი რწმუნდებიან, ენდობიან ძალაუფლების მქონე მმართველ კლასს და იჯერებენ რომ მათი მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მონეტარულ სისტემას გარკვეულწილად შეექმნა ცუდი რეპუტაცია, არსებული სოციალური სისტემის ბევრი კრიტიკა ხედავს გამოსავალს ამ ყველა პრობლემიდან ბარტერულ ეკონომიკაში(ეკონომიკის ფორმა რომლის დროსაც ხდება საქონლის ან მომსახურების პირდაპირი გაცვლა, მონეტარული სისტემის გამოყენების გარეშე) დაბრუნებით, ან ფულის, მონეტარული სისტემის ამოღებით და მისი რაიმე სხვა გაცვლითი საშუალების ჩანავლებით, რომელიც არის გამოყენებადი და გააჩნია რეალური ღირებულება ფულისგან განსხვავებით.
კოლონიალიზმამდე არსებობდა ბევრი საზოგადოება და ეკონომიკური ფორმა, რომელმაც არ იცოდა არაფერი გაცვლით თეორიებზე, სადაც ადამიანები როგორღაც ახერხებდნენ შემოსილიყვნენ და გამოეკვებათ თავი, ასეთი საზოგადოები ახლაც გვხვდება სამხრეთ ამერიკაში და აფრიკაში. ლათინურ ამერიკაში მკვიდრი მცხოვრებებისგან შემდგარ ადგილობრივ მოძრაობებს დღეს აქვს დასახული მიზანი რომ დაიბრუნოს ის მიწა რომელიც წაართვეს მათ წინაპრებს საუკუნეების წინ კოლონიზატორებმა და უნდათ რომ მოაწყონ ის კომუნალურად. მათ კი ამის გამო მასიურად, უმოწყალოდ ხოცავენ საკუთარი მთავრობები – მაგალითად ვენესუალაში. მათი საფუძვლიანი კრიტიკა კაპიტალისტური სახელმწიფო სისტემის შესახებ, უქმნის რეალურ საფრთხეს არსებულ ეკონომიკურ წესრიგს და გაბატონებული კლასის ინტერესებს, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო აპარატის და კაპიტალიზმის არსებობას, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოს მმართველებისთვის, მმართველი კლასისთვის.
თუმცა, არსებული სოციალური წესრიგის დამცველებს არასოდეს მობეზრდებათ იმის თქმა რომ გაცვლითი პრინციპი მონეტარულ სისტემასთან ერთად არის სასარგებლო და საუკეთესო საშუალება. ამ გზით ისინი ეწევიან მონეტარული სისტემის პროპაგანდას. ისინი სუბიექტურად და დამახინჯებულად აღწერენ მონეტარული სისტემის შესაძლო ალტერნატივებს, მოყავთ პრიმიტიული და სასაცილო არგუმენტები და მაგალითები, მაგალითად ასეთი: „საშილენებაა მაღაზიაში წახვიდე კარტოფილით და გინდოდეს გაცვალო ის ფეხსაცმელებში. ეს ხომ არაპრაქტიკულია, რატომ მოუნდება კარტოფილის გაცვლა ფეხსაცმელებში, ფეხსაცმელების პატრონს ?“. ეს კი საოცრად ჰგავს კაპიტალიზმის და სახელმწიფოს კლასიკურ გამართლებას, როცა არგუმენტებად მოყავთ მსგავსი პრიმიტიული, უადგილო და შეუსაბამო მაგალითები.



უნივერსალული ეკვივალენტი: ფული
მონეტარული სისტემის ასე ვთქვათ „ფანატიკოსი დამცველები“ ამბობენ: ეს არის შესანიშნავი რაღაც რომ უნივერსალური გაცვლითი საშუალება არსებობს, ერთი, რომელიც ყველას უნდა რომ ჰქონდეს. უნივერსალური ეკვივალენტი რომლის არსებობის მიზანი არის მოსახერხებელი და მარტივი გახადოს გაცვლის პროცესი, უნივერსალური ღირებულება რომელსაც ყველა აღაირებს და ეთანხმება.
რას ნიშნავს ეს გაცვლა ? ეს ნიშნავს რომ ყველას ვისაც უნდა რაიმეს გაცვლა უნდა ჰქონდეს გადახდის უნივერსალური საშუალება, ღირებულება, რომ გაყიდონ რაღაც ბაზარზე ის რაც უნდათ და სანაცვლოდ მიიღონ ეს უნივერსალური საშუალება,. ასე რომ შემდეგ ისინი შესთავაზებენ ამ უნივერსალურ საშუალებას იმაში რაც სურთ რომ ჰქონდეთ და დარწმუნებული იქნებიან რომ ეს უნივერსალური ღირებულება ყოველთვის და ყველასთვის სასურველი და მოთხოვნადი იქნება. ყველა ვინც სარგებლობს ბაზრით, თუ მათ უნდათ რომ გაცვალონ საკუთარი საქონელი ეკვივალენტურ ღირებულებაში, ისინი აღიარებენ და უნდათ ეს უნივერსალური ეკვივალენტი იმიტომ რომ დარწმუნებული არიან გაცემული პროდუქტის სანაცვლოდ მიღებული უნივერსალური ეკვივალენტით იყიდიან შემდგომში იმას რაც უნდათ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ბაზარში ყველა მიდის მხოლოდ თავისი საქონლით იმიტომ რომ მას უნდა მოიშოროს კუთვნილი პროდუქტი თავდაპირველად, და შემდეგ მიიღოს ის რაც მას არ აქვს და არ შეუძლია აწარმოოს თვითონ. არ აქვს მნიშვნელობა ეს საკვებია რომელიც საჭმელად სჭირდება, თუ ის ნედლეული რაც მას სჭირდება საკუთარი საქონლის შესაქმენლად, გაცემულის სანაცვლოდ კი ყველას უნდა ეს უნივერსალური, მიღებული გასაცვლელი მედიუმი.

ადრეულ საზოგადოებებში სადაც იყენებდნენ უფრო მარტივ გაცვლით სისტემას, მაგალითად შუა საუკუნეების ევროპაში, ეს უნივერსალური ეკვივალენტი იყო ძვირფასი მეტალი: ოქრო ან ვერცხლი, და სპილენძი როგორც მონეტა. ეს ყველაფერი, მონეტარული სისტემა, უნივერსალური ეკვივალენტი სრულყო და გააუმჯობესა სახელმწიფო ინსტიტუტმა. ოქროს და ვერცხლის მოპოვება, მაშინაც კი თუ ეს ხდებოდა ინდივიდუალურად, აიყვანა სახელმწიფო კონტროლზე და სახელმწიფო გახდა მონოპოლისტი, მხოლოდ მას ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ძვირფასი წიაღისეული ან მოეჭრა მონეტა.
თუ ვინმეს აქვს კონტროლი ამ უნივერსალურ გაცვლით საშუალებაზე, მას აქვს ძალაუფლება აკონტროლოს საზოგადოება: ამ ძალაუფლების მქონეს შეუძლია განსაზღვროს როგორც გაცვლის პირობები ასევე ძალის საშუალებით გაავრცელოს და დაამკვიდროს ისინი. ძალაუფლების მქონეს აქვს შესაძლებლობა რომ განსაზღვროს რა არის ღირებული და რა არა. თუმცა ფეოდალური მმართველები – მეფეები, იმპერატორები – იცავდნენ მონოპოლიას ეწარმოებინათ ძვირფასი მეტალები და ჰქონოდათ უფლება მოეჭრათ მონეტა. ანალოგიურად ხდება თანამედროვე მსოფლიოში, თუმცა დღეს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა გადასულია დემოკრატიული მმართველობის ფორმაზე და ფეოდალური სტრუქტურები იშვიათი გამონაკლისის გარდა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს ან საერთოდ აღარ არსებობს, ფეოდალების, მეფის როლში გვევლინება თანამედროვე სახელმწიფო რომელიც მტაცებლურად ისაკუთრებს ძვირფას ლითონებს, საბადოებს ან გადასცემს მას კერძო საკუთრებაში კაპიტალის მფლობელს, ორივე მათგანი, სახელმწიფო თუ კაპიტალისტი საკუთარი სურვილის მიხედვით იყენებს ამ რესურსებს, რესურსებს რომელიც წესით უნდა იყოს საერთო და ყველას შეეძლოს მისი მოპოვება(ანალოგიურად ხდება სხვა ბუნებრივი რესურსების თუ წიაღისეულის მიტაცება) მონოპოლიზებული უფლების მქონე სახელმწიფო აპარატის ან კაპიტალისტის საკუთრებას წარმოადგენს და ის ნახულობს სარგებელს საერთო რესურსის მიტაცებით, სახელმწიფო კი იგივენაირად აკონტროლებს მონეტარული სისტემის საშუალებით ადამიანებს როგორც ფეოდალურ ეპოქაში, უბრალოდ მეთოდები და საშუალებები გახდა უფრო მოქნილი და დახვეწილი რაც ორიენტირებულია ექსპლუატირებული კლასის წინააღმდეგობის ჩანასახშივე ჩასაკლავად და გასანეიტრალებლად.
ყველა ვინც მიდის ბაზარში რომ გასცეს რაღაც, რაც უნდა რომ გაცვალოს უნივერსალურ ღირებულებაში, ფულში. და ამგვარად ისინი ბუნებრივია ეთანხმებიან რომ მათი საქონელი შეფასდეს არსებული უნივერსალური ღირებულებით, მონეტარული სისტემით. ეს ნიშნავს რომ ისინი აცნობიერებენ უნივერსალურ ღირებულების საზომს, რომელსაც მათი პროდუქტი, საქონელი უნდა დაექვემდებაროს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საშუალება მიიღონ უნივერსალური ეკვივალენტური ღირებულება. და მათი პროდუქტი, მათი საქონელი შესაძლოა კონვერტირდეს ნაღდ ფულში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას გააჩნია ღირებულება, ამ ღირებულებასაც არეგულირებს მონეტარული სისტემა რომელზეც მონოპოლისტური უფლება აქვს სახელმწიფო აპარატს. რამდენადაც ეს „ღირებულების საზომი“ არის დამკვიდრებული და ყველა მიისწრაფვის რომ მიიღოს ის, ძვირფასი მეტალის არსებობას როგორც უნივერსალური ეკვივალენტი აქვს თავისი ნაკლი: ის შეიძლება იყოს შეზღუდული, მისი წარმოება არის რთული, ძვირი და ის გამოყენების დროს განიცდის ცვეთას, ეროზიას. ამის გამო კი დადგა დრო რომ ის ჩანაცვლებულიყო სხვა უფრო მოსახერხებელი სუბსტანციით.


სახელმწიფო ქაღალდის ვალუტა
სახელმწიფოებმა, ამ სუვერენულმა ორგანიზაციებმა, როგორც უნივერსალური ეკვივალენტის გარანტებმა, გადაწყვიტეს რომ მთლიანად საკუთარ თავზე მოერგოთ მთელი ეკონომიკა და შეექმნათ ახალი უნივერსალური ეკვივალენტი და ეწარმორბინათ იგი, ამისათვის კი გამოიყენეს საკუთარი „კანონიერი“ ძალაუფლება და უფლებები რომ განეხორციელებინათ ახალი იდეა, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, რომლის შემდეგაც
ქაღალდი გახდა მონეტარული სისტემის ევოლუციის ახალი საფეხური და მისი შემცვლელი. ვაჭრებმა გვერდით გადადეს თამასუქები და ბანკებმა დაიწყეს ბანკნოტების ბეჭდვა. ეს კერძო ღირებულების შემცვლელი ქაღალდები გახდა საქონლის ანდა მონეტის კანონიერი წარმომადგენელი. ისინი იყო საიმედო და პრაქტიკული ყიდვა/გაყიდვის დროს საქონელთან მიმართებაში. სახელმწიფომ გამონახა ახალი, მარტივი გზა, რომ შეექმნა არაფრისგან ღირებულება, და შეემცირებინა რეალური ღირებულების მოთხოვნა ბაზარზე გაცვლის პროცესის დროს. ამან მთლიანად შეცვალა მონეტარული სისტემა და თუ ადრე იგი წარმოადგენდა ძვირფას მეტალს რომელსაც ნამდვილად გააჩნდა ღირებულება, ახლა ის უკვე მხოლოდ ქაღალდს წარმოადგენდა რომელსაც ღირებულებას ანიჭებდა სახელმწიფო აპარატი საკუთარი სურვილის შესაბამისად. ყველა ვინც სარგებლობდა ახალი უნივერსალური ეკვივალენტით სახელმწიფოს უზრუნველყოფდა მას გარანტიით, საკუთარი ძალაუფლების საშუალებით. სახელმწიფო ქაღალდის ფული, რომელსაც თავისით, არ გააჩნია არანაირი ღირებულება – მას არ გააჩნია იმდენი ღირებულებაც კი რამდენიც სხვა ქაღალდის პროდუქტებს, მაგალითად ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდს – იღებს თავის სპეციალურ ღირებულებას როგორც უნივერსალური ეკვივალენტი, გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფო ანიჭებს მას განსაზღვრულ ღირებულებას და ამბობს: ეს ქაღალდი არის 50, ეს 100 მარკა, ან დღეს უკვე – ევრო. ეს ორი ბანკნოტი არის რა თქმა უნდა ერთი და იგივე მათი სუბსტაციის გათვალისწინებით. განსხვავება მათ ღირებულებას შორის არის მხოლოდ გარედან დადგენილი, სახელმწიფოსგან, რომელიც ბეჭდავს სხვადასხვა ღირებულებებს მასზე.
დღეს საქონლის, ნებისმიერი პროდუქტის თუ დოვლათის ღირებულება, არის გაზომილი და შეფასებული მხოლოდ სახელმწიფოს ქაღალდის ფულით, და ეს არ ხდება სხვანაირად. ფულის, როგორც ძვირფასი მეტალის ცირკულირება შეუძლებელია. გაცვლითი ეკონომიკა და თანამედროვე მონეტარული სისტემა უფრო ხშირად ხდება დაყენებული კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს უნდობლობა კი სრულიად სამართლიანი და მოსალოდნელია, როგორც ღირებულების თეორიის მონეტარული სისტემის მიმართ: თუ მე გამაქვს რაღაც პროდუქტი ბაზარზე და მივიღე უნივერსალური ღირებულება მის სანაცვლოდ – მაქვს მე ნამდვილად ჩემი საქონლის პროპორციული ღირებულება ? შემიძლია მე ვიყიდო რაღაც ჩემი საქონლის პროპოციული ღირებულების სანაცვლოდ ? ამგვარად გაცვლითი სისტემა ძირითადად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგანაც მას არ გააჩნია რეალური ღირებულების მქონე უნივერსალური ეკვივალენტი და ის უბრალოდ წარმოადგენს არარსებულ, წარმოსახვით საშუალებას რომელსაც სახელმწიფოს მიერ აქვს მინიჭებული განსაზღვრული ნომინალური ღირებულება.


მონეტარული თეორიის გეზელისეული კრიტიკა, კერძო საკუთრება და ინტერესი
4.1. ვალუტის უზრუნველყოფა

კრიტიკა ნათლად აჩვენებს რომ თანამედეროვე მონეტარული სისტემის გამოყენება დაუცველია, შესაძლოა დაკარგოთ ქაღალდის ბანკნოტები, მოგპარონ ან საერთოდაც დაეცეს მისი ღირებულება უეცრად. მონეტარული სისტემა და ღირებულების თეორია თავისთავად იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას, უნდობლობას რაც თავის მხრივ უკვე ნიშნავს მის ნაწილობრივ უგულვებელყოფას და მისი საჭიროების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.

ა) მონეტარული სისტემა უნდა იყოს გამყარებული საქონლით

როგორ უნდა მოხდეს ეს ? თუ ნომინალური ღირებულება არის დაბეჭდილი ბანკნოტზე და ქაღალდების დასტას გააჩნია იგივე ღირებულება რაც საქონელს, რანაირად იქნება გამყარებული საქონლის ღირებულება თუ მისი გაცემის სანაცვლოდ გამცემი მიიღების ქაღალდების დასტას, რომელსაც უბრალოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული პირობითი ნომინალური ღირებულება გააჩნია და არ აქვს არანაირი რეალური ღირებულება. პროდუქტს ღირებულება ენიჭება სხვა პროდუქტების ღირებულების შესაბამისად, როცა რაღაც პროდუქტი პირველად ჩნდება ბაზარზე, როგორც წესი მას ენიჭება ღირებულება სხვა პროდუქტების ღირებულიების გათვალისწინების შედეგად, ანუ მარტივად რომ ვთვათ იმისათვის რომ განვსაზღვროთ პროდუქტის ღირებულება უნდა ვიცოდეთ სხვა პროდუქტების ღირებულება, ანუ ერთი პროდქტის ღირებულება განსაზღვრავს სხვა პროდუქტების ღირებულებებს. ასევე პროდუქტს ღირებულებას ანიჭებენ არა იმის მიხედვით თუ რა ჯდება მისი წარმოება, ტრანსპორტირება, ან რა არის მისი რეალური ღირებულება, არამედ იმის მიხედვით თუ რამდენად დეფიციტური ან მოთხოვნადია ეს პროდუქტი ბაზარზე. შესაბამისად ბაზარზე არსებული ნებისმიერი პროდუქტის ღირებულება უბრალოდ პირობითია. მაშინაც კი თუ არ არსებობს კაპიტალისტური ბაზარი და ჩვენ ვართ რეალურ სოციალიზმში, გაცვლითი სისტემის არსებობის შემთხვევაში ლოგიკურად გაჩნდება უნივერსალური ექვივალნტის არსებობის მოთხოვნილება და ეს ბოლოს მიგვიყვანს ისევ მონეტარულ სისტემამდე და კერძო საკუთრებამდე, იმ შემთხვევაში თუ არ შევქმნით ახალ, არსობრივად სხვა პრინციპებზე აგებულ საზოგადოებას რომელიც არ იქნება დაფუძნებული კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე.

ბ) მონეტარული სისტემა უნდა იყოს გამყარებული ძვირფასი მეტალებით.

ოქრო და ვერცხლი რომელიც ინახება ეროვნულ საცავებში, უზრუნველყოფს ქაღალდის ფულის ღირებულებას რომელიც ჩაშვებულია მიმოქცევაში. მაგრამ რეალურად კი თუ მოქალაქეებს უნდათ რომ ჩააბარონ და გადაცვალონ ქაღალდის ბანკნოტი მისივე ღირებულების ძვირფას მეტალში, ანუ სანაცვლოდ მიიღონ შესაბამისი ღირებულების ძვირფასი მეტალები რომლითაც ვითომ მათი ბანკნოტებია გამყარებული, ეს არ ხდება და არც მოხდება, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მცირე რაოდენობის ძვირფასი მეტალი არსებობს რომელიც ინახება საცავებში და სიცრუეა ის რომ იგი ამყარებს ვალუტას, ისინი არაა მიმოქცევაში ჩაშვებული ფულის ადეკვატური და შესაბამისი, გამომდინარე აქედან, რომ გაცვალონ ქაღალდის ბანკნოტი ძვირფას მეტალში ის ვერ აანაზღაურებს მიმოქცევაში ჩაშვებულ ყველა ბანკნოტზე გამოსახულ ღირებულებას. მთელი რაოდენობა ძვირფასი მეტალებისა, რომელიც ინახება ბანკში, არის მკვდარი კაპიტალის გროვა, ის არის ყოველთვის მიტაცებული და მისაკუთრებული სახელმწიფოს თუ კაპიტალისტის მიერ კანონის ძალით და წარმოადგენს მხოლოდ ნაწილს მიმოქცევაში არსებული ფულისა.

ამ ტიპის გამყარება მხოლოდ მანამდე მუშაობს სანამ სჯერათ მისი და მას აქვს ნდობა საზოგადოების მხრიდან. რეალურად სახელმწიფოს არ შეუძლია უზრუნველყოს ფულის ღირებულების გამყარება. როგორც სახელმწიფოს მმართველი კლასების წარმომადგენლები ამბობენ: ქაღალდების დასტას რომელსაც თვითონ მიანიჭებენ ნომინალურ ღირებულებას არის იმდენივე რამდენიც ერთი უნცია ოქრო – ვის სჯერა ეს ? მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში საცავებში არსებული ოქრო რომ გადაცვალონ ნებისმიერი რაოდენობის ქაღალდის ფულში, ამდენი ოქრო არ გააჩნია სახელმწიფოს, უფრო მეტიც, იმდენი ოქრო რამდენიცაა მიმოქცევაში ჩაშვებული ფულის ჯამური ღირებულება, არა რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში, არამედ საერთოდ ერთად აღებულ მთელს მსოფლიოში არ არის.

4.2. მიწის იჯარის წინააღმდეგ, უშრომელი სარგებელი და შემოსავალი

თანამედროვე კაპიტალისტური სახელმწიფოები აგებულია პრინციპზე – ვინც არ მუშაობს ის არ იღებს საჭმელს, ეს კი ძალიან ჰგავს XX საუკუნის პირველი ნახევრის ნაცისტურ გერმანიას, სადაც ევთანაზია ხორციელდებოდა მასობრივი მასშტაბით იმათ წინააღმდეგ, ვინც იმ დროისთვის “ეკონომიკურ ტვირთს” წარმოადგენდა, ფაშისტებმა გამოსცეს ბრძანება იმ ბავშვების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ ჰიდროცეფალიით, ცერებრალური დამბლით და სხვა დაავადებებით. ამ კატეგორიას უკეთებდნენ ევთანაზიას ფენობარბიტალის ჭარბი დოზის შეყვანით. ევთანაზია იყო საშულება ”საზოგადოებისათვის ზედმეტი ტვირთის მოსაცილებლად”. შესაბამისად მსგავსი დამოკიდებულება, ლოგიკურად მიგვიყვანს ისეთ საზოგადეობამდე რომელშიც შრომის უნარის არ მქონე ადამიანები, კაპიტალიზმისთვის გამოუსადეგარი ადამიანები შიმშილით მოკვდებიან, კაპიტალიზმს სჭირდება მხოლოდ ისეთი საზოგადოება რომელშიც არსებობენ მარტო ისინი ვინც არიან ჯანრმთელები და შრომისუნაირიანები, და ყველა სხვა უბრალოდ „ზედმეტი ტვირთია“ კაპიტალისტური წესრიგისათვის.

გეზელის თავისუფალი ეკონომიკა ეწინააღმდეგება განვითარებულ კაპიტალიზმს კაპიტალიზმამდელი იდეალით: მწარმოებლების საწარმოო საშუალებებისგან მოწყვეტის თავიდან ასაცილებად ის გვევლინება იდეის დამცველად რომელიც წარმოადგენს უკან დაბრუნებას ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც მწარმოებლები არიან ფერმერები და ხელოსნები და ამავე დროს საკუთარ საქონელს თვითონვე ყიდიან ბაზარზე. ეს იდეა ასევე პოპულარულია მათ შორის ვინც მხარს უჭერს თანამედროვე კაპიტალისტური სისტემისგან დამოუკიდებლად, მის გარეთ არსებობას, გარკვეულწილად, რადგან სრული მოწყვეტა არსებული სისტემიდან შეუძლებელია, მასში არსებული სერვისების და პროდუქტების გამო რომლის მისაღებადაც ადამიანებს უწევთ ურთიერთობა არსებულ კაპიტალისტურ სისტემასთან, ისინი გამოსავალს ხედავენ სასოფლო სამეურნეო ტიპის კომუნების არსებობაში.

რაც ყველაზე აშკარად და ადვილი შესამჩნევია, არის ის რომ თანამედროვე ეკონომიკის პირობებში გარემო, საზოგადოება მტრული და ძალადობრივია, ის მთლიანად მშრომელთა შორის კონკურენციაზეა აგებული და არა ურთიერთდახმარებაზე. ეს მოდელი, აგებულია იმ იდეაზე რომელიც მიიჩნევს რომ თითქოს ჩვენ, არ შეგვიძლია ამ ეკონომიკური სისტემის გარეშე არსებობა, და რომ კონკურენცია განაპირობებს პროგრესს, რეალურად კი ეს კონკურენცია წარმოადგენს კაპიტალის და გავლენებს შორის დაპირისპირებას, და არა ნიჭსა თუ გამომგონებლობის უნარს შორის, ისტორიიდან ნიკოლა ტესლას და თომას ედისონის „კონკურენციის“ მაგალითის მოტანაც საკმარისია რომ მივხვდეთ რას ნიშნავს რეალურად კაპიტალიზმის პირობებში კონკურენცია, თომას ედისონი, მდიდარი კაპიტალისტი საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე მუდმივად ხელს უშლიდა მეცნიერს საკუთრი იდეების გავრცელებაში და მანამდე კი მის ექსპლუატაციას ეწეოდა, როცა ამუშავებდა თავისთან, შესაბამისი ანაზღაურების გარეშე, თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკა ისევ ამ პრინციპებზე დგას. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ თუნდაც აშშს 2013 წლის სამხედრო ბიუჯეტი, მან შეადგინა 682 მილიარდი აშშ დოლარი, განათლების კუთხით კი ბიუჯეტი 71 მილიარდი აშშ დოლარი, ესენი მთელი ბიუჯეტის 2 და 18 პროცენტია, მეცნიერებისთვის კი გამოყოფილი იყო 7.5 მილიარდი, რაც მხოლოდ 0.2 პროცენტია, რაც ნიშნავს იმას რომ კაპიტალისტური სახელმწიფოები ორიენტირებულია კონფლიქტებზე, ომებზე, და შესაბამისია მათი ბიუჯეტიც. არსებული სიმდიდრის, დოვლათის უდიდესი ნაწილი უაზროდ და უმისამართოდ ნადგურდება, კონფლიქტებში, ომებში და მსოფლიოში გავლენის სფეროების გადანაწილებს პროცესში, მილიტარიზაცია სახელმწიფოს არსებობისთვის ბუნებრივი და დამახასიათებელი პროცესია, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს თუ არ შეეძლება კაპიტალიზმის და ბიუროკრატიის დაცვა, ან არ გადაიტანს მოსახლეობის ყურადღებას სოციალური პრობლემებიდან გარე კონფლიქტებსა თუ ხელოვნურად, თავისივე შექმნილ ძალადობაზე, მისი ლეგიტიმაცია და საჭიროება ეჭვის ქვეშ დადგება, რაც ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს კაპიტალიზმს რომელიც დღეს, სახელმწიფოს არსებობის პირობებში საუკეთესოდაა დაცული, შესაბამისად სახელმწიფო პროპაგანდისტულ მანქანაც ამ კუთხით მუშაობს. ამ ყველაფრის შესანიღნად და შესალამაზებლად კი განათლების სისტემა სკოლიდანვე მუშაობს, ასევე მედიაც აქტიურადაა ჩაბმული ამ პროცესში, და სახელმწიფო ამ პროპაგანდისტული მანქანის საშუალებით ქმნის შეფერადებულ რეალობას რომელიც ნიღბავს შიმშილს, ძალადობას, ექსპლუატაციას, და ჩაგვრას.

თანამედროვე ეკონომიკაში შექმნილ, არსებულ მოდელებს და ამ მოდელებით აზროვნებას ახასიათებს შემდეგი: ისინი ყოველთვის მათთვისაა სასარგებლო და მათ ინტერესებზეა მორგებული ვინც შექმნა იგი. მას კი ყველა ჩვენგანი იყენებს, მიუხედავად იმისა რომ სარგებელს მხოლოდ მცირე ნაწილი – მმართველი კლასი ნახულობს, სწორედ ამიტომ მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსგავსი მოდელების არსებობა და თუ ვინმე ცდილობს შემოიტანოს ალტერნატივა, რომელიმე ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი, ცდილობს შექმნას უფრო მოქნილი, დახვეწილი მოდელი, თუ საერთოდ რევოლუციური, ახალი ტიპის სქემა, ეს ყველაფერი ან იგნორირებულია, ან იბლოკება ან სულაც ხდება თავდასხმის ობიექტი მმართველი კლასის მხრიდან. ის რაც არ არის სასარგებლო მმართველი კლასისთვის ავტომატურად იქცევა სამიზნედ, თავდასხმის ობიექტად და იწყებს მუშაობას პროპაგანდისტული მანქანა რომელიც არწმუნებს ყველას არსებული მოდელის უალტერნატივობაში და შეუცვლეობაში, ასევე ამახვილებს ყურადღებას მის დადებით მხარეებზე, რაც სრული სიცრუეა და ვერ უძლებს კრიტიკას. უკიდურეასდ გამოუვალი სიტუაციის დროს კი, როცა უკან დასახევი გზა აღარ რჩება მმართველ კლაას, ისინი მიდიან კომპრომისზე და ამით ანეიტრალებენ იმ მუხტს, იმ პროტესტს, რომელიც მოდის ჩაგრული, ექსპლუატირებული უმრავლესობისგან, აძლევენ მცირედს მათ – და ინარჩუნებენ მართვის სადავეებს, სიტუაცია არის იგივე, უბრალოდ შელამაზებული და დაფარული იმ კომპრომისით რაზეც მიდის მმართველი კლასი. მაგალითად პროგრესული საშემოსავლო გადასახადი, რაც გულისხმობს განსხვავებულ, შესაბამის საშემოსავლო ტარიფების დაწესებას მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის.

თავისუფალი ეკონომიკის პირობებში კერძო საკუთრების იჯარა არის ძალიან ჭკვიანური გზა მისმა მფლობელმა მიიღოს უშრომელი შემოსავალი: მთავარი საკითხია ის თუ როგორ ჩნდება ეს კერძო საკუთრებები, თუ რატომ ხდება მისი მისაკუთრება და გამოყენება მათ მიერ ვინც მის სანაცვლოდ გასცა რეალური ღირებულების არ მქონე, პირობითად მინიჭებული ღირებულების მქონე უნივერსალური ეკვივალენტი. ეს არის ერთ ერთი ფუნდამენტური ელემენტი კაპიტალისტური სისტემის კონსტრუქციის ერთობლიობაში რომელიც უბრალოდ მორგებულია – მმართველი კლასის ინტერესებზე და ჩაგრული ფენის ექსპლუატაციაზე.

4.3. წარმოება: ადამიანის ფუნდამენტური უფლება

შრომა, იმ პირობით თუ ის არის პატიოსანი და მშრომელის საკუთრება, უნდა იყოს კარგად ანაზღაურებადი და დაფასებული. დღეს კი ვინც მუშაობს მხოლოდ იმდენი ანაზღაურება აქვს რომ შიმშილით არ მოკვდეს და საკვები მიიღოს, ამ მიზერულ ანაზღაურებასაც კი მხოლოდ იმის გამო იღებს მშრომელი რომ კაპიტალისტებმა მუშახელი არ დაკარგონ.

თუ ვინმე აწარმოებს იმას რაც მას შეუძლია ან უნდა რომ აწარმოოს, მან უნდა იპოვოს მყიდველი მის მიერ შექმნილი პროდუქტისათვის, რომ შემდეგ იყიდოს ბაზარზე ის რაც სჭირდება არსებობისათვის, მაგრამ თუკი მან ვერ გაყიდა მის მიერ წარმოებული პროდუქტი, მას არ შეუძლია ყიდვის შემთხვევაში შესთავაზოს სანაცვლოდ რაიმე ეკვივალენტური, შესაბამისად მისი მოთხოვნილებები იქნება უარყოფილი და დაუკმაყოფილებელი. კაპიტალიზმის პირობებში ყველას მოთხოვნილება დაკმაყოფილებული არ არის, ბაზარზე შესაძლოა არსებობდეს ყველა სახის პროდუქტი, მაგრამ მისი მიღება შეუძლია მას ვინც ფლობს უნივერსალურ ეკვივალენტს, კაპიტალს, შეიძლება სულაც გადაყარონ პროდუქტი, ან გაანადგურონ, მაგრამ მას უფასოდ არ მოგცემენ, ეს ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომელზეც კაპიტალიზმია აგებული. თანამედროვე მსოფლიოში ჩვენს მიერ წარმოებული საკვები 12 მილიარდ ადამიანის გამოსაკვებადაა საკმარისი, მაგრამ ყოველ დღე 100 000 ადამიანი კვდება შიმშილისგან, იმ დროს როცა ტონობით საკვები იყრება ყოველდღიურად ნაგავსაყრელებზე, ტონობით პური რომელიც ორი დღის შემდეგ არ იყიდება, როცა ის ჩვეულებრივად ვარგისია საკვებად იყრება ნაგავში და ნადგურდება, იგივენაირად ხდება სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით იმ ფონზე როცა ჩვენს გარშემოც კი ამდენი ადამიანი შიმშილობ ან ვერ იკვებება სრულფასოვნად.

დაგეგმილი ეკონომიკა უპირისპირებს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკას: დაგეგმილი ეკონომიკა ნიშნავს უპირველესად მხოლოდ იმას რომ საჭირობა, მოთხოვნილების შესაბამისად უნდა მოხდეს პროდუქციის წარმოება, ჯერ უნდა განისაზღვროს მოთხოვნილებები და შემდეგ მოხდეს საჭირო რაოდენობის პროდუქტის წარმოება. გეგმა უზრუნველყოფს რომ რაც არის წარმოებული არის ზუსტად იმდენი, რამდენის მოთხოვნილებაც არსებობს. დღეს, ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ეს სულაც არ არის რთული წარმოსადგენი და არ იქნება პრობლემა რომ ყველამ, თვითონვე ჩამოაყალიბოს საკუთრი სურვილები და მოთხოვნილებები და ასევე განისაზღვროს წარმოების შესაძლებლობები და შეგროვებული ინფრომაციის გაანალიზების და დახარისხების შედეგად განისაზღვროს წარმოებისათვის საჭირო გეგმა.

დაგეგმილი ეკონომიკის საწინააღმდეგოდ, ყოველთვის არის წამოყენებული მოსაზრება რომ მსგავსი ეკონომიკა აუცილებლად წარმოშობს კონკრეტული პროდუქტის დეფიციტებს, და არ იქნება მოთხოვნილების და საჭიროების შესაბამისი. ასევე ხშირად ჩნდება კითხვა თუ ვინ იქნება ის ვინც განსაზღვრავს საჭიროებებს, მოთხოვნილებებს, დააგეგმარებს მათ, გაუწევს კოორდინაციას და ა.შ. ამის საპასუხოდ კი დაგეგმილი ეკონომიკის მოდელი გვთავაზობს რომ ყველა ადამიანი თავად იყოს ჩართული მოთხოვნილების, საჭიროების განსაზღვრის თუ საწარმოო გეგმის შედგენის საკითხებში ჩართული, ის რომ ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებები, როგორიცაა საკვები, წყალი, ტანსაცმელი და თავშესაფარი უპირობოდ უნდა იქნას დაკმაყოფილებული, ეს ბუნებრივია ასეც იქნება, სხვა დანარჩენი საწარმოო გეგმის განსაზღვრა თუ დადგენა იმისი რა პროდუქტი უნდა შეიქმნას ან რა რაოდენობით წარმოადგენს განხილვის და მსჯელობის საგანანს რომელიც ზემოთხსენებული პრინციპებით უნდა მოხდეს. კერძო ინიციატივას უნდა გამოიჩინოს ყველამ რათა განისაზღვროს თუ რა ან რამდენი უნდა იწარმოოს. და ამგვარად ის აბსურდები და ანომალიები რაც ახასიათებს კაპიტალისტურ ეკონომიკას ძალადობრივი და სულელურიც ჩანს ამ ფონზე: ვიღაცამ უნდა აწარმოოს პროდუქტი რომელიც არავინ იცის სჭირდება თუ არა საზოგადოებას, და შემდეგ იფიქროს მის გასაღებაზე, ისე რომ არ გაიგოს ყველას აზრი მოთხოვნილების თუ საჭიროების შესახებ, უბრალოდ მიაწოდოს მათ პროდუქტი და დააჯეროს ისინი რომ მათ სჭირდებათ ეს, რეკლამების თუ სხვა კონსუმერული ტვინის რეცხვის საშუალებებით. მას კი ვისაც არ შუძლია საკუთარი წარმოებული პროდუქტის რეკლამირებაში ფული ჩადოს ან უბრალოდ მის მიერ შექმნილი პროდუქტი არ არის მოთხოვნადი, ან ზედმეტად დაბალანაზღაურებადია კონსუმერულ კაპიტალისტურ საზოგადოებაში უწევს აწარმოოს სხვა პროდუქტი, შექმნას ის რაც არ უნდა, აკეთოს ის რაც არ სურს, რომ არ მოკვდეს შიმშილით და იარსებოს, ინდივიდუალური წარმოება კაპიტალისტურ ბაზარზე, დიდი კაპიტალის და გავლენიანი მფარველების გარეშე იმდენად რთული და უშედეგოა რომ მწარმოებელს მოგება თითქმის არ რჩება, მან ჯერ უნდა შექმნას პროდუქტი და შემდეგ მოძებნოს ვინმე მყიდველი, იპოვოს ვინმე ვინც გადაიხდის ფულს მისი პროდუქტისთვის, ან ელოდოს როდის გამოჩნდება შესაბამისი მყიდველი და მერე შექმნას პროდუქცია. აქედან გამომდინარე კაპიტალისტური ეკონომიკა კრახისთვისაა განწირული და ხშირად ეფლობა ეკონომიკურ კრიზისებში. მთელი ეს პროცესი ყველაზე მეტად საზიანო კაპიტალის არ მქონე, დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფი ადამიანებისთვის არის და ხშირად ეს ზიანი არამარტო შიმშილს არ მატერიალური სიდუხჭირის, არამედ ზოგჯერ სიკვდილის მიზეზიც ხდება ხოლმე. ეს სოციალური უთანასწორობა ამ ყველაფერთან ერთად წარმოშობს კლასობრივ დაყოფას, და უფსკრულს კლასებს შორის, ერთ მხარეს დგანან ადამიანები რომლებსაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის, და საკვების მოპოვებისთვის ყოველდღიური მძიმე ბრძოლის გადატანა უწევთ, ხოლო მეორე მხარეს კი დგანან ადამიანები რომლებიც სწორედ სხვების შიმშილის და სიღარიბის ხარჯზე მდიდრდებიან და აგროვებენ კაპიტალს. ამ ყველაფერს კაპიტალისტური სისტემის დამცველები ბუნებრივი გარდაუვალობით ხსინიან და ასევე ამბობენ რომ ადამიანების ბუნება ასეთია. თვითონ ზემოდან ქმნიან პრობლემას ხელოვნურად და შემდეგ დამნაშავეებად გამოყავთ ისევ დაზარალებული, ექსპლუატირებული ადამიანები.

4.4. ნაღდი ფული, შუამავალი სასაქონლო ბირჟაზე

ხშირად ამბობენ რომ სილვიო გეზელს სურდა მონეტარული სისტემის გაუქმება. მაგრამ მე რაც ვისწავლე და წავიკითხე მისი ნაშრომებიდან, აქიდან გამომდინარე შემიძლია განვაცხადო რომ გარკვეულწილად არ არის ასე. მას უნდოდა რომ ფული გამხდარიყო ფუნქციური სასაქონლო ბირჟაზე და არ იყო მონეტარული სისტემის სრული გაქრობის წინააღმდეგი. მას ჰქონდა თავისი თეორიები იმის შესახებ თუ ვინ მართავს და ვისი ინტერესები დგას მონეტარული სისტემის უკან. მას განსაკუთრებით უნდოდა რომ თავიდან აეცილებინა მონეტარული სისტემის გაქრობა მიმოქცევიდან. მას უნდოდა რომ ფული მოგროვებულიყო და გამხდარიყო ცალკეული საქონელი, რომელსაც შემდეგ ისევ გამოიყენებდნენ სპეკულაციისთვის. მას უნდოდა დაეტოვებინათ ის მიმოქცევაში, ამიტომ მისი ფულის შეზღუდვის თეორია: ფულის დაგროვება უსარგებლოა და საჭიროა მისი შემცირება. იმიტომ რომ მას უნდოდა უარი ეთქვა უნივერსალურ ეკვივალენტზე, ფული ყოველთვის უნდა დარჩენილიყო მიმოქცევაში და უნდა მომსახურებოდა საქონლის გაცვლას, შეესრულებინა შუამავლის როლი. მისი იდეა ფულის შემცირების შესახებ გვაძლევს საფუძველს ვთქვათ რომ ის იყო სასაქონლო ბირჟის უპირობო დამცველი.

ხშირად ადგილობრივი ვალუტის შემოღება მიაჩნიათ არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად, გეზელის თეორია ეთანხმება ამ იდეას, მე მოვიყვან ორ მაგალითს რომ წარმოვაჩინო როგორი სარისკოა მონეტარული სისტემის არსებობა- იმიტომ რომ სხვადასხვა სავალუტო სისტემების შემოღების აუცილებლობა ბუნებრივად ხდება კრიტიკულ სიტუაციებში და ის გამოირჩევა არასტაბილურობით და დიდხანს ვერ ახერხებს არსებობას, მალევე ქრება ან გარე ჩარევის ანდაც ბუნებრივად, უსარგებლო ხდება.



სიმბოლური ფული – ადგილობრივი მონეტარული სისტემა როგორც „ალტერნატივა“
ა. ვერგელი

1930 წელს, ავსტრიული ქალაქი ვერგელი გაკოტრდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო და ის ვეღარ უხდიდა ანაზღაურებას საკუთარ დასაქმებულ მოქალაქეებს. 1932 წელს ქალაქის მერმა გადაწყვიტა შემოეღო ადგილობრივი ვალუტა, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო არსებულის ნაცვლად, დასაქმებულებს ანაზღაურებას უხდიდნენ ადგილობრივი ვალუტით, ფაქტობრივად ამ გზით მოხერხდა რეგიონალური გადახდის უნარიანობის შექმნა და სასაქონლო ბრუნვის აღდგენა ვერგელში და მის შემოგარენში. მალე მასს სამ სხვა რეგიონშიც მიბაძეს, მათაც ასევე უნდოდათ რომ შემოეღოთ ადგილობრივი ვალუტა. ვერგელის რეგიონულმა ვალუტამ აღადგინა ეკონომიკა იმ დროს როცა კრიზისის შედეგად იგი სრულიად განადგურებული იყო. ავსტრიის ეროვნული ბანკი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ვერგელის რეგიონალურ ვალუტას – ეს იყო გამოწვევა სახელმწიფო მონოპოლიისთვის და მონეტარული სისტემისთვის – რაც ლოგიკურად დამთავრდა სახელმწიფო სისტემის სასარგებლოდ, 1933 წელს ეს ყველაფერი აღიკვეთა სახელმწიფოს უხეში ჩარევის შედეგად, რომელმაც გამოიყენა პირდაპირი ზეწოლა რეგიონზე და განახორციელა შეიარაღებული ქმედება, სამხედრო ინტერვენციის გზით. ამან არსებულ თვითთმართველობას მოუსპო ამ იდეების გავრცელების შანსი და სახელმწიფომ დაიბრუნა მონოპოლია.

ბ. არგენტინა

1991 წელს, არგენტინამ უარყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივა, რომლის თანახმად ადგილობრივი ვალუტა – პესო უნდა გათანაბრებოდა დოლარს რომ შეეჩერებინათ მიმდინარე ინფლაცია ქვეყანაში და დაესტაბილურებინათ ვალუტა. ერთ ერთი აუცილებელი პირობა იყო ის რომ არგენტინის სახელმწიფოს უნდა შეეწყვიტა ვალუტის გამოცემა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეკონტროლებინა მონეტარულ პოლიტიკა არგენტინაში.

იმის ერთ ერთი შედეგი რომ არგენტინამ არ შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, იყო ის რომ პროდუქციის ექსპორტირება უჯდებოდა უფრო ძვირი და დაკარგა საექსპორტო ბაზრები. პარალელურად შიდა ბაზარზე არგენტინული პროდუქტი აღარ იყო კონკურენტული იაფასიან იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აიძულა არგენტინის მთავრობა რომ მოეხდინა წამგებიანი კომპანიების პრივატიზება. ამ პრივატიზაციის შემდეგ კი კომპანიებმა ვერ მიიღეს საჭირო სუბსიდიები, რომელსაც საჭიროებდნენ ისინი რომ არ განეცადათ სრული კრახი, რეალურად კი სახელმწიფოს, რომელიც იმ დროს ისედაც კრიზისში იმყოფებოდა არც შეეძლო ეს, პრივატიზაციას კი ხშირ შემთხვევაში აქვს იგივე ეფექტი რაც დახურვას.

ამ გზით, 1991 წლიდან 2000 წლამდე არგენტინამ მოახდინა საკუთრი ინდუსტრიის წამყვანი ნაწილის ლიკვიდაცია, რომელიც სათავეს იღებდა ხუან დომინგო პერონის მთავრობის დროიდან. ამ კომპანიებს შორის იყო სარკინიგზო ქსელი, საავიაციო, საავტომობი და სამხედრო ინდუსტრია, ასევე ენერგეტიკის და სამომხმარებლო ინდუსტრიის სფეროები. არგენტინა მთლიანად გახდა დამოკიდებული იმპორტზე. მას უწევდა უფრო და უფრო მეტი რაოდენობის იმპორტირება პროდუქტისა, რომელიც უკვე აღარ იწარმოებოდა ადგილობრივად. ამრიგად მისი სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა. არგენტინას ჰქონდა ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი ობლიგაციების მსოფლიო ბაზარზე გადაცვლისას, სახელმწიფოს დავალიანება კი იზრდებოდა ეკონომიკის ვარდნის პარალელურად. ამ ყველაფერმა გამოიწვია ეროვნული ეკონომიკის სრული კრახი და ჩამოშლა 2001-2002 წლებში.

უკვე 90_იან წლებში, ღირებულება დაკარგულ ვალუტას ჰქონდა თავისი შედეგი. ჩრდილო პროვინციებში, არ იყო ფული, ყველა წარმოება რაც კი იყო განვითარებული მანამდე, აღარ არსებობდა. ერთადერთი იყო სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც ფუნქციონირებდა და ადამიანები იყვნენ დასაქმებულები: მასწავლებლები, მოსამსახურეები, ექიმები. თუმცა ისინიც ხშირად ვერ იღებდნენ ხელფასებს თვეების განმავლობაში, ასევე სასოფლო სამეურნეო წარმოება, როგორც დამხმარე საარსებო საშუალება.

იმისათვის რომ შეენარჩუნებინათ მონეტარული სისტემა, პროვინციებმა დაიწყეს საკუთარი ფულის გამოცემა – რომელიც მხოლოდ ლეგიტიმური იყო ადგილობრივად, საკუთარ პროვინციაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თვალი დახუჭა ამა ფაქტზე, რადგანაც ადგილობრივი ვალუტა მათთვის არ წარმოადგენდა პრობლემას, მათი მთავარი სამიზნე იყო ეროვნული ვალუტა. მსგავსი მოვლენების ფონზე 90_იანი წლებში შიმშილის გამო ხდებოდა აჯანყებები პროვინციებში, რომლებსაც არგენტინის მთავრობა ახშობდა პოლიციის და არმიის საშუალებით.

რისთვის არის საჭირო მონეტარული სისტემა ?

1.ზოგადად რომ შენარჩუნდეს სახელმწიფოს ერთობლიობა. თუ ჩვენ ყველა არ მივიღებთ ხელფასებს, როგორც სახელმწიფო მოხელეები: მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, ექიმები, ან უბრალოდ ნებისმიერ სამსახურში დასაქმებული ადამიანები – რისთვის უნდა ვიმუშავოთ ჩვენ ? ეს საფრთხეს უქმნის არსებულ კაპიტალისტურ წესრიგს რომელიც სწორედ მონეტარულ სისტემაზეა აგებული და კაპიტალისტური ეკონომიკის მხარდამჭერები ყველა გზას იყენებენ რომ ადამიანები დაარწმუნონ ფულის არსებობის აუცილებლობაში, კაპიტალიზმი იყენებს სახელმწიფო პროპაგანდისტულ მანქანას და ყველა საშუალებას რომ ეკონომიკის კაპიტალისტური პრინციპები იქნას გამოყენებული.

რომ შეინარჩუნდეს ინფრასტრუქტურა, იფუნქციონიროს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, იარსებოს სახელმწიფო სამსახურებმა, პოლიციამ, რაც თავის მხრივ სისტემის დაცვის და მასების გაკონტროლების, დაშინების და დასჯის საუკეთესო და საუკუნეების მანძილზე დახვეწილი მეთოდია, ასევე იმისათვის რომ პროვინციულ ქალაქებსა და დედაქალაქს შორის იყოს კავშირი და ა.შ.
ახლა მე არ მინდა თავი შევაწყინო ვინმეს უფრო მეტი დეტალებით 30_იანი წლების ავსტრიის ან 90_იანი წლების არგენტინის შესახებ. მე მხოლოდ იმიტომ მოვიტანე ეს მაგალითები რომ ასეთი საშუალება ადგილობრივი ვალუტის შესახებ არის გეზელის თეორიაში მოყვანილი. ადგილობრივი ვალუტა იქმნება რეგიონში მაშინ როცა გლობალური ვალუტა განიცდის ინფლაციას და პროდუქციის ღირებულება ქრება, კაპიტალისტური ეკონომიკის კრახის, კრიზისის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა წარმოებული პროდუქციის ღირებულების პრინციპი და სასაქონლო ბირჟა უნდა იყოს შენარჩუნებული. ისინი საჭიროა: რადგანაც მონეტარული სისტემა უბრალოდ არის უნივერსალური ეკვივალენტი რომელიც წარმაოდგენს ღირებულებას, და არსებული ეკონომიკის პრინციპები მოითხოვს ამ უნივერსალური ეკვივალენტის არსებობას.
თუ ვინმეს მიაჩნია რომ ადგილობრივი ვალუტის გამოცემა არის კრიზისისგან თავის დაღწევის საშუალება, მას ბოლომდე არ ესმის რა არის ფული: უპირველესად, უნივერსალური ეკვივალენტი რომელსაც აღაირებს ყველა, და ეთანხმება რომ ის წარმაოდგენს ღირებულებას. მეორე, უბრალოდ ღირებულების გამოხატვა არის საშუალება ბიზნესითვის: მონეტარული სისტემის ადგილობრივი ვალუტის კონტექსტში განხილვის მცდელობა, და მისი შენარჩუნება როგორც მიმოქცევის საშუალება, არის მხოლოდ მცდელობისა რომ გადავარჩინოთ კაპიტალისტური ეკონომიკა, კაპიტალიზმის კრიზისის შედეგად გამოწვეული კრახისგან რომ მას შეეძლოს კვლავ აღდგმოა მოგვიანებით სრული ძალით კონტროლის აღება ხელში: რომ უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა და აღმატებული, გაბატონებული, პრივილეგირებული მდგომარეობა ვისაც აქვს კერძო საკუთრება და კაპიტალი ასევე მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, რომ კვლავ განაგრძოს ექსპლუატაცია მათი, ვისაც არ გააჩნია ეს ყოველივე და მიეკუთვნება მოსხლეობის ღარიბ, მშრომელ ნაწილს. რეგიონალური ვალუტის შექმნა, როგორც მონეტარული სისტემის ყველა სხვა მოდიფიკაცია, ლოგიკურად ისევ მიგვიყვანს ექსპლუატაციამდე, კლასობრივ დაყოფამდე, კაპიტალიზმამდე და სახელმწიფომდე, იმისათვის რომ თავიდან იქნას ეს ყველაფერი არიდებული უნდა რადიკალურად შევცვალოთ არსებული პრინციპები ანარქისტული პრინციპებით.

By Dark