დევიდ გრებერი – ფული უბრალოდ ქაღალდია, რომელიც ბანკებს ამოძრავებს

1930-იან წლებამდე, ჰენრი ფორდი ამბობდა, რომ კარგია, როცა ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის თუ რეალურად როგორ მუშაობენ ბანკები. მათ რომ ეს ცოდნოდათ, „რევოლუცია მოხდებოდა ხვალ დილამდე“.
გასულ კვირას აღსანიშნავი რამ მოხდა. ინგლისის ბანკმა „კატა ჩანთიდან გამოუშვა“. თეორიას, რომლის სახელწოდებაა „ფულის შექმნა თანამედროვე ეკონომიკაში“, სამი ეკონომისტი ავტორი ჰყავს ბანკის ფინანსური ანალიზის დირექტორატიდან. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ საერთო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბანკი – მცდარია. ამ სახის პოპულიზმით კი ერეტიკული პოზიციები უფრო მეტად უკავშირდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა მაგალითად – დაიკავე ვოლ სთრითი.

რომ იგრძნოთ თუ რამდენად რადიკალურია ბანკის ახალი პოზიცია, განიხილეთ საყოველთაოდ მიღებული ხედვა, რომელიც ბაზისია საჯარო პოლიტიკაში ყოველგვარი დებატისა. ხალხს შეაქვს თავისი ფული ბანკში. შემდეგ ბანკი ამ ფულს გაასესხებს პროცენტით – ან ჩვეულებრივ მომხმარებლებზე, ან მეწარმეებზე, რომლებიც მის ინვესტირებას მოახდენენ რამე მომგებიან საწარმოში. სინამდვილეში, ნაწილობრივი სარეზერვო სისტემა ნებას რთავს ბანკს გაასესხოს იმაზე გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე ეს რეზერვშია, ხოლო თუ დანაზოგები არ კმარა, კერძო ბანკს შეუძლია ისესხოს მეტი ფული ცენტრალური ბანკიდან.

ცენტრალურ ბანკს შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული, რამდენიც მოუნდება. მაგრამ მაინც საფრთხილოა, რომ არ დაბეჭდოს ძალიან ბევრი. მართლაც, ჩვენ ხშირად გვეუბნებიან რომ სწორედ ამის გამო არიან დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკები პირველ ადგილზე. მთავრობებს თავად რომ შეეძლოთ ფულის ბეჭდვა, რასაკვირველია ისინი ძალიან ბევრს გამოუშვებდნენ, და საბოლოო ჯამში ინფლაცია ეკონომიკას ქაოსში გადაიყვანდა. ისეთი დაწესებულებები, როგორებიცაა ინგლისის ბანკი ან შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი, შეიქმნა იმისათვის, რომ ყურადღებით დაარეგულირონ ფულის მიწოდება, რათა თავიდან აიცილონ ინფლაცია. სწორედ ამიტომ, მათ ეკრძალებათ ხელისუფლების პირდაპირ დააფინანსება, ვთქვათ, სახაზინო ობლიგაციების ყიდვით, მაგრამ ამის ნაცვლად აფინანსებენ კერძო ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც ხელისუფლებას უხდის.

ეს არის მოცემულ საკითხზე ის წარმოდგენა, რაც საშუალებას გვაძლევს კვლავაც ვისაუბროთ ფულზე ისე, თითქოს ეს იყოს შეზღუდული რესურსი, ისევე როგორც მაგალითად ალუმინის მადანზე ან ნავთობზე, რომ ვთქვათ: „უბრალოდ არ არის საკმარისი თანხა“ იმისათვის, რომ დაფინანსდეს სოციალური პროგრამები, იმისათვის, რომ ისაუბრო სამთავრობო ვალის უზნეობაზე, ან სახელმწიფო ხარჯებზე, რომლებიც განდევნიან კერძო სექტორს. რაც ინგლისის ბანკმა აღიარა ამ კვირაში, ეს არის ის, რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგანი არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ მოვიყვანთ ციტატას მათი პირველადი მიმოხილვიდან: „ოჯახების მიერ ბანკში ფულის შენახვასა და შემდეგ სესხებაზე მეტად, ბანკში დეპოზიტს – საბანკო სესხი ქმნის.“ … „ჩვეულებრივ დროებში, ცენტრალური ბანკი არ უშვებს ჯამურ თანხას მიმოქცევაში, არცერთი ცენტრალური ბანკის ფული არ „მრავლდება“ სესხებითა და დეპოზიტებით.“
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც ვიცით არაა მცდარი, არამედ ჩამორჩენილია. როდესაც ბანკები აკეთებენ სესხებს, ისინი ქმნიან ფულს. ფული სინამდვილეში არის უბრალოდ IOU (IOU – „მე მმართებს შენი“, აღიარებითი ვალის არაფორმალური დოკუმენტი). ცეტრალური ბანკის ფუნქციაა გაუძღვეს კანონიერ ბრძანებას, რომელიც ბანკებს მიანიჭებ ექსკლუზიურ უფლებას შექმნან რამდენიმე სახის IOU, მაგალითად ერთ-ერთი მათგანი ასეთია: მთავრობა ვაჭრობას აღიარებს კანონიერად, თუ ვაჭრობის მსურველები დათანხმდებიან მთავრობას გადასახადების გადახდაზე. მართლაც, უთვალავი ბანკი შეიძლება შეიქმნას იმ პირობით, თუ ისინი მოძებნიან სესხის აღების მსურველებს. ისინი არასოდეს დაკავდებიან მოკლე ვადით, მარტივი მიზეზის – მსესხებლების გამო, ზოგადად რომ ვთქვათ, იღებენ ნაღდ ფულს და დებენ საკუთარი ლეიბების ქვეშ; საბოლოო ჯამში, ბანკის ნებისმიერი ფულადი სესხი ბოლოს ისევ და ისევ რომელიმე ბანკში დაბრუნდება. ასე რომ, ბანკის სისტემა როგორც მთლიანი არის ის, რომ ყოველი სესხი უბრალოდ ხდება მორიგი ანაბარი. გარდა ამისა, იმდენად რამდენადაც ბანკებმა უნდა მიიღონ დაფინანსება ცენტრალური ბანკისგან, მათ შეუძლიათ ისესხონ იმდენი, რამდენიც მოუნდებათ; ყველაფერი ეს უკანასკნელი კი ცვლის საპროცენტო განაკვეთს, ფულის ღირებულებას, და არა მის რაოდენობას. კრიზისის დაწყებიდან მოყოლებული, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს ეს ღირებულება თითქმის არაფრამდე. მართლაც, „რაოდენობრივი გაადვილებით“ ისინი ეფექტურად ტენიან ბანკებში იმდენ ფულს, რამდენიც შეუძლიათ, ყოველგვარი ინფლაციური ეფექტის გამოწვევის გარეშე.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რეალური ზღვარი ფულის ოდენობისა არის არა ის, თუ რა რაოდენობის თანხის გასესხებას მოინდომებს ცენტრალური ბანკი, არამედ რამდენი ხელისუფლება, ფირმები და ჩვეულებრივი მოქალაქეები მოინდომებენ, რომ ისესხონ ფული. სახელისუფლებო დანახარჯი ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელია (და ქაღალდი აღიარებს, თუ თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ მას, რომ ცენტრალური ბანკი აფინანსებს მთავრობას ამ ყველაფრის შემდეგ). ასე რომ, აღარ არის შეკითხვები სახელმწიფო დანახარჯების მიერ კერძო ინვესტიციების გაძევების შესახებ. ეს კი სწორედ საწინააღმდეგო რამაა.

რატომ აღიარა მოულოდნელად ეს ყველაფერი ინგლისის ბანკმა? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს აშკარა სიმართლეა. ბანკის საქმეა რეალურად აწარმოოს სისტემა, ხოლო ბოლო დროს სისტემა არცისე განსაკუთრებულად კარგად დარბის. შესაძლოა მათ გადაწყვიტეს რომ ეკონომიკის „წარმოსახვითი-მიწის“ ვარიანტის შენარჩუნება, რომელმაც დაამტკიცა რომ ძალიან ხელსაყრელია მდიდრებისათვის, იმდენად დიდი ფუფუნებაა, რომ უფრო მეტ ხანს ვეღარ მოახერხებდა არსებობას.

მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ხდება დიდი რისკის ფასად. უბრალოდ განსაჯეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუკი იპოთეკარები გააცნობიერებენ, რომ ფული რომელიც მათ ბანკმა ასესხა უბრალოდ არ არსებობს, მართლაც, ზოგიერთი ხელმომჭირნე პენსიონერის ცხოვრების დანაზოგი, მაგრამ როგორღაც ბანკმა მოახერხა და რეალობა შესძინა მას ჯადოსნური ჯოხის საშუალებით, რომელიც ჩვენ, საზოგადოებამ გადავეცით ხელში.

ისტორიულად, ინგლისის ბანკს ყოველთვის ჰქონდა ტენდენცია ყოფილიყო ლიდერი, გარეგნული მოჩვენებითი პოზიციებით, რომლებიც საბოლოოდ ახალი აქსიომები გახდნენ. თუ ეს მართლაც ის არის, რაც აქ ხდება, მაშინ ჩვენ შესაძლოა მალე იმ პოზიციაზე დავდგეთ და გავიაზროთ, რომ ჰენრი ფორდი მართალი იყო.

http://www.theguardian.com/commentisfree/2014/mar/18/truth-money-iou-bank-of-england-austerity