ალექსანდრე ბერკმანი – უმუშევარი

ზოგადად, ე.წ. რეფორმისტებს არ აქვთ რეალური გეგმა უმუშევრობის აღმოსაფხვრელად, რადგან დღევანდელ – კაპიტალიზმის პირობებში ამ უდიდესი პრობლემის გადაჭრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. უმუშევრობა არაა დროებითი მოვლენა – ის დღევანდელი ეკონომიკური სისტემის მუდმივი თანამგზავრია. უმუშევრები კაპიტალიზმის ბატონობის დროს მუდამ იარსებებენ, რადგან პერიოდულად განმეორებადი ინდუსტრიული კრიზისი და სტაგნაცია ყოველთვის დატოვებს ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანს სამსახურის გარეშე. ი საჭმლის ფულში გაცვალეს.



უმუშევრობის გამომწვევი მიზეზი საკმაოდ მარტივია, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის. სოციოლოგები, პოლიტიკოსები, ეკონომისტები და რეფორმისტები წარმატებით ახერხებენ , უმუშევრობა დააბრალონ ბაზრის პრობლემებს და სხვა მეორეხარისხოვან მიზეზებს, სინამდვილეში კი მისი არსებობის მიზეზი სულ სხვა რამაა – მწარმოებელს (იმ მუშას, ვინც ქმნის პროდუქტს), არ ეძლევა გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურება, რის გამოც არ შეუძლია შეიძინოს თავისივე შექმნილი პროდუქტიც კი. შედეგად, პროდუქციის ძირითადი ნაწილი თავს იყრის არამწარმოებლების – კაპიტალისტების ხელში, ხოლო როდესაც წარმოება ზღვარს მიაღწევს (ანუ, ახალი პროდუქტის წარმოება აზრს დაკარგავს, რადგან აღარ გაიყიდება) – ვიღებთ დახურულ ქარხნებს და ქუჩაში გამოყრილ მუშებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც იქმნება ბევრი საკვებიპროდუქტი, ტანსაცმელი თუ საცხოვრებელი ადგილი – მუშა რჩება სამსახურის გარეშე და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა – მას ხელი არ მიუწვდება იმ ჭარბ პროდუქციაზე, რომელიც თავისივე წარმოებულია. ასე რომ, რაც უფრო მეტ დოვლათს ქმნის მუშა, უფრო ღარიბდება. რაც უფრო მეტია საჭმელი, მით უფრო მეტია შიმშილობის დონე. რაც უფრო მეტი პროდუქტი იწარმოება, მით უფრო იზრდება უმუშევართა რიცხვი.

გამოსავალი – მუშებისთვის მათ მიერ შექმილი პროდუქტის ფასის სრულად ანაზღაურება ან ექვივალენტის მიცემაა. ეს კი ნიშნავს კაპიტალისტური წარმოების პრინციპის სოციალისტურით ჩანაცვლებას .

ეკონომიკის ასეთი ფუნდამენტური ცვლილება გარდაუვალია, რასაც განაპირობებს როგორც საზოგადოების მოთხოვნა, ასევე კლასობრივი შეგნების ზრდა და მუშათა სოლიდარობის გაძლიერება, თუმცა ისიც ცხადია, რომ ჩანაცვლების პროცესი საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი იქნება.

ამასობაში ასობით ათასი უმუშევარი დადის ქუჩებში – მათი უდიდესი ნაწილი მშიერი და უსახლკაროა. რას აკეთებს სახელმწიფო მათ დასახმარებლად? არაფერს! ახალი კანონების მიღების გარდა სხვა გამოსავალს ”ვერ ხედავენ” ვერც ლეიბორისტული და სოციალისტური პარტიები. ამ ახალ კანონებს წერენ, შემდეგ განიხილავენ, კენჭს უყრიან, წარუდგენენ მთავრობას, რომელიც კანონპროექტს არაკონსტიტუციურად ცნობს,ვეტოს დაადებს და დაუბრუნებს პარლამენტს შესასწორებლად. პარლამენტი შეიტანს შესწორებებს, კვლავ განიხილავენ, კენჭს უყრიან, წარუდგენენ მთავრობას, დამტკიცდება და ბოლოს აღმოჩნდება, რომ მათი შესრულება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამის შემდეგ დასაქმების დეპარტამენტი გადაწყვეტს გამოიკვლიოს უმუშევრების პრობლემა – დაახარისხებენ უმუშევართა პირად საქმეებს სქესის, ასაკის, ეროვნების და კანის ფერის მიხედვით.. ამ ყველაფერში იხარჯება წლები, ჯიბეგასქელებულ პოლიტიკოსებს და რეფორმისტებს კი საერთოდ ავიწყდებათ იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა იარსებონ ამდენი ხანი მშიერმა და უსახლკარო უმუშევრებმა.

ფაქტია, რომ ყოველ მშიერ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს საკვები. მას აქვს საჭმლის მოთხოვნის უფლება არა კონსტიტუციურად, არამედ მორალურად. ვინც უარს ეტყვის მშიერს დაპურებაზე, შევახსენებ, რა დაემართა,თუ სწორად მახსოვს, მარია ანტუანეტას : თავის დროზე მან აბუჩად აიგდო მოწყალების სათხოვნელად მისული მოქალაქე, თავისი საქციელი კი ალბათ მაშინ ინანა, როდესაც მისი თავ