სტანისლავ მარკელოვი – დიაგნოზი: პატრიოტიზმი

ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი, „კოლექტიური მოქმედების” აქტივისტი, ანტიფაშისტი, რადიკალი მემარცხენე… სტანისლავ მარკელოვზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. იყო პირდაპირი და ემოციური, და რაც მთავარია, ბოლომდე დარწმუნებული თავის სიმართლეში. თავის საქმიანობით ძალიან ახლოს იდგა ანარქიზმთან – პირველ ადგილას ანტიფაშიზმს და ზოგადად, მემარცხენე რევოლუციურ თემატიკას აყენებდა. დაინტერესებული იყო ჩეჩნური თემით და ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის მედალიც აქვს მიღებული. 

სტანისლავის რადიკალიზმის შეჩერება მხოლოდ თავში ნასროლმა ტყვიამ შეძლო – 2009 წლის 19 იანვარს, მოსკოვის ცენტრში ის და მასთან ერთად მყოფი ეკო-ანარქისტი ჟურნალისტი, ანასტასია ბაბუროვა „გააჩუმეს”. ეს არ იყო უბრალოდ დანაშაული, ეს იყო სუფთა იდეოლოგიური მკვლელობა – სხვას ვერაფერს დავარქმევთ შუა მოსკოვში რადიკალი აქტივისტისთვის შუბლში დახლილ ტყვიას. 
ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი, „კოლექტიური მოქმედების” აქტივისტი, ანტიფაშისტი, რადიკალი მემარცხენე… სტანისლავ მარკელოვზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. იყო პირდაპირი და ემოციური, და რაც მთავარია, ბოლომდე დარწმუნებული თავის სიმართლეში. თავის საქმიანობით ძალიან ახლოს იდგა ანარქიზმთან – პირველ ადგილას ანტიფაშიზმს და ზოგადად, მემარცხენე რევოლუციურ თემატიკას აყენებდა. დაინტერესებული იყო ჩეჩნური თემით და ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის მედალიც აქვს მიღებული. სტანისლავის რადიკალიზმის შეჩერება მხოლოდ თავში ნასროლმა ტყვიამ შეძლო – 2009 წლის 19 იანვარს, მოსკოვის ცენტრში ის და მასთან ერთად მყოფი ეკო-ანარქისტი ჟურნალისტი, ანასტასია ბაბუროვა „გააჩუმეს”. ეს არ იყო უბრალოდ დანაშაული, ეს იყო სუფთა იდეოლოგიური მკვლელობა – სხვას ვერაფერს დავარქმევთ შუა მოსკოვში რადიკალი აქტივისტისთვის შუბლში დახლილ ტყვიას.

„დიაგნოზი: პატრიოტიზმი” სტანისლავ მარკელოვის ერთ-ერთი საუკეთესო ესეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ესეში რუსულ პატრიოტიზმზეა საუბარი, თავისუფლად შეგვიძლია დღევანდელ ქართულ რეალობასაც მოვარგოთ – უბრალოდ შეცვალეთ „რუსეთი” „საქართველოთი” და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

დიაგნოზი: პატრიოტიზმი

მთელი ქვეყანა ისეა „შემჯდარი“ პატრიოტიზმზე, როგორც ნარკომანი – წამალზე. ყველა პოლიტიკოსი, ტყუილის თქმის წინ იფიცებს, რომ პატრიოტია. ყველა ნაძირალა, სანამ ფულს წაგლეჯს ხალხს, სახელმწიფოს სიყვარულს უხსნის. ყველა ქურდი გვიმხელს, როგორ უყვარს სამშობლო და კიდევ რამდენს მოიპარავს ამ სიყვარულის გამო.

დღეს რუსეთში შეუძლებელია სერიოზული თანამდებობის დაკავება, თუ არ გადმოაფრქვევ შენს პატრიოტულ გრძნობებს. შეუძლებელია გახდე პოლიტიკოსი – არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში იქნები თუ ოპოზიციაში, თუ არ დაიფიცებ დიადი იმპერიის სიმბოლიკაზე.

პატრიოტიზმი სახელმწიფოსთვის მოქალაქეების შეფასების კრიტერიუმად იქცა. თუ შენ არ ხარ პატრიოტი, ე.ი. მოღალატე ხარ და ხელისუფლების მახრჩობელა ხელები მალევე გაგგუდავენ. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ პირადი გრძნობების საჯაროდ გამოტანა და მთელი ერისთვის სიყვარულის ახსნა არაა ლამაზი. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ

პატრიოტიზმი – სისულელეა!

პირადი გრძნობები კარგია, თუკი პირად გრძნობებად დავიტოვებთ. მშვენიერია, რომ გვიყვარს სამშობლო, წინაპრები, ტრადიციები, მაგრამ რომელი სულელი საუბრობს ხოლმე პირად გრძნობებზე საჯაროდ? ეს სიყვარული მაშინ იქნებოდა ნამდვილი, თუკი მას ჩვენთვის შევინახავდით და საერთო-სახალხო ონანიზმად არ გადავაქცევდით.

აბა თქვენი მშობლების სიყვარული ზოგადსაკაცობრიო იდეად გამოაცხადეთ – იმწამსვე იდიოტად შეგრაცხავენ. მაშინ, რატომ უნდა გამოვავლინოთ პატრიოტიზმი სახალხოდ? არაა საჭირო ჩვენს ტვინებში ჩაძრომა და იმის გარკვევა,რამდენად გვიყვარს სამშობლო. ხალხი თვითონ გაერკვევა, რა და როგორ უნდა უყვარდეს.

მეორე მხრივ, მასობრივი კერპთაყვანისმცემლობა არაა ჭეშმარიტი. მატრიოშკების ფანატიკური სიყვარული მალევე მოგვცემს უკუშედეგს და აღიზრდება თაობა, რომელიც ფიცს დადებს, რომ არაფერი მშობლიური არ ეყვარება. ზუსტად ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის შემდეგ თაობებს ეზიზღებათ ყველაფერი საბჭოური, იმიტომ რომ მუდამ დებილური ლოზუნგები ესმოდა. მეტიც, ახლა კომუნიზმსაც კი აღარ გვპირდებიან, უბრალოდ გვეუბნებიან რომ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და არაფერს მივაქციოთ ყურადღება; ეს ხელს აძლევს ხელისუფლებას, ოლიგარქებს და მაფიას, იმიტომ რომ

პატრიოტიზმი – ლაჩრობაა!

იმის ნაცვლად, რომ გავარკვიოთ, ვინაა პასუხისმგებელი უსამართლობასა და გაჭირვებაზე, ვინ მიითვისა ყველაფერი 90იან წლებში ,ვინ უნდა აგოს პასუხი ჩვენი მომავლის პრივატიზაციაზე და იმ ყველაფრის განადგურებაზე, რაც არაერთმა თაობამ ჯოჯოხეთური შრომის ხარჯზე შექმნა, ჩვენ გვთავაზობენ გვიყვარდეს ხელისუფლება. საყოველთაო პატრიოტიზმი არა სამშობლოს, არამედ ხელისუფლების სიყვარულია. მმართველებს კი სჭირდებათ, რომ სიხარულისგან თვალებგაბრწყინებულნი ვუყურებდეთ ხელისუფლებაში მყოფ ნაგვის გროვას და გვიხაროდეს მათი დანახვა მაშინაც კი, თუ თავიანთი ხალხის გამყიდველები იქნებიან, ან შავრაზმელების ხელით ხალხს დაარბევენ.

პატრიოტების აზრით, ჩვენ უნდა გვიხაროდეს ხელისუფლების წარმატება, საკუთარი მომავალი კი შევწიროთ ოლიგარქების და მსგავსი გაქსუებული კატების ინტერესებს, რომლებიც ჩვენი და ჩვენი ახლობლების ხარჯზე სივდებიან.

ამას ეძახით სამშობლოს სიყვარულს? ნებისმიერი ქვეყანა ფეხებს გაფშეკს ასეთი „სიყვარულით“. ამავდროულად, რაც მეტად ვიძირებით პატრიოტიზმის მორევში, მით უფრო იზრდება სოციალური უთანასწორობა და მდიდრების ძალაუფლება.

ვინც ამას ვერ ხედავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაბრმავდა. ვინც ხედავს, მაგრამ მაინც გაჰკივის თავის პატრიოტობაზე, მთავრობის ჯაჭვით დაბმული მშიშარაა.

ჩვენ ყოველდღე ჩაგვჩიჩინებენ, რომ პატრიოტები უნდა ვიყოთ. მართლებიც არიან – ხელისუფლება თუ პატრიოტიზმს არ მოითხოვს ხალხისგან, მაშინ ხალხი მოსთხოვს პასუხს მთავრობას ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ხალხი და ხელისუფლება არასდროს ყოფილან ერთ მხარეზე, მეორენი ყოველთვის პირველის ხარჯზე ცხოვრობდნენ. არაფერი შეცვლილა – დღესაც,

პატრიოტიზმი – ღალატია!

რაც უფრო მეტს ვყვირით პატრიოტიზმსა და დიდ იმპერიაზე, მით უფრო მცირდება ჩვენი ქვეყნის მეგობრების რიცხვი. ბოლო მეგობარ რესპუბლიკასთან – ბელორუსიასთან – ურთიერთობა ბუნებრივი აირის გამო გავიფუჭეთ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ოლიგარქებს ფეხებზე ჰკიდიათ იდეები, მათ აქვთ მოგება და იცინიან იმაზე, თუ როგორ გამოუჭედეს ხალხს თავი პატრიოტიზმით.

როგორც უკანასკნელი სულელები, ჩვენც იმავე გზას დავადექით, რომელიც სხვებმა საკუთარ ტყავზე მწარედ გამოსცადეს. როგორც კი სერბებმა იუგოსლავიის ნაცვლად დიდ სერბეთზე დაიწყეს ლაპარაკი, მათ ყველა გაექცათ. თვით ყოველთვის კეთილგანწყობილი ჩერნოგორიაც კი გაერიდა სერბ ნაციონალისტებს. აქაც, როდესაც პატრიოტიზმმა ფრთები გაშალა და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს დავერიეთ, შემდეგ სულელებივით გვიკვირდა, რომ სხვა ერებმა ანალოგიურად უპასუხეს ჩვენს ქმედებას და რუსებს თავიანთი ქვეყნიდან ყრიან.

პატრიოტიზმმა ნაციონალიზმის დემონი გაათავისუფლა და ახალი ნაციონალური კონფლიქტების წამოწყებას უწყობს ხელს. ამით რუსეთი უფრო და უფრო სუსტდება, სამაგიეროდ ბედნიერები არიან ბურჟუები, რომლებიც ომების ხარჯზე სუქდებიან.

ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მულტინაციონალური იყო. დღეს კი გვაიძულებენ, წარმოშობის გამო ვიღაცები გავყაროთ და მეზობლები გვძულდეს.

რაც უფრო იკიდებს ფეხს პატრიოტიზმი, მით უფრო სუსტდება ერი.

არაა საჭირო პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ველიკოდერჟავული მოწოდებები მაღალი ტრიბუნებიდან ქუჩებში ნაციონალისტური გარჩევებით მთავრდება, გუშინდელი კომუნისტ-ათეისტების გულმხურვალე ლოცვა სანთლებით ხელში კი – შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი სიბნელით.

არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მთავრობის შეცდომაა. ადამიანები, რომლებსაც მომავალი წაართვეს, გაბოროტდნენ და მზად არიან, თავიანთი სიძულვილი ნებისმიერ მომენტში ამოანთხიონ. მმართველ ელიტას კი, ბუნებრივია, ურჩევნია ეს შემართული ჯოხი დაბალ ფენებზე გადატყდეს და არა – ახალი რუსების ახალთახალ მერსედესებზე. ჩვენს ხელისუფლებას ეშინია მერსედესების დაწვის, იმიტომ რომ შიგნით თვითონ სხედან. მათ ურჩევნიათ ნაციონალური დაპირისპირების პროვოცირება და ამასთან ერთად, თავიანთთვის არასასურველი ხალხის თავიდან მოცილება.

ისინი რიგითი მედროვეები არიან, რომელთა ამოცანაც ძალაუფლების ხელიდან არგაშვებაა. პატრიოტიზმის ნარკოტიკის დახმარებით კი ხალხს საკუთარ კეთილდღეობაში უპრობლემოდ ცვლიან. დღეს ჩვენთვის

პატრიოტიზმი – დამღუპველია!

ასეა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ეროვნული მიღწევების, საუკეთესო ტრადიციებისა და ისტორიის ნაცვლად, ხელისუფლების სიყვარულს გვაიძულებენ.

ისტორიულ მაგალითებს და კუმირებსაც იმის მიხედვით ირჩევენ, რამდენადაც ეს უკანასკნელნი მთავრობის უპასუხისმგებლობას და სისასტიკეს ამართლებენ.

გმირია ალექსანდრ ნეველი, რომელმაც პირადად მიიღო მონაწილეობა ანტითათრული აჯანყებისას სასაკლაოს მოწყობაში და ურდოში არაერთხელ ჩავიდა ქედის მოსახრელად. რუსული ქალაქების, პერესლავლ-ზალესკის და მშობლიური ვლადიმირის გადამწველი თავისი დანაშაულების გამო ვლადიმირის ტაძარშიც კი არ დაკრძალეს,სამაგიეროდ ახლა დიდ წმინდანად შერაცხეს, ალბათ იმიტომ, რომ ნევაზე ავაზაკების ერთი თავდასხმა მოიგერია და ლადოგის ტბაზე – ერთი ომი მოიგო, დანარჩენ დროს კი ჯვაროსნებთნან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყებების ჩახშობაში ატარებდა.

გმირია პეტრე პირველი, რომელმაც ქალაქი ჭაობზე, გლეხების ძვლებზე ააშენა და იძულებით მოსპო ის რუსული ტრადიციები და რწმენა, რომლის დაცვისკენაც პატრიოტები მოგვიწოდებენ.

გმირია სისხლიანი ნიკოლოზი, რომელმაც მეფობა ხოდინკის ხოცვა-ჟლეტვით დაიწყო და 9 იანვარს თავისი მხარდამჭერები დაახვრეტინა, ორი ომი წააგო და ქვეყანა ორ რევოლუციამდე მიიყვანა.

კარგ გმირებს არავინ იხსენებს. თითქოს რუსეთის ისტორიაში სამართლიანობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი არავინ იყო.

პატრიოტიზმი ლეგენდაა, ტკბილი კანფეტი, რომელსაც ხალხს გასაჩუმებლად აძლევენ. პატრიოტული ნაბოდვარის წყალობით შეიძლება ყველაფერი: ისტორიის შეცვლა, რეალობის დამახინჯება, თეთრისთვის შავის და შავისთვის – თეთრის დაძახება.

ნარკომანები დიდხანს ვერ ცოცხლობენ, პატრიოტული იდეებით გაბრუებული საზოგადოება კი განწირულია „ლომკებისა“ და ამ შხამით ნელ-ნელა დაღუპვისთვის.

„ახალ რუსებს“ აქვთ მხოლოდ ერთი ნაციონალური სიამაყე – უდიდესი მოგება, რომელსაც ჩვენგან, ჩვენი მონური შრომით იღებენ. ეს არის მათთვის ერთადერთი ფასეულობა.

ყველაფერ დანარჩენს ფოჩიანი კანფეტებივით აჩეჩებენ ხალხს.

რატომ უნდა ვყლაპოთ პატრიოტული სისულელეები, როდესაც ქვეყანას აცლიან ყველანაირ რესურსს და ამის ხარჯზე ცხოვრობენ ერთი მუჭა პარაზიტები?

ლამაზი პატრიოტული ზღაპრების მიღმა დგას ჩვენი სიმხდალე, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში და მოვთხოვოთ პასუხი იმას, ვინც 1990იანი წლების ლიბერალური ეკონომიკური კოშმარის დროს ხალხი შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა. იმიტომ რომ

პატრიოტიზმი – შიშია!

გაცილებით მარტივია სამშობლოს სიყვარულის სახელით დამალო საკუთარი სიმხდალე, ვიდრე ეცადო შენი უფლებებისთვის ბრძოლას. საკუთარ თავს მაინც გამოვუტყდეთ სიმართლეში – 90იან წლებში დემოკრატიის ნაცვლად მივიღეთ დამცირება და უბრალოდ, გაგვძარცვეს. დღეს კი იმავეს გვთავაზობენ, ოღონდ ძვლის გადმოგდებაც კი არ უნდათ.

პატრიოტიზმი – ჩვენი უუფლებობის ნიღაბია, რომლის მიღმაც ვმალავთ ჩვენს უსუსურობას.

პატრიოტიზმი მომგებიანია ძალაუფლებისთვის – მისი საშუალებით იყოფა ერები, ყოველ ერს უჩენენ თავის პატრიოტულ გრძნობას და თაყვანისსაცემ ქურდებს და მმართველებს.

პატრიოტიზმი ხალხს აფიქრებინებს, რომ ყველაზე კარგები არიან, ამ დროს კი ვერ ამჩნევენ თავიანთ გამოხეულ საჯდომს და გაძარცვულ ბიუჯეტს. პატრიოტების აზრით, ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ქვეყნით, რომელმაც ულუკმაპუროდ დატოვა მოხუცები, ფეხები დააჭრა მათ, ვინც საკუთარ თავს ინახავდა და მომავალი წაართვა ბავშვებს. ჩვენ უნდა ვიამაყოთ საზოგადოებით, რომელშიც არიან ოქროს ელიტა და სხვა დანარჩენები, რომლებიც მონებივით ზრუნავენ ამ ელიტის კეთილდღეობაზე.

„ახალი რუსები“ ნაციონალურ სიმდიდრეს ალპებში ანიავებენ, ჩვენ კი გვთავაზობენ პატრიოტული სულისკვეთებით მივესალმოთ მათ ძალაუფლებას.

რუსეთში ხელისუფლება და საზოგადოება ყოველთვის განსხვავებული, შეუთავსებელი ცნებები იყო. მთავრობა არასდროს იყო ხალხის მხარეს,ის ყოველთვის მიუღებელი, ან უკეთეს შემთხვევაში, ასე თუ ისე ასატანი იყო. პატრიოტიზმის დახმარებით, ჩვენ გვაიძულებენ გვიყვარდეს არა ქვეყანა, არამედ – მთავრობა, ქვეყანას კი ამ დროს ფეშენებელურ რესტორნებში მიირთმევენ.

ბევრს აინტერესებს, რატომ უპირისპირდება ხელისუფლება ნაციონალისტებს. პასუხი მარტივია –

პატრიოტიზმი – ავადმყოფობაა!

ვინც გადაწყვეტს, მძიმედ დაავადდეს ამ სენით, ნაცისტებად და ზონდერებად იქცევიან. პატრიოტსა და ნაცისტს შორის პრაქტიკულად არაა განსხვავება. უბრალოდ, პირველი ატყუებს საკუთარ თავს და სხვებს, მეორე კი ცდილობს, ეს უაზრო იდეები ცხოვრებაშიც დანერგოს.

მთავრობას კი არ სჭირდება გარეშე დამხმარეები, რომლებიც ცდილობენ პრაქტიკაში დანერგონ ის სისულელე, რასაც სახელმწიფო პროპაგანდა მაღალი ტრიბუნებიდან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვაწვდის.

ხელისუფლების ორთქმავლის წინ მორბენალი მის ბორბლებქვეშ ჩავარდაო.

ხელისუფლებამ თვითონ შექმნა ნაცისტები, როცა ცდილობდა სოციალური პროტესტი თავისთვის საჭირო ნაციონალურ კალაპოტში ჩაეყენებინა. შემდეგ ლაწირაკი ნაციონალისტები ხელიდან წავიდნენ და აღმოჩნდა, რომ მარტო არასაჭირონი კი არა, საშიშებიც კი გახდნენ. ვაითუ მოყვნენ, როგორ ეხმარებოდნენ, როგორ უბიძგებდნენ მოქმედებისკენ და ლეკვებივით ჰყავდათ დაბმული თავიანთ ფეხებთან. უსაქმოდ დარჩენილი ნაცისტები ჭკუიდან გადავიდნენ, მთავრობას კი მათზე ნადირობის გარდა აღარაფერი დარჩენოდა.

ცოფიან ძაღლებს პატრონი ხოცავს ხოლმე.

ნაციონალისტები იმავე ლოზუნგებს გაჰკივიან, რასაც მთავრობა, უბრალოდ, თავიანთი უტვინობის გამო მართლა სჯერათ, რომ მათ განხორციელებას შეძლებენ.

ვიღაცები თავს პატრიოტად იმიტომ გვაჩვენებენ, რომ კარიერა და მოგება აინტერესებთ. ვიღაცები კი სერიოზულად ავადდებიან. ეს სენი დამღუპველია და თუკი ნაციონალისტები თვითონ არ მ ოიტეხენ კისერს, მთავრობა დაეხმარება ციხით.

კარგი სანახავი იქნება, როგორ დასცინიან ოლიგარქები თავიანთივე გამოზრდილ ნაციონალისტებს. დასცინიან იმიტომ, რომ

პატრიოტიზმი არასერიოზულია!

პატრიოტული განწყობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ქვეყანას გარე ძალები იპყრობენ, დღეს კი ჩვენ „დამოუკიდებლობის“ დღეს აღვნიშნავთ, ჩვენი თავისგან დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენ არავის დავუპყრივართ. 90იან წლებში ძალაუფლება მაფიამ და ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში. ბანდიტებისთვის და ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის სულერთია ეროვნება, მათთვის მთავარი – მომგებიანი ბიზნესია. ისინი აუღელვებლად იყოფენ ქვეყანას, ჩვენ კი დამაწყნარებელს – პატრიოტიზმს გვაწვდიან.

ჩვენ თურმე უნდა ვამაყობდეთ და გვიხაროდეს, რომ პატრიოტები ვართ და გვიყვარს ქვეყანა, რომელშიც უფლებები წაგვართვეს და დაგვამცირეს.

ოლიგარქებთან, ახალ რუსებთან და მაფიასთან ბრძოლა ნაციონალისტური იდეებით შეუძლებელია. ისინი, ვინც ჩვენგან მოგებას იღებენ, გაერთიანებულები არიან, ამ დროს კი ჩვენ ერთმანეთს წარმომავლობის გამო ვხოცავთ.

პატრიოტიზმი აჩენს ცხელ წერტილებს, ნაციონალურ დაპირისპირებებს და სიძულვილს. ძალიან გვინდა ვიცხოვროთ დევნილების, დაზარალებულების, დამცირებულების ქვეყანაში? რაში გვჭირდება პატრიოტიზმი, თუკი მის გამო უამრავი ადამიანი უნდა დაიტანჯოს?

რატომ არ აღვივებენ განვითარებული ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს შორის ნაციონალისტურ იდეებს და იძულებით პატრიოტიზმს?

რატომ ვერ იტანს მთელი მსოფლიო ამერიკას? იმიტომ ხომ არა, რომ იქ ყოველ მოქალაქეს ძალით სტენიან თავში პატრიოტიზმს? თუმცა, ამერიკა მსოფლიოს ჟანდარმის მოვალეობას ასრულებს და ამ ყველაზე დიდ ქურდს შეიძლება მივცეთ თავხედობის და პატრიოტულობის უფლება, მაგრამ ჩვენ რაში გვჭირდება იდიოტური პატრიოტიზმი? იმისთვის, რომ მთელი სამყარო ვერ გვიტანდეს?

პატრიოტიზმს აზრი არ აქვს!

თუკი ვინმეს ძალიან უნდა თავისი განუზომელი სიყვარულის გამოხატვა, შეუძლია ჩაიკეტოს სააბაზანოში და იქ გამოხატოს, როგორც უნდა. სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა – ექსჰიბიციონიზმი, ამორალურია. მთავრობის, ქვეყნის და ბელადის საჯარო თაყვანისცემაც არანაკლებ ამორალურია.

სამშობლო არ განისაზღვრება სახელმწიფოს სა