ანარქიზმის ისტორია

ანარქისტული მსოფლმხედველობის ელემენტები გვხვდება უძველეს დროიდან. სრული პიროვნული თავისუფლებისკენ ლტოლვა, თავისუფალი საზოგადოება, ძალაუფლებისა და ექსპლუატაციის უარყოფა – მსგავსი განწყობები სხვადასხვა ფორმებით ჩანდა ანტიკურ ეპოქაში ფინიკიელებში, ჩინეთში დაოსიზმში, შუა საუკუნეებში ანაბაბტისტებში, ინგლისში დიგიტებში, XVIII საუკუნის ფრანგ მოაზროვნეში ს. მარშელის ნაშრომებში. ზემოთ მოყვანილი მიმდინარეობების განსასაზღვრათ, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ პროტოანარქიზმი.
მაგამ ანარქიზმი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაიბადა ახალ ეპოქაში. XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც ევროპაში დაიწყო დიდი რევოლუციების ეპოქა, გზა გაუხსნა ინდივიდუალიზმის დამკვიდრებას და ტრადიციული საზოგადოების დანგრევას. ამ ეპოქაში დაიწყო ანარქიზმის ჩამოყალიბება და გარდაქმნა ფილოსოფიურ სწავლებად, ხოლო შემდეგ უკვე როგორც რევოლუციურ მოძრაობად. 
ანარქიზმი იყო რეაქცია საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიღწევებისა და წარუმატებლობის: შეიცვალა თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის იდეალები და მოხდა მათი ხელახალი გააზრება; პარლამენტარულ დემოკრატიამ ვერ მოიტანა ნანატრი ინდივიდის თავისუფლება. 

ანარქიზმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1830-1840-იან წლებში – ლიბერალიზმთან და სახელმწიფო სოციალიზმთან ბრძოლაში და პოლემიკაში. თუ კი პირველნი ხაზს უსვამდნენ მოქალაქის პოლიტიკურ თავისუფლებას (აღიარებდნენ მინიმალური სახელმწიფოს არსებობის იდეას), მეორენი ხაზს უსვამდნენ სოციალურ თანასწორობას, ხოლო მის განხორციელების ინსტრუმენტად კი ტოტალურ სახელმწიფო რეგულირებებს მიიჩნევდნენ. ანარქიზმის დევიზი, კი ეწინააღმდეგებოდა ორივე მათგანს, შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ ბაკუნინის ცნობილი სიტყვა: „თავისუფლება სოციალიზმის გარეშე არის პრივილეგია და არასამართლიანობა, სოციალიზმი თავისუფლების გარეშე არის მონობა“.

უილიამ გოდვინი და მაქს შტირნერი

პირველი წარმომადგენლები ანარქიზმისა იყვნენ ინგლისელი უილიამ გოდვინი (1756-1836) და გერმანელი მაქს შტირნერი (იოჰან კასპარ შმიდტი 1806-1856). გოდვინის წიგნში „კვლევა პოლიტიკური სამართლიანობისა და მისი გავლენის საყოველთაო წესიერებაზე და ბედნიერებაზე“(1793) და შტირნერის წიგნში „ეგო და მისი საკუთრება“ (1844) გამოისახა ანარქისტული მსოფლმხედველობის კონტურები. ორივე მოაზროვნე შეეცადა დაემტკიცებინა სახელმწიფოს განადგურების აუცილებლობა და საზოგადოებრივი ცხოვრებისა და წარმოების დეცენტრალიზაცია. მათ აჩვენეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგობა. მაგრამ ზემოთ ნახსენები ანარქისტების თეორიები ბევრ საკითხში განსხვავდებოდა.

გოდვინის თეზისი დამყარებული იყო ადამიანის ბუნების სიკეთეზე, რომელზეც ცუდ გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტები, და შემოგვთავაზა ანარქო-კომუნისტური პროგრამა სოციალურ გარდაქმნებზე. ხოლო შტირნერის თეორიაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა – უნიკალური პიროვნება, ერთეულები; ამ ადამიანს არ შეიძლება შეუთავსო რომელიმე სოციალური როლი. გერმანელი მოაზროვნე მოუწოდებდა ადამიანს განთავისუფლებას ზეპიროვნებისგან (იგულისხმება იდეოლოგია), ფეტიშიზმისგან და დესპოტურ დაწესებულებისგან, გაეცნობიერებინა საკუთარი ჭეშმარიტი ინტერესები და შეერთებულყო სხვებთან – რომლებიც ასევე ერთეულები იქნებოდნენ – და ერთად დაეწყოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის.

გოდვინი რჩებოდა განმანათლებლობის იდეების მატარებლად, მას ჯეროდა სიტყვის დიდი ძალის, რომ შეეცვალა სამყარო პროპაგანდის მეშვეობით. შტირნერს კი არ ჰქონდა იმედი მთავრობისა და ბურჟუაზიის კეთილი ნების. ის აღიარებდა მუშათა გაფიცვების აუცილებლობას, საკუთრების ექსპროპრიაციას და შეექმნათ თავისუფალი „ეგოისტთა კავშირი“. მაგრამ გერმანელი მოაზროვნე აქცენტს არა სოციალურ რევოლუციას, არამედ „პიროვნების აჯანყებაზე“ აკეთებდა.

ასე რომ თავიდანვე ორი მიმართულება იყო ანარქისტულ აზროვნებაში – ფილოსოფიურ-ინდივიდუალისტური, რომელიც ხაზს უსვამდა ადამიანის უნიკალურ ინდივიდუალიზმს, და სოციალ-კომუნისტური, რომელიც დაინტერესებული იყო შეექმნა თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება. ამის მიუხედავად გოდვინის და შტირნერის აზრები ავსებდნენ ერთმანეთს. მომავალში შექმნილი ანარქიზმის უამრავი მიმდინარეობა, დაკავშირებული იყო განსხვავებებზე ინდივიდუალურ თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობის აღქმის შორის.

გოდვინი და შტირნერი იყვნენ ერთნაირი მოაზროვნეები, რომლებიც არც თუ ისე აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადო ცხოვრებაში. არც ერთს არ უწოდებია საკუთარი შეხედულებისთვის ანარქისტული.

პიერ-ჟოზეფ პრუდონი

„ანარქიზმის მამას“ ხშირად უწოდებენ გამორჩეულ ფრანგ მოაზროვნეს პიერ ჟოზეფ პრუდონს (1809-1865). ის იყო გლეხის შვილი, თვითნასწავლი, რომელმაც ცხოვრება მძიმე ფიზიკურ შრომაში და სიღატაკეში გაატარა. პრუდონი იყო XIX საუკუნეში სოციალისტურ მოძრაობის ლიდერი, რომელიც არ იყო მართველი კლასიდან. პრუდონთან არის დაკავშირებული ანარქიზმის თვითიდენტიფიკაცია, მასში შექმნილი მთავარი სოციალური იდეები და მისი გავრცელება მასებში.
მეცნიერი და პუბლიცისტი, გაზეთის გამომშვები და ნაციონალური ასამბლეის დეპუტატი, რომელიც მონაწილეობდა 1848 წლის რევოლუციაში, გაატარა ცხოვრების ბოლო წლები ემიგრაციაში, პრუდონმა დაწერა უამრავი წიგნი და სტატია, რომლიდანაც ყველაზე ცნობილი ნაშრომებია: „რა არის საკუთრება?“(1840), „რევოლუციონერის აღსარება“ (1849) და „პოლიტიკური უნარი შესახებ მუშათა კლასში“(1865).

პრუდონის მსოფლმხედველობაში, როგორც მის ცხოვრებაში, იყო არამცირე წინააღმდეგობა, რომელიც მიიჩნეოდა შეუსაბამო მახასიათებლად: უბრალო პიროვნება, თუმცა ჰქონდა მესიანისტური მიდრეკილებაც, რევოლუციონერი, რომელიც თან რეფორმისტურ საშუალებებს იყენებდა, თავისუფლი დამოკიდებულების საზოგადო ცხოვრებაში და რადიკალურ პატრიარქალური დამოკიდებულების ოჯახში. იბრძოდა ინდივიდუალური თავისუფლებისკენ, პრუდონმა ამავდროულად დაწერა „პორნოკრატია, ანუ ქალი თანამედროვე ეპოქაში“, სადაც ქალთა ემანისპაციის წინააღმდეგ გამოდიოდა და ანვითარებდა სქესთა შორის უთანასწორობის იდეას. წამყვანი კონსერვატორი, რეფორმისტი რევოლუციონერი, ოპტიმისტური პესიმისტი – ესე წარადგინა ეს ადამიანი გერცენმა (Herzen et Proudhon), რომელმაც მას უწოდა „საფრანგეთში მთავარი რევოლუციური პრინციპის შემოქმედი“ და „ჩვენი ეპოქის ერთერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე“.

პრუდონი იყო წინააღმდეგი სახელმწიფოს ძალადობის ყველანაირი ფორმის: იქნებოდა ეს ლუი ფილიპეს კონსტიტუციური მონარქია, ბონაპარტის იმპერია, იაკობინელთა რესპუბლიკა თუ რევოლუციური დიქტატურა. გაანალიზა რა 1848 წლის რევოლუცია, პრუდონმა დაასკვნა: რევოლუცია შეუსაბამოა სახელმწიფოსთან, ხოლო უტოპიის განხორციელების გზები მიგვიყვანს სახელმწიფო სოციალიზმამდე. იქნება მოთხოვნილება ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და გამოიყენონ ის ინსტრუმენტად რექციის და რევოლუციის დამარცხებისთვის.
თუ კი შტირნერის და გოდვინის, არც ისე ცნობილი პუბლიკაციები ანარქიზმის იდეალების შესახებ ატარებდა უმეტესად აბსტრაქტულ-ფილოსოფიურ ხასიათს, პრუდონმა შექმნა და პოპულარიზება გაუწია ანარქისტულ მსოფლმხედველობას ისე, რომ წამყვან ძალად აქცია პარიზის კომუნის დროს.

პრუდონი თვლიდა რომ XIX საუკუნეში სოციალიზმის ამოცანა იყო სოციალური თანასწორობის და ნამდვილი თავისუფლების დამყარება (სახელმწიფოს მხრიდან ადამიანზე ბატონობის ნაცვლად) პრუდონი ერიდებოდა აბსტრაქტულ სქემებს, ის ცდილობდა არსებული სქემების შესწავლას და არსებული სიტუაციის გააზრებას. ის ამბობდა: „მე არ გთავაზობთ არანაირ სისტემას; მე მოვითხოვ პრივილეგიების და მონობის განადგურებას, მე მინდა თანასწორობა“…

სახელმწიფო ძალაუფლებას, იერარქიას, ცენტრალიზაციას, ბიუროკრატიას და სასამართლოს, პრუდონმა დაუპირისპირა ფედერაციის, დეცენტრალიზაციის, თავისუფალ ხელშეკრულების და თვითმართველობის იდეა. როდესაც თანამედროვე საზოგადოებას აღწერდა პრუდონი, ის მიუთითებდა ბურჟუაზიის და სახელმწიფოს ურთიერთკავშირზე, ცენტრალიზაციისა და მონოპოლიზაციის ურთიერთკავშირზე, შეუკავებელ კონკურენციაზე, „არასოლიდარულ სულზე“. თავისუფლების სახელით პრუდონი უტევდა სახელმწიფოს, ხოლო თანასწორობის სახელით კი – საკუთრებას.

პრუდონი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური თავისუფლება შეუძლებელია ეკონომიკურად დაკმაყოფილებისა და დეცენტრალიზებური მართველობის გარეშე. „რასაც პოლიტიკაში ეძახიან ხელისუფლებას – წერდა ის – სრულიად იგივეა, რასაც ეკონომიკაში ეძახიან საკუთრებას; ეს ორი იდეა ავსებს ერთმანეთს და ბატონობს; როცა უტევთ ერთს – უტევთ მეორესაც; ერთი გაუგებარია მეორეს გარეშე; თუ კი თქვენ გაანადგურებთ ერთს, მაშინ მეორეც უნდა გაანადგუროთ – ან პირიქით“.

ამ იდეიდან გამომდინარე პრუდონმა ესეთი ფორმულირება მოახდინა საკუთარ პრინციპის: „ასე რომ, რასაც ეკონომიკურ ენაზე ჰქვია ერთმანეთის დაკმაყოფილება, პოლიტიკურ ენაზე ჰქვია ფედერაცია. ამ ორი სიტყვიდან გამომდინარეობს ყველა რეფორმა ჩვენი პოლიტიკისა და საზოგადოებრივ ეკონომიკის.“

პრუდონმა აღნიშნა, რომ მხოლოდ შეუზღუდავ და სრული ინდივიდუალური თავისუფლების პირობებში, როდესაც ადამიანი გააცნობიერებს საკუთარ ინტერესებს და მათი ურთიერთშეთანხმება მოხდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ნამდვილი ანარქია, ნამდვილი წესრიგი და რეალური ერთობა.

საბაზრო ეკონომიკისა და შეუზღუდავი კონკურენციის მოწინააღმდეგე პრუდონს, არ სურდა შეეცვალა ისინი სახელმწიფო-სოციალიზმის კაზარმული და ტოტალური რეგულაციებით. პრუდონი აღნიშნავდა „ეს სისტემები კომუნისტური, სახელმწიფოებრივი, დიქტატორული, ავტოკრატიული, დოქტრინული, ისინი ყველა ერთ პრინციპზეა აგებული; რომ პიროვნება უნდა დაექვემდებაროს საზოგადოს; რომ მხოლოდ საზოგადოებას აქვს უფლება ინდივიდის სიცოცხლისა; რომ მოქალაქე ეკუთვნის სახელმწიფოს, როგორც ოჯახის შვილი, რომ ის იმყოფება მის ძალაუფლების ქვეშ… და ვალდებულია მას დაემორჩილოს და შეასრულოს მისი ბრძანება ყველაფერში“.

თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, პრუდონი მოითხოვდა საზოგადოების უფლებას და პიროვნების უფლებას, უარყოფდა ეგოიზმს, როგორც დესპოტიზმის უკიდურესობას. რომ ავიცილოთ ის თავიდან, ფრანგი ანარქისტი სახელმწიფოს და სოციალური იერარქიის განადგურებისკენ მოუწოდებდა, ხოლო მათ უნდა ჩანაცვლებოდა ნებაყოფლობითი კავშირი თავისუფალი ადამიანების, სადაც ყველას ერთნაირი უფლება ექნებოდა, ერთნაირი პასუხისმგებლობა, ერთნაირი მოგება სამსახურისთვის. ხოლო ეს სისტემა უნდა დაყრდნობილიყო თანასწორობაზე და თავისუფლებაზე, რომელიც გამორიცხავდა სიმდიდრისკენ, რანგებისკენ და კლასებისკენ ლტოლვას.

პრუდონის წყალობით ანარქიზმი გავრცელდა მთელს ევროპაში და უამრავი ცნობილი წარმომადგენელი გაიჩინა (კარლო პისაკანე Carlo Pisacane იტალიაში, Francisco Pi y Margall ესპნაეთში და სხვები). ანარქიზმის ისტორიკოსი მაქს ნეთლაუ პრუდონზე წერს: „სამწუხაროდ ის გარდაიცვალა თითქმის იმ დროს, როდესაც შეიქმნა ინტერნაციონალი. მაგრამ სწორედ იმ პერიოდში მოევლინა უდიდესი ფიგურა ბაკუნინი, და სულ რაღაც 10 წლის განმავლობაში ანარქიზმა შეიძინა არნახული ძალაუფლება ამ ადამიანების წყალობით“.

http://nukriko.blogspot.com/