თამარ ბუაძე – გიორგი (კომანდო) გოგელია

ნაშრომი შესრულებულია ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ნაშრომის ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე

თბილისი, 2015

ანოტაცია

საბაკალავრო ნაშრომი ეძღვნება, ქართველი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ანარქისტის, გიორგი გოგელიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ბიოგრაფიულ ცნობებთან და უცხოელი ანარქისტების მოსაზრებებთან ერთად ნაშრომში საუბარია გ. გოგელიას იდეოლოგიურ ბრძოლაზე მარქსიზმის, პროლეტარიატის დიქტატურის, სოციალ-დემოკრატიის, სახელმწიფოსა და ძალადობის ყოველგვარი გამოხატულების წინააღმდეგ. ასევე, წარმოჩენილია ქართველი რევოლუციონერის დამსახურება მუშათა მოაძრაობის ისტორიაში, მისი ბრძოლა ანარქო-კომუნიზმის ფილოსოფიური ,,გონების“ გამომხატველი მუშა და გლეხის ინტეგრალური თავისუფლებისთვის. ნაშრომი, ამავდროულად, გამყარებულია ისტორიული ფაქტებით, რომელშიც გ. გოგელიას როლი უმნიშვნელოვანესია, კერძოდ, ,,ხლებ ი ვოლიას“ გამოცემა, ,,ქართველ რევოლუციონერთა I კონფერენცია’’(1904), ,,რუსეთის პირველი სახალხო რევოლუცია (1905-1907წ.წ.)“, ქართველი ხალხის განმანთავისუფლებელი მოძრაობა, ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, ანარქო-სინდიკალიზმის იდეოლოგიის განვითარება რუსეთსა და საქართველოში. ნაშრომის დასასრულს გავეცნობით გ. გოგელიას ცხოვრების უკანასკნელ წლებს.

შესავალი

პოლიტიკური კრიზისი, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე, ადამიანთა ჩაგვრა, კლასობრივი დიფერენციაცია, სახელმწიფოს, მთავრობის უნიათობა. XX საუკუნე მეტად ქაოტური მოვლენებით აღსავსე, სოციალური კატაკლიზმების-რევოლუციის ეპოქა იყო რომელმაც, ფაქტობრივად, განსაზღვრა მომავალი საზოგადოების ცხოვრება და უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა, როგორც მსოფლიოს, ასევე ქართველი ერის ისტორიაზე. რაც, მეტად საინტერესოა პოლიტიკური თვალსაზირისით. ზემოთ აღნიშნული ისტორიული პროცესების კვალდაკვალ, მიმდინარეობდა სოციუმის აზროვნების კორექციაც, კერძოდ, კლასობრივმა დაპირისპირებამ, ავტორიტარიზმის, ექსპლოატაცის, ძალადობის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლამ წარმოქმნა ანარქია, ,,ხალხის შემოქმედება“. კრიტიკული, რევოლუციური პროტესტისგან წარმოქმნილი ეს მიმდინარეობა ერთიანი თეორიული სისტემის სახით პოლიტიკურმა ფიგურებმა ჩამოაყალიბეს და თავიანთი ერუდირებულობითა და ინტელექტით თვალსაჩინო როლი შეასრულეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ უმნიშვნელოვანეს პიროვნებათა შორის იყო ქართველი, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ანარქისტი, გიორგი გოგელია. ვფიქრობთ, ვიდრე უშუალოდ მის ბიოგრაფიასა და ანარქისტულ მოღვაწეობას ვრცლად გავეცნობოდით, საჭიროა, განვმარტოთ ის მიმდინარეობა (ანარქიზმი), რომელიც გ. გოგელიას პოლიტკურ-ფილოსოფიური მოღვაწეობის მთვარი შტრიხი გახლდათ.

ანარქია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,წესის გარეშეს’’, ,,უხელისუფლებობას’’, ,,უმთავრობობასა’’. იგი მომდინარეობს ბერძნულ სიტყვიდან ,,Anarxia“. პრეფიქსი ,,ან’’ ნიშნავს „არას“, ,,არქოს“ კი ,,მმართველს“, „უფროსს“[1].

ანარქიზმი პოლიტიკური ფილოსოფიაა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმას, ძალაუფლების წყაროს, უფრო მეტიც, საერთოდ სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობას, რომელსაც წესრიგისა და უსაფრთხოების ხელშემწყობად კი არა, პირიქით, ქაოსისა და უბედურების წყაროდ მიიჩნევს. ანარქიზმი აკრიტიკებს ავტორიტარიზმს, უტოპიზმის იდეით გამოდის და ქადაგებს ადამიანების სიყვარულს, თანადგომას. მისი მიზანია გაანადგუროს იერარქია და კაპიტალისტური სისტემის მიერ მოწყობილი კლასები, რაც თავისთავად წარმოშობს ძალადობას.

ანარქიზმის ფორმულა ენრიკო მალატესტას თქმით: ,,თავისუფლება სამართლიანობა და თანასწორობაა ხალხთა შორის“ კანტისეული გააზრებით კი ანარქიზმი ,,კანონი და თავისუფლებაა ძალაუფლების გარეშე“. ,,ანარხია მუდმივი სიყვარულია, მუდმივი მრავალფეროვნება, მუდმივი მოძრაობა (მსოფლიოს კინეტიკა), ბრძოლა და თავისუფლება“[2]. მისი რთული ბუნებიდან გამომდინარე სრულყოფილი უდავო განმარტება ანარქიზმისა არ არსებობს.

ანარქიზმის იდეოლოგირ ჩანასახებს ვხვდებით ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში, თუმცა, მიმდინარეობა, როგორც პოლიტიკური მოძღვრება, ევროპაში აღმოცენდა 1840-1860 -იან წლებში. 1860-1870-იან წლებში მიმდინარეობა აქტიურ პოლიტიკურ ფაზაში გადადის და სრულყოფილ, დღევანდელ სახეს იღებს. მისი მიმდევრები და თეორეტიკოსები იყვნენ: გოდვინი, პრუდონი, ბაკუნინი, კროპოტკინი, ,,კლასიკოსები ანარქიზმისა’’, შტირნერი, ტოლსტოი და სხვ. თითოეული მათგანი ერთ ფილოსოფიას ქადაგებდა, რა თქმა უნდა, განსხვავებული პოზიციებითა და დოქტრინებით, თუმცა, აზრი ერთი იყო იმ საკითხზე, რომ მთავარი ექსპლუატატოტრი იყო (მონარქია, საპარლამენტო მართველობა და მართველობის სხვა სისტემები) ზოგადად, სახელმწიფოებრიობა: ,,სახელმწიფო ჰფარველობს მხოლოდ ექსპლუატაციას, სპეკულაციას, კერძო საკუთრებას-ამ ნაყოფს დაკანონებულის ძარცვა-გლეჯვისას … პროლეტარიატს არაფერი საკეთილო არ აქვს მოსალოდნელი სახელმწიფოსგან; ეს მხოლოდ მის წინსვლასა და განთავსუფლებას უშლის ხელს“[3].

საქართველოში ანარქიზმი, როგორც სოციალური მოძღვრება, უკვე XIXს-ის 60-იან წლებში ვითარდება და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ ახალგაზრდებში. განსაკუთრებით კი ანარქიზმის პირველი თეორეტიკოსის პიერ ჟოზეფ პრუდონის (1809-1865) თეორიები. XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ანარქისტული მიმდინარეობის ბაკუნინის მოძღვრებას საქართველოშიც გამოუჩნდნენ მიმდევრები: ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი და ძმები შალვა და კომანდო გოგელიები. ვფიქრობ, საინტერესო იქნება მკითხველის ყურადღება შევაჩერო ქართველ ანარქისტ გიორგი გოგელიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.

გიორგი გოგელიამ (ორგეიანი) თანამოააზრეებთან, ვარლამ ჩერქეზიშვილსა და მიხაკო წერეთელთან ერთად, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა დამოუკიდებლობისთვის მებროძოლი ქართული საზოგადოების ცხოვრებაში, უმეტესად კი რუსეთისა და ევროპის ანარქისტულ მოძრაობაში მან ,,სათავე დაუდო რუსეთში, პოლიტიკური მოძრაობის აღორძინებასა და გავრცელებას“[4].

მიუხედავად კომანდო გოგელიას საინტერესო საზოგადოებრივ-ანარქისტული მოღვაწეობისა, მისი სახელი სათანადოდ არ არის ცნობილი. გ. გოგელიას შესახებ, ჯერჯერობით, არ არსებობს ვრცელი მონოგრაფიული გამოკვლევა და არც რამდენადმე მაინც სრულყოფილი სამეცნიერო ნარკვევი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაზეთ ,,ერი. ხმა ღვთისა ხმა ერისაში’’ 1991 წლის 27 მარტს გამოქვეყნდა დ. შველიძის ვრცელი სტატია: „ვინ იყო კომანდო გოგელია?“. ამავე ავტორი თავის კიდევ ერთ ცნობილ ნაშრომ, ,,ფედერალისტებში“, გარკვეულწილად ეხება კომანდო გოგელიას მოღვაწეობას. მართალია, ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებად მოიპოვება ცნობები გიორგი გოგელიას შესახებ, თუმცა მისი ბიოგრაფიული დეტალებით შედარებით მდიდარია რუსული ისტორიოგრაფია, კონკრეტულად, მის შესახებ ცნობები მოიპოვება ანატოლი დუბოვიკის რუსულენოვან სტატიაში: ,,Георгий Гогелия’’ საიტ www.makhno.ru– ზე ასევე, მნიშვნელოვანია, საიტ www.ilyapol.livejournal.com – ზე განთავსებული სტატია: ,,АНАРХИСТЫГРУЗИИВНАЧАЛЕХХВЕКА“ სტატიის ავტორი ილია პოლონსკი საუბრობს ზოგადად ანარქიზმზე და, გარკვეულწილად, ეხება გიორგი გოგელიას. როგორც ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან ანარქომოღვაწეს იმდროინდელ საზოგადოებაში.

I თავი. ადრეული ბიოგრაფია, საზღვარგარეთ (საფრანგეთი, შვეიცარია) მოღვაწეობა.



გიორგი (კომანდო) ილიას ძე გოგელია დაიბადა 1878 წლის 6 სექტემბერს, ქუთაისის გუბერნიის ქ. ოზურგეთში, ხელმოკლე ოჯახში. გიორგის მამა ილია გოგელია, ცდილობდა, უზრუნველყო შვილების მომავალი და მიეცა მათთვის სრულყოფილი განათლება. ილია გოგელია ოცნებობდა, უფროსი შვილი კომანდო იმ დროისთვის ერთ-ერთ წარმატებულ, დამსახურებულ ადამიანად სოფლის მღვდლად ეხილა.

გიორგიმ, გარკვეულწილად, გაამართლა მამის იმედები და 1894 ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1895 წელს კი 17 წლის გიორგი, მამის სურვილისამებრ, ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სემინარიაში სწავლებისას გიორგიმ თავის თაობის ბევრ სხვა წარმომადგენელთა მსგავსად, მკვეთრად შეიცვალა რელიგიური მსოფმხედველობა, კერძოდ, მან ნაწილობრივ ან სრულად უარყო ბიბლიური მითები, ფაქტები და მათ შორის კატეხიზმა, რაც ქრისტიანული რელიგიის არსებით ჭეშმარიტებათა ზეპირ, მარტივ და ძალდაუტანებელ სწავლებას ნიშნავს ბავშვებსა და განათლების არ მქონე ზრდასრულთათვის. ამგვარ მსოფმხედველობრივ ცვლილებათა ფონზე, გიორგიმ ქუთაისის სასულიერო სემინარა დატოვა. როგორც ჩანს, მისმა რადიკალურმა გადაწყვეტილებამ კომანდოს მამის ილია გოგელიას განაწყენება გამოიწვია, უფრო მეტიც, მამასა და შვილს შორის უთანხმოებაც კი ჩამოაგდო.

გიორგის ახალგაზრდობიდანვე აწუხებდა არათანასწორუფლებიანობა, ადამიანთა ჩაგვრა, სოციალური სიდუხჭირე. ის ოცნებობდა ისეთი განათლების მიღებაზე, რომლითაც არა ილუზიურ არამედ რეალურ დახმარებას აღმოუჩენდა თავის ერს. სწორედ ამიტომ, გ. გოგელია საზღვარგარეთ, საფრანგეთში მიემგზავრება და 1897 წელს ლიონის აგრონომიულ სასწავლებელში ირიცხება. 1898 წელს ის საფრანგეთიდან შვეიცარიაში გადადის და სწავლას ლოზანის აგრონომიულ სასწავლებელში განაგრძობს. საბოლოოდ, კ. გოგელია ჟენევის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე განაგრძობს სწავლას. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ სწავლებისას გიორგი გოგელია მხოლოდ პროფესიული ღრმა ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლებოდა, პარალერულად დაინტერესებული იყო ფილოსოფიური ლიტერატურითაც, კერძოდ, ემხრობოდა ემპიროკრიტიციზმის ფუძემდებლების რიხარდ ავენარიუსისა (1843-1896) და ერნესტ მახის (1838–1916) ემპირიულ სწავლებას.

საინტერესოა, ცნობილი ანარქისტის გროსმან როსის შეხედულებებიც კომანდო გოგელიას ახალგაზრდობის დროინდელ მსოფმხედველობასა და შინაგან სამყაროსთან დაკავშირებით. როსის თქმით, სიყმაწვილეში გიორგი შეპყრობილი იყო პესიმიზმით, ჯერ კიდევ სათანადო განათლების არ მქონე გიორგი გოგელია ეცნობოდა შოპენჰაუერის პესიმისტურ თეორიებსა და წარმოდგენა ექმნებოდა სამყაროზე, რომ: ,,სამყარო იყო ტკივილი და ტანჯვა, ბედნიერება-ილუზია, თანასწორობა-აუხდენელი ოცნება, ბრძოლა ენერგიის-ფუჭი ხარჯვა, როგორც ჩანს, ამ პერიოდმა დიდხანს არ გასტანა გიორგის ცხოვრებაში და მისმა რვოლუციურმა ტემპერამენტმა მას უბიძგა მოქმედებისკენ, პესიმიზმა კი გზა დაუთმო დაუღალავად მებრძოლ ოპტიმიზმს“[5].

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 1898 წლეს გიორგი გოგელია შვეიცარიაში განაგრძობს სწავლას, ამ პერიოდში, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში შვეიცარია რუსი რეოლუციონერების ემიგრაციის ცენტრი იყო, სადაც უმეტესად თავს იყრიდნენ რუსი სოციალისტ-დემოკრატები და სოციალისტ-რევოლუციონერები. აღნიშნული ჯგუფები თავიანთი იდეოლოგიური მიმდინარეობის პროპაგანდას ეწეოდნენ და, ხშირ შემთხვევაში, ჩართულნი იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ მწვავე პოლემიკაშიც, რაც ხელს უწყობდა შვეიცარიაში ჩასული ახალგაზრდების დაინტერესებასა და პარტიულ საქმიანობაში ჩართვას. შეიძლება ითქვას, რომ გ. გოგელიას რევოლუციური ტემპერამენტის აღმავლობა და ანარქისტულ წრეებში ,,გათქვეფაც’’ სწორედ ამ ჯგუფებთან აქტიური კავშირების დამყარების შემდეგ ხდება.

ლოზანის აგრონომიულ სასწავლებელში ჩარიცხული გიორგი გოგელია თავდაპირველად რუს სოციალისტ-რეველოუციონერების ერთ-ერთ ჯგუფს უახლოვდებადა და მალევე ეცნობა რევოლუციონერული ანარქიზმის აღიარებული იდეოლოგის, პეტრე კროპოტკინის (1842-1921) ანარქისტულ, ფილოსოფიურ, მიმდინარეობას ანარქო-კომუნიზმს, რომელიც ქადაგებს ადამიანთა თანასწორობაზე დამყარებულ საზოგადოებას, სადაც პატრონი ვეღარ ისარგებლებს მუშის დამონებული მდგომარეობით, კონკრეტულად, ანარქო კომუნიზმი მხარს უჭერს კაპიტალიზმის, სახელმწიფოს, კერძო საკუთრების გაუქმებას, უიერარქიო ასოციაციებსა და მუშათა საბჭოებს“[6]. მალე გიორგი გოგელია კროპოტკინის მარჯვენა ხელი, მიმდევარი და მეგობარიც კი ხდება .

გიორგი გოგელიას შვეიცარიაში მოხვედრამდე ოცი წლით ადრე ბაკუნისტების ორგანიზაციები ,,შავი გადანაწილება“ და ,,მიწა და თავისუფლება“ დაიშალა, რის შედეგადაც რუსი ანარქისტების რიცხვი ერთეულებამდე შემცირდა, ძველი თაობის ანარქისტების ნაწილი ლონდონში აგრძელებდა სწავლას, ვ. ჩერქეზიშვილი და პ. კროპოტკინი კი პარიზში. 1890-იანი წლებიდან რუსეთში უკვე შესამჩნევი ხდება ანარქისტების ახალი თაობა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანარქისტი იყო გიორგი გოგელია: ,,გიორგი გოგელიას წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი მოწინავე ანაქრისტი იმ თაობისა, რომელიც ჯერ რომანოვების იმპერიას ებრძოდა შემდეგ კი თეთრ კონტრევუოლუციასა და ბურჯუაზიის დიქტატურას, გ. გოგელია მიეკუთვნებოდა, იმ თაობას ანარქისტებისა, რომელთა უმრავლესობა სამხედრო-სავლე სასამართლოებს ესხვერპლა, მათ ვინც ციმბირში გადაასახლეს და დახვრიტეს სტალინის ქვეშევრდომებმა. ძალიან ცოტამ თუ შეძლო ბედისაგან თავის დაღწევა, მაგრამ გოგელია იმ იღბლიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელებმაც, საკუთარ საწოლში მაინც დალიეს სული”[7].

1900 წელს გ. გოგელიას ინიციატივით, ჟენევაში, რუსი პოლიტიკური ემიგრანტებისგან შემდგარი ანარქისტული დაჯგუფება შეიქმნა. აღნიშნული გაერთიანების წარმომადგენლები ცხარე დებატებს მართავდნენ შევიცარიაში მყოფ სოციალისტ ოპონენტების წინააღმდეგ, რომელთა შორის იყვნენ: ლენინი, მარტოვი, პლეხანოვი, ბრეშკოვსკაია, რუბანოვიჩი, ლუნჩარსკი და სხვ. კომანდო გოგელია შესანიშნავი ორატორი და დაუცხრომელი პოლემისტი იყო ჟენევაში გამართულ ემიგრანტულ კრებებზე ის ხშირად და შეურიგებლად ეპაექრებოდა გ. პლეხანოვს, ვ. ჩერნოვს და რუსეთის რევოლუციურ მოღვაწეთა სხვა ლიდერებს.

,,კ. გოგელიას შესახებ საინტერესო მოგონება აქვს რუს რევოლუციონერ ქალს ე. კოვალსკაიას, რომელიც ქართველ ანარქისტს ჟენევის ერთ-ერთ კაფეში შეხვედრია, სადაც თავს იყრიდნენ რუსეთის იმპერიიდან ლტოლვილი ემიგრანტები. ე. კოვალსკაიას სიტყვით, კომანდო გოგელიას მოხსენებისას ახასიათებდა მწვავე პოლემისტური ტონი, იგი ხშირად იწვევდა თურმე მსმენელთა ხმამაღლა სიცილს, მომხსენებლის ოპონენტის მიმართ. იმ საღამოს, როცა აღნიშნული შეხვედრა მომხდარა გოგელია ეკამათებოდა ვიქტორ ჩერნოვს, რუს ესერთა პარტიის ცნობილ ლიდერს“[8].

კოვალსკაიას თქმით, გ. გოგელია გამოირჩეოდა ხასიათის სიმტკიცით, მკვეთრი თვისებებით, მეტყველი, ელვარე, თვალებით, მისი თითოეული მოძრაობა მიანიშნებდა იმას, რომ ის მზად იყო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. კომანდო გოგელია, მართლაც, რომ შესანიშნავი სპიკერი და ორატორი იყო ის მხურვალედ გადმოსცემდა თავის პოლიტიკურ იდეოლოგიას ტრიბუნებიდან და თავს ესხმოდა ოპონენტებს, თუმცა, როგორც თანამედროვენი აღნიშნავენ: ,,მეგობრების წრეში ყველა ეს პათოსი ორთქლდებოდა და გიორგი სასიამოვნო კომპანიონი, ინტელექტუალი ხდებოდა“[9]. შემდგომ მოგონებებში კოვალსკაია იხსენებს, რომ ევროპამ გოგელია საგრძნობლად შეცვალა, ერთ-ერთი ვიზიტის დროს პირად საუბარში კოვალსკაიამ აღმოაჩინა, რომ ველური კავკასიის შვილი, კონკრეტულ ევროპულ იდეოლოგიაზე აღზრდილ მამაკაცად მოევლინა და ის ძნელად შეიძლებოდა გაგერჩიათ ნებისმიერი ფრანგისგან: ,,გოგელია საუბრობდა თავშეკავებულად, გაწონასწორებულად, ეტყობოდა, რომ მყარად სჯეროდა თავისი იდეოლოგიის“[10].

II თავი. ,,ხლებ ი ვოლიას’’ გამოცემა

1903 წლის აგვისტოში, ჟენევაში, გიორგი გოგელიას რედაქტორობით პირველი რუსულენოვანი, ყოველთვიური, ანარქისტული ჯურნალი ,,ხლებ ი ვოლია’’ გამოვიდა. ჯურნალს სახელწოდება ახალგაზრდა კროპოტკინისტებმა თავიანთი აღმზრდელის ანარქო-კომუნისტ კროპოტკინს საპატივსაცემოდ შეურჩიეს (1892 წელს კროპოტკინის წიგნი ,,ხლებ ი ვოლია“ ფრანგულ ენაზე გაზეთ ,,le revolute” -ში გამოქვეყნდა ხოლო, 1902 წელს კი რუსულ ენაზეც ითარგმნა.) ჟურნალის ყდას ბაკუნინის ხატოვანი გამონათქვამი ამკობდა: ,,The urge to destroy is also a creative urge“.(განადგურებისკენ ლტოლვა, აგრეთვე, შემოქმედებისკენ ლტოლვაა).[11]

გიორგი გოგელია ცოლთან, ლიდია ვლადიმერის ასულ იკონიკოვასთან, ყოფილ სტუდენტ მარია გოლდსმიტ კორნთან, როგდაევთან და სხვა რუს ემიგრანტ, ანარქისტ რევოლუციონერებთან ერთად სერიოზულ სამუშაოებს აწარმოებდა იმისთვის, რომ თეორიული ანარქისტული პროგრამა, კონკრეტული რუსული რეალობისთვის მოერგო: ,,გოგელია თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებდა სტრატეგიულ საკითხებსა და ტაქტიკურ ნაბიჯებს რუსული ანარქიზმის განვითარებისთვის“[12].

1903 წელს აგვისტოს თვეში ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით ,,russia was on the eve of a great revolution”, სადაც მკვეთრად ჩანდა რუსული იმპერიალიზმის კრიზისი და მშრომელი ხალხის წყურვილი მონათმფლობელი ბურჯუაზიის განადგურებისა. ,,პური და თავისუფლება“ არალეგალურად შევიდა რუსეთში და დიდი გავლენა იქონია ანარქო-კომუნიზმის აღორძინებაში. როგდაევის სიტყვით, ,,ხლებ ი ვოლიამ“ თვალსაჩინო როლი შეასრულა რუსეთის რევოლუციური აზრის განვითარების საქმეში. ამ ორგანოს მუდმივი თანამშრომლები იყვნენ: პეტრე კროპოტკინი, შვეიცარიელი ლუიჯი ბერტონი და ვარლამ ჩერქეზიშვილი იმ დროისთვის აქტიური პოლიტიკური ფიგურები“[13].

1903 წელს ჯურნალის ერთ-ერთ პირველ ნომერში გ. გოგელია ,,კ. ილიაშვილის’’ ფსევდონიმით 1887 წლის 11 ნოემბრის მოვლენებს გამოეხმაურა, კერძოდ, ,,ჰაიმარკეტის’’ მოედაზე 4 ჩიკაგოელი ანარქისტის მოწამეობრივ აღსასრულს. 1886 წელს მაისის თვეში მშრომელი ხალხის გამძვინვარებული ბრძოლა-8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მიტინგის ლიდერები დააპატმრეს. მოგვიანებით შედგა მათი სასამართლო, საერთო ჯამში, გასამართლდა რვა ადამიანი. ხუთ მათგანს –ალბერტ პარსონს, ავგუსტ შპისს, ლუის ლინგს, ადოლფ ფიშერს და გეორგ ენგელს სიკვდილი დასჯა მიუსაჯეს ხოლო, მიქაელ შვაბს და სამუელ ფილდენს სამუდამო პატიმრობა. ოსკარ ნებეს თხუთმეტწლიანი პატიმრობის ვადა განუსაზღვრეს. 1887 წლის 11 ნოემბერს 4 მათგანი პარსონსი, ენგელი, ფიშერი და შპისი ჩამოახრჩვეს, ლინგმა თავი მოიკლა. 1893 წელს ხელმეორედ გამართულ სასამართლოზე ყველა მათგანი უდანაშაულდ ცნეს, ხოლო, 1890 წელს კი 1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვის დღედ გამოცხადა“[14].

ახალგაზრდა კროპოტკინისტების ნაყოფიერი მუშაობის შედეგად 1903-1904 წლებში ,,ხლებ ი ვოლიაში“ წერილების სერია ,,ჩვენი ტაქტიკა“ გამოქვეყნდა, რომელშიც განსაზღვრული იყო ანარქო-კომუნისტური ჯგუფის თეორიული და ტაქტიკური მახასიათებლები, მშრომელთა მოქმედების განსაზღვრული გეგმა. გ. გოგელია აღნიშნულ სტატიაში თითქმის სრულიად იზიარებდა კროპოტკინის იდეოლოგიას, ის მის მსგავასად ფიქრობდა, რომ ძირითადი მიზანი და ვალდებულება მათი მოქმედებისა მშრომელი ხალხის მომზადება იყო ბურჯუაზიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამისთვის კი, თავის მხრივ, საჭირო იყო მუშათა დარაზმვა საყოველთაო შეჯახებისთვის. გ. გოგელიას თქმით: ,,პროლეტარიატს თუ სურს, რომ თავისი განთავისუფლების საქმე კარგად წაიყვანოს, ჯერ თვითონ უნდა განთავისუფლდეს არამკითხე დიქტატორისგან…ინტელიგენცია რომლის ,,დენშიკადაც“ ის გამხდარა თვითონ უნდა გაიხადოს ,,დენშიკად“, ის უნდა გახდეს კლასობრივად მოქმედი მოძრაობა, თავისუფალი პოლიტიკური პარტიებისგან“[15].

კროპოტკინმა ლონდონის რეზიდენციიდან დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ჟუნალის სარედაქციო ჯგუფს: „ის აღფრთოვანებული სწერდა თავის მეგობარსა და თანამოაზრე ვარლამ ჩერქეზიშვილს ,,ხლებ ი ვოლიას’’ შესახებ: ,,შენ, რა თქმა უნდა, ნახავდი ,,ხლებ ი ვოლიას’’- ძალიან კარგია, აზრითაც და ენითაც … რაც უფრო უფრო პასუხსაგებია, მით უფრო კარგია ახალგაზრდობისთვის. ჩვენ მათ მხოლოდ ხელს შევუშლით, დახმარებით კი აუცილებლად დავეხმარებით“[16].

,,ანარქისტული ჟურნალის გამოცემისას გოგელია 25 წლის ახალგაზრდა კაცი იყო მისი შეხვედრა კროპოტკინთან ახლო ხანებში მოხდა და მალევე მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდა. ჩემთან გოგელია იყო, – სწერდა ანარქიზმის პატრიარქი კომანდოსთან პირველი შეხვედრის შესახებ,- ,,ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან მეგობრულად, მასთან შეთვისება ადვილია.“[17] მართალია გ. გოგელია კროპოტკინის უდავო მხარდამჭერი და ანარქო-კომუნიზმის მიმდევარი გახლდათ, მაგრამ გარკვეულ საკითხებში ქართველი რევოლუციონერი სრულიად განსხვავებულ კონცეფციებს აყალიბებდა. ცნობილი ანარქისტის გროსმან როსის თქმით, გ. გოგელიაა კროპოტკინის ორთოდოქსალური მიმდდევარი იყო თუმცა მას გარკვეული საკითხებში კროპოტკინის თეორიისგან განსხვავებული ხედვები ჰქონდა ის ხშირად ემიჯნებოდა კროპოტკინის გულუბრყვილო მატერიალიზმს მაგრამ, არა დიალექტიკურ მატერიალიზმს… გ. როსის სიტყვით: კროპოტკინის ,,უდავოდ ბრწყინვალე ნაშრომმა ,,საფრანგეთის დიდი რევოლუცია’’ დამჯერებელი პასუხი ვერ გასცა გ. გოგელიას კითხვებს“[18].

,,ხლებ ი ვოლიაში“ ითარგმნებოდა ელიზე რეკლიუს, ენრიკო მალატესტას, ანარქისტულ ფილოსოფიური ნაშრომები, ასევე ბროშურების სახით გამოდიოდა ბაკუნინისა და ანარქო-კომუნიზმის „ბელადის’’ კროპოტკინის ფილოსოფიურ-ეკონომიკური ხასიათის ნაშრომების თარგმანები. 1905 წელს ნოემბერში, ,,ხლებ ი ვოლია“ დაიხურა. სულ გამოვიდა 24 ნომერი“[19].

III თავი. ,,ქართველ რევოლუციონერთა I კონფერენცია’’ (ჟენევა 1904წ.)

1904 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილსა და გაბუნიასთან ერთად კომანდო გოგელია აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჟენევაში გამართულ ქართველ რევოლუციონერთა I კონფერენციაში: ,,ამ ისტორიული მოვლენის ამსახველი ფაქტები ,,ოქმები რევოლუციონერთა პირველი კონფერენციისა“ 1904 წელს პარიზში გამოიცა და მალევე გიორგი დეკანოზიშვილის დახმარებით საქართველოში გადმოიგზავნა“[20]. კონფერენციაზე თავდაპირველად 26 კაცი წარსდგა. ცნობილია, რომ კონფერენციას ესწრებოდნენ ქართველი ანარქისტებიც: ვარლამ ჩერქეზიშვილი (,,მანაველი’’), მიხაკო წერეთელი (,,თერგელი’’) და კომანდო გოგელია. ოქმებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა ანარქისტი კონფერენციაზე ,,ორგეიანის’’ ფსევდონიმით იმყოფებოდა. ჟენევაში კონფერენციის მსვლელობისას 1904 წლის 3 აპრილის სხდომაზე ანარქისტებმა წარმოადგინეს ორი მოხსენება აქედან ერთი ,,ახალი მიმართულება მუშათა მოძრაობაში, სინდიკალიზმი“ გ. გოგელიას ეკუთვნოდა, ხოლო, მეორე ,,რევოლუცია და რევოლუციური ტაქტიკა’’, ვინმე ,,თერგელს“. მოხსენებები დაიბეჭდა და საქართველოში გადმოიგზავნა.

ამ დროისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა ქართული პოლიტიკის ისტორიაში, კერძოდ, 1904 წლეს ჟენევის კონფერენციაზე შეიქმნა ,,საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა აპარტია: ,,კ. გოგელიამ მხარი დაუჭირა ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოპოვების გზით საქართველოს ეროვნული სახლმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბრძოლას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქართველი ანარქისტები ეროვნული დროშის ქვეშ, ფედერალისტურ პარტიაში გაერთიანდნენ. ქართველ რევოლუციონერთა პირველი კონფერენციის ამსახველი ოქმებიდან, ჩანს ანარქისტებისა და სოციალ-დემოკრატების მწვავე დაპირისპირებაც: ,,კ. გოგელია (ორგეიანი) ევროპის სოციალისტური კონგრესების ისტორიის მაგალითით უმტკიცებდდა ქართველი სოციალ-დემოკრატების ბელადს ნოე ჟორდანიას, რომ სხვადასხვა პარტიებს და ფრაქციებს შეიძლებოდა მიეღოთ საერთო რეზოლუციები, რომლებსაც ამ პარტიებისთვის სრულიადაც არ ექნებოდათ სავალდებულო ხასიათი. კ. გოგელია შესანიშნავი მცოდნე იყო ევროპის მუშათა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა. მაინც რატომ არ შეიძლებოდა რეზოლუციების გამოტანა ქართული პარტიის კონფედერაციაზე, როცა ევროპის სოციალისტურ კონგრესებზე დამსწრე ტრედ-უნიონებს, მილიერანისტებს, ბრენშტეინელებს და სხვა მიმართულებათა წარმომადგენლებს გამოჰქონდათ ამგვარი რეზოლუციები? ,,ისტორია მე არ მაინტერესებს, – გაღიზიანებით უპასუხა ნ. ჟორდანიამ – შეიძლება თქვენ იყოთ მაგისთვის მოსული. მე კი მაგისთვის არ მოვსულვარ.“

მიუხედავად არგუმეტირებული პასუხის გაუცემლობისა, სოციალ-დემოკრატები მტკიცედ იდგნენ თავიანთ პირველთქმულზე, რამაც თავის მხრივ, უკვე გ. გოგელიას განრისხება გამოიწვია. ,,მოთმინებიდან გამოსული’’- ვკითხულობთ ოქმებში მის შესახებ. ,,რა აუტანელი შარებია!-მიმართავდა გაცხარებული ანარქისტი გაჯიუტებულ სოციალ-დემოკრატთა ლიდერს, – თქვენ არავითარი წარმოდგენა არ გაქვთ ევროპულ კრებათა წესრიგზედ“[21]. მიხეილ (მიხაკო) წერეთლის გენიალურ ნაშრომ ,,ერი და კაცობრიობა“ ვკითხულობთ, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატებისთვის უმთავრესი იყო ინტერნაციონალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, ისე რომ ამ ფონზე პატრიოტიზმს, საქართველოსადმი სიყვარულს სულ ცოტა ადგილი რჩებოდა“[22].

IVთავი. რუსეთის სახალხო რევოლუციის დასაწყისი (1905წ.)

1905 წელს რუსეთის პირველ რევოლუციამდე ერთი დღით ადრე, ლონდონში რუს რევოლუციონერ ანარქისტთა ყრილობა ჩატარდა, რა თქმა უნდა, ყრილობას ჟენევის ემიგრანტი ანარქისტები და, მათ შორის, კ. გოგელიაც ესწრებოდა. 1905 წლის ოქტომბრის წინა დღეებში გ. გოგელია წერადა: ,,რევოლუციის განსაზღვრა და მის ვიწრო ჩარჩოებში მოთავსებაზე ფიქრი ჩვენი საქმე არ არის. ეს ჩვენი მტრების საქმეა. უჩვენოდაც ბევრი მსურველი გამოჩნდება ამ კონტრ-რევოლუციონურ მოღვაწეობისთვის რეაქციის ბანაკიდან და რესტავრატორებს შორის. მთელი ჩვენის ძალღონით უნდა ვიბრძოლოთ რევოლუციის შეზღუდვისაკენ მიმართული ყოველგვარი ცდის წინააღმდეგ. ჩვენი საქმეა, პირიქით, რევოლუციონერულ მოძრაობის გაშლა და გაღრმავება სოციალურ რევოლუციის მიჯნამდე. ჩვენი მოღვაწეობის გეზიც აქეთკენ უნდა მივმართოთ. ჩვენ პროპაგანდას და აგიტაციას მხოლოდ ეს მიზანი უნდა ასულდგმულებდეს. ხალხისადმი ჩვენი სიტყვა უნდა იყოს: ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“[23]. ცნობილ ანარქო-კომუნისტის ნ. როგდაევის (1880-1932) მოგონებებში ვკითხულობთ, რომ კომანდო გოგელიამ აქტიური როლი ითამშა რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მსვლელობაში: „რუსეთის რევოლუციის წინა ხანებში საფრანგეთსა და შვეიცარიაში მცხოვრებ რუსი ახალგაზრდა რევოლუციონერებისთვის, ამხ. გოგელია იყო მეტად პოპულარული მასწავლებელი, რომელიც მოუწოდებდა მათ სოციალური რევოლუციისკენ“[24]. რუსეთის პირველი სახალხო რევოლუცია —1905 წლის იანვრიდან 1907 წლის ივნისამდე მიმდინარეობდა რუსეთში მასობრივ გამოსვლებს ბიძგი გახდა სისხლიანი კვირა—1905 იანვრის მოვლენები, როდესაც მეფის არმიამ სანქტ-პეტერბურგის მუშათა მშვიდობიანი დემონსტრაცია დახვრიტა.

1905 წლის რუსეთის რევოლუციის მსვლელობისას პირველი დიდი წარმატება ანარქისტებისა, მეფის რუსეთის მთავრობის დათმობები იყო. მუშათა დემონსტრაციებმა შედეგი გამოიღეს და ოქტომბრის მანიფესტით მოსახლეობამ ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებები: სიტყვის, პრესის, აზრის, დემონსტრაციების, თავისუფალი შეკრებისა და პროფესიული კავშირების შექმნის თავისუფლება მიიღო. მეფის მთავრობის მიერ ამ დიდ კომპრომისებზე წასვლა იმპერიალისტური ხელისუფლების კრიზისს ადასტურებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლებას უკვე აღარ შეეძლო ქვეყნის ავტოკრატიულ საფუძვლებზე მართვა, რომ მუშათა ბრძოლა თავისუფლებისთვის კიდევ უფრო მასიურ ხასიათს მიიღებდა სამომავლოდ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ,,ამ სულისკვეთებით იყო განმსჭვალული ქართველ რევოლუციონერ გ. გოგელიასა და ანარქიზმის ერთ-ერთი მამამთავრის კროპოტკინის წერილები ,,ხლებ ი ვოლიას’’ უკანასკნელ ნომრებში”[25].

1905 წელს ჟენევაში კომანდო გოგოელიამ გამოსცა წიგნი ,,რევოლუცია და რევოლუციური მთავრობა“, რომელშიც მან დაასაბუთა ,,ცენტრალური რევოლუციური ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ანტიჰუმანური არსი. ,,ყველა ერებმა ხრამში გადაჩეხვის შიშით, უნდა გამოიცნონ, ეს ამოცანა, უნდა გამოიცნოს რუსეთში რევოლუციონური ხელისუფლებიანი იქნება იგი თუ უამისო სულ ერთია, რადგან მხოლოდ ამ ამოცანის ახსნაში მდოგომარეობს ნამდვილი თანასწორობა და მშვიდობიანობა. ბრწყინვალე ფიცი, სადაც მხოლოდ სფინქსის გამოცანის შემდეგ მიისვლება არის თავისუფლება, ხოლო მისკენ მიმავალი გზა სოციალური რევოლუციაა“. კ. გოგელიას ღრმა რწმენით მუშათა მასა იყო ის ძალა, რომელიც გამარჯვებას მოუხვეჭდა დაბალ კლასებს, მტკიცე და უძრავ ნიადაგზე ააშენებდა მომავალი თავისუფლების ტაძარს. 1905 წლის ოქტომბერში კომანდო გოგელიამ რუსეთში გადაწყვიტა დაბრუნება, რათა ,,ხლებ ი ვოლიას“ იდეოლოგიური ხაზის გამგრძელებელი პირველი სახალხო რევოლუციური იდეოლოგიის მქონე მასიური გაზეთი გამოეშვა და რაც მთავარია ყოველგვარი ცენზურის გარეშე. 1905 წლის ნოემბერში ,, ხლებ ი ვოლიას’’ ბოლო 22-ე ნომრის გამოსვლის შემდეგ ის რუსეთისკენ გაემართა, თუმცა, ბათუმის პორტში მას სამწუხარო ამბავი შეატყობინეს. კერძოდ, მშრომელთა მასების რევოლუციური გამოსვლის ჩახშობა მეფის ხელისუფლებას მიერ. გაზეთის გამოსვალა სამწუხაროდ გადაიდო.

V თავი. გ. გოგელიას საქართველოში მოღვაწეობა 1905-1907წწ.

1905-1907 წლებში, რევოლუციის პერიოდში გოგელია საქართელოში მოღვაწეობს, თავდაპირველად ის ბათუმსა და სოხუმში ცხოვრობს სხვა სახელით. 1905 წელს კ. გოგელია თბილისში ჩამოდის და აქტიურ მონაწილეობას იღებს ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მუშაობს ქართული ანარქიზმის აღორძინებისთვის და ანარქო-კომუნისტურ პროპაგანდასაც ეწევა: „იკრებს რა თავის გარშემო ქართველ ახალგაზრდობას, ამხ. გოგელია დიდ დახმარებას უწევს მათ შემთანხმებლობის, ოპორტუნიზმისა და შოვინიზმის მავნებელი ხავსისაგან განთავისუფლების საქმეში“[26].

საინტერესოა ის ფაქტი, რომ პირველი ანარქისტული მოძრაობა საქართველოში ქუთაისში აღმოცენდა, მას შემდეგ, რაც ევროპიდან კომანდო გოგელიას უმცროსი ძმა, შალვა დაბრუნდა. „შალვა გოგელია ძმის მსგავსად აქტიურად იყო ჩართული ანარქისტულ წრეებში და ანარქო კომუნისტურ პროპაგანდასაც ეწეოდა“. პროფ. დიმიტრი შველიძის სიტყვით შალვა გოგელია კომანდოსგან განსხვავებით, გადამეტებულად ფიცხი და თავშეკავებული მაქსიმალისტი იყო. შალვას ეს თვისება მისი წერის მანერითა და პუბლიცისტური სტილითაც კარგად ჩანდა. მართლაც, 1906 წელს გამოსულ შალვა გოგელიას მომცრო ბროშურაში ,,ჩვენი მტრები და მეგობრები’’ ის ცეცხლით, მახვილით, ქაოსითა და ნგრევით მოუწოდებდა მშრომელ ხალხს თავიანთი უფლებების დაცვისთვის. შ.გოგელია ახალგაზრდა ანარქისტებს სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და მუშათა უტოპიური საზოგადოების შექმნისაკენ მოუწოდებდა. ბროშურაში ის მკაცრად აკრიტიკებდა იმდროინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას, ადამიანთა ჩაგვრას: ,,ვინ არიან ჩვენი მტრები?…ის ვის ბატონობის, მეუფეობის მიუხედავად სიკეთე და ბოროტება დედამიწაზე განაგრძობს მორიგეობას … საზოგადოებრივ ძალათა მფლანგველი – სახელმწიფო“[27], ამბობდა შალვა გოგელია.

კომანდო გოგელიას შვეიცარიიდან ჩამოსვლის შემდეგ ანარქისტთა ინტელექტუალური ცენტრი უკვე თბილისი ხდება კ. გოგელია თვლიდა, რომ: ,,თუ ქუთაისი იყო ,,კავკასიაში’’ ანარქისტთა ჯგუფის ინტელექტუალური ცენტრი და ,,თავშესაფარი’’, თბილისი წარმოადგენდა ,,ანარქიზმის თავისებურ თეორეტიკულ, ინტელექტუალურ, ცენტრს ,,კავკასიაში’’[28].

ქართველი რევოლუციონერის აქტიურმა ანარქისტულმა მოღვაწეობამ საქართველოში თავისი შედეგი გამოიღო და 1906 წლის თებერვალ-მარტში ანარქო-კომუნისტური, ლიბერტარიანული, ჯგუფი ,,ინტერნაციონალი“ შეიქმნა, რომელსაც მალე შალვა გოგელია და მიხაკო წერეთელიც შეურთდნენ. ,,ინტერნაციონალში“ შემავალი ქართველი ანაქისტების მთავარი მიზანი პროლეტარიატის განათლება და მათი საყოველთაო რევოლუციური მოძრაობისთვის მომზადება იყო. აღსანიშნავია, რომ ანარქისტთა გაერთიანებაში ძირითადი მასას რკინიგზის მუშები წარმოადგენდენ. კ. გოგელიას აქტიური, დაუღალავი მუშაობის შედეგად საქართველოში რევოლუციის წლებში ზედიზედ გამოვიდა რამდენიმე ანარქისტული გაზეთი: ,,ნობათი’’, ,,მუშა’’, ,,ხმა’’, ,,ქარიშხალი’’, ,,ცის ნამი’’, ,,სხივი“. სამწუხაროდ, ზოგიერთი ანარქისტული გაზეთი მალევე დაიხურა.

1906 წლის 25 მარტს გიორგი და შალვა გოგელიების რედაქტორობით გამოსულ ,,ნობათის’’ პირველივე ნომერში გ. გოგელია 1871 წელს, საფრანგეთში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებს ეხება. 1871 წელს პარიზში აჯანყებულ მშრომელთა მიერ რევოლუციური მთავრობის ადგილობრივი სამმართველო ორგანო, „პარიზის კომუნა“ შეიქმნა: კომუნის შემადგენლობაში ძირითადად რევოლუციურად განწყობილი პატრიოტები, მუშები და ხელოსნები დომინირებდნენ“[29]. ,,პარიზის კომუნა წარმოადგენდა პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების პირველ ცდას, რევლოუციის გზით მშრომელთა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობას“[30]. ,,ნობათის“ პირველ ნომერში ,,კ. ორიანის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში, გ. გოგელია დიდ გულის ტკივილს გამოხატავს მუშათა თავისუფლებისთვის მებრძოლ ფრანგ რევოლუციონერ, ჟურნალისტ დელეკლიუზის და ეჟენ ვარლენის აღსასრულის გამო: ,,აღარ არსებობს მონმარტრი, დელეკლიუზი, ფობურგ სენტ-ანტუანი, მუფტარი. პარიზო ჩემის იმედების აკვანო, შემომფიცე, თუ კიდევ არსებობ, რომ აღზრდი შენს შვილებს ჩვენის მტარვალების მომაკვდინებელ ზიზღსა და სიძულვილს ინტერნაციონალის შემდეგ“[31]. გ. გოგელია საფრანგეთის ისტორიისადმი მიძღვნილ წერილში მხარს უჭერს კომუნარებსა და ,,ამათრახებს’’ ადოლფ ტიერს (1797-1877). გაზეთის შემდგომ ნომრებში კ. გოგელია უკვე მუშათა მოძრაობის ისტორიაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ,,ნობათთან“ ანარქისტული მოძრაობის აღიარებული ავტორიტეტეტები: ვ. ჩერქეზიშვილი და მ. წერეთელიც თანამშრომლობდნენ. (მ. წერეთელი აქვეყნებდა ,,Baton“-ის ფსევდონიმით.). გაზეთის თითოეულ ნომერს ამშვენებდა შ. რუსთაველის გენიალური ხატოვანი გამონათქვამი: ,,დღისით და ღამით მოყმენი, ნობათსა არ დასცდებიან“. იმპერიალისტური ცენზურის გამო ,,ნობათი’’ მალევე, 1906 წლის ივლისში დაიხურა. სულ გამოვიდა 14 ნომერი. რაც შეეხება გაზეთ ,,ხმას’’ ის ნელნელა გაქრა მიმოსვლიდან და სახსრების უქონლობის გამო, 1906 წლის 9 მაისს დაიხურა. ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა გაზეთი ,,მუშა“, რომელიც ლეგალურად იბეჭდებოდა გიორგი და შალვა გოგელიების რედაქტორობით ,,ცარიზმის“ ხანაში. გაზეთი გამოდიოდა ლოზუნგით, ,,მუშა კლასის განთავისუფლება თვით-მუშის საქმეა’’. აღსანიშნავია, რომ ,,მუშის“ თანამშრომლები აგრძელებდნენ ,,ხლებ ი ვოლიას’’ იდეოლოგიურ ანაქო-კომუნისტურ ხაზს და ღიად წერდნენ ყველაფერს თავიანთი იდეების, მრწამსის შესახებ. კ. გოგელია გაზეთ ,,მუშის“ გვერდებზე პროპაგანდას უწევდა რევოლუციური პროფკავშირების ,,სინდიკატების“ შექმნას და მკაცრად აკრიტიკებდა მარქსის თეორიებს. მისი ღრმა რწმენით: ,,მარქსისტები უყურადღებოდ სტოვებდნენ ეროვნულ საკითხს და ამით ამახინჯებდნენ ჭეშმარიტი სოციალიზმის არსს. გერმანულ-რუსული და მათი მიმდევარი ქართველი მარქსისტების მიერ გაგებულ ცენტრალისტურ სოციალიზმს, კ. გოგელია უპირისპირებდ დასავლეთ ევროპული ტიპის თავისუფალ სოციალიზმს, დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ-ევროსოციალიზმს, რომელიც სულ არ თხოულობდა ,,ეთნიურ ჯგუფთა შეხუთვას, ძალით მათს შეერთებას“[32]. ქართველი რევოლუციონერის საქართველოში ყოფნიასა გამოვიდა რამდენიმე ბროშურაც ,,კ. ილიაშვილისა“ და ,,კ. ორგეიანის“ ფსევდონიმებით. მათ შორის იყო: „ჩიკაგოელი ანარქისტების მოგონება“, „რევოლუცია და რევოლუციური მთავრობა’’, ,,ანარქიზმი და პოლიტიკური ბრძოლა’’, ,,ანარქიზმის პრინციპები’’, ,,კრიტიკა სოციალ-დემოკრატიისა’’, ,,მუშათა კავშირები და მათი მნიშვნელობა, სინდიკალიზმი’’(1906წ.). ეს უკანასკნელი არსებითად სოციალ-დემოკრატიის კრიტიკაა. ბროშურაში გოგელია სოციალ-დემოკრატებსა და ანარქიზმს შორის განსხვავებებზე საუბრობს მისი თქმით: ,,დღევანდელი ჩვენი პარტიები მხოლოდ სახელით არიან მუშათა პარტიები ნამდვიად კი მათ ინტელიგენცია შეადგენს, ინტელიგენცია განაგებს… საჭიროა ეს დიქტატურა ჩამოერთვას ინტელიგენციას და მუშათა ორგანიზაციები დამყარებულ იქმნან თვით მუშათა თვითმოქმედებაზე. სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა ყოველთვის მობილიზებულია ეკონომიკურ-პოლიტიკური სადავეების ხელში ჩასაგდებად… მათთვის მუშა მეორე ხარისხოვანია …სოციალ დემოკრატიის მიზანი პოლიტიკურია და არა ფართო სოციალური …მუშა და მასა ჩვენთვის არც იარაღია, რომელიც ჩვენ უნდა ვიხმაროთ, არც საარბაზნე ხორცი“, ქართველი რევოლუციონერი აღნიშნავს, რომ მთავრი მიზანი ანრქიზმისა არის, ის რომ ორიენტაცია მიმართულ იქნას მუშათა კლასისკენ, რომელიც დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური ორგანიზაცისებისგან, არ მოექცევა მუშათა მარწუხების ქვეშ’’[33].

აქვე საინტერესოა, ის თუ რას ფიქრობდა სოციალ-დემოკრატების აღიარებული თავკაცი ნ. ჟორდანია ანარქისტულ იდეოლოგიაზე. ნ. ჟორდანიას ნაათარგმნ ბროშურაში ,,ანარქიზმი და მუშათა კლასი“, რომელიც 1906 წელს არის გამოსული და ემთხვევა კ. გოგელიას საქართველოში მოღვაწეობას ვკითხულობთ: ,,-ანარქსიტები- მოწინავე რაზმია პროლეტარიატის! ისინი ყველაზე უფრო სწორი ყველაზე უფრო თავდადებული მოწინავე მებრძოლნი არიან კაცობრიობის თავისუფლების და ბედნიერებისთვის! ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიათა შორის მხოლოდ ისინი-ანარქისტებია ჭეშმარიტი რევოლუციონერები. სოციალ-დემოკრატია კი ნამდვილად ქადაგებს არა თავისუფლებას, არამდედ ყველაზე უფრო საშიშარ მონობას, ისეთ მონობას, რომელიც ჯერ ქვეყნიერებამ არ იცის“[34], ირონიულად აღნიშნავს ავტორი. „ანარქისტებიც ისე, როგორც სოციალ-დემოკრატები, მოითხოვენ ერთი ადამიანის მეორე ადამიანზე ბატონობობის მოსპობას; ისინიც ილტვიან მოსპონ კლასებად დაყოფა, იმათაც (თუმცა ყველას არა) უნდათ საწარმოვო საშვალებათა დასახმარ ნივთებზე კერძო საკუთრების მოსპობა ისინი ქადაგებენ კომუნიზმს … მარა ამასთან მათ არ უნდათ შექმნან საზოგადოებაში ფართო ცენრალისტური ორგანიზაცია, შრომისა … მასში ელანდაბათ ანარქისტებს ბატონობა ძალდატანება და პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა … და რამდენიც არ უნდა იყვირონ, ანარქისტებმა თავიანთ კომუნიზმზე, რამდენიც არ უნდა აქონ და ადიდონ ხმამაღლა რევოლუცია-ისინი მაინც მუშათა კლასის მტრებია, ვინაიდან როცა ისინი ურჩევენ მას თავი დაიჭიროს პოლიტიკისგან, ამით ისინი ქადაგებენ პოლიტიკურ მონობას“[35].

გ. გოგელიას თქმით: ,,რუსეთის ს.-დ.-ტია ამ ბოლო დროს დამახინჯებულ ცნობებს იძლევა ამ მოძრაობის შესახებ, რასაც ჩვენი ქართველთ სდ-დ.-ია თუთიყუშივით იმეორებს, რადგანაც მას თავისი საკუთარი საკვლევი ინიციატივა არა აქვს და საზოგადო თავის თავით ფიქრი არ შეუძლია … ს. -დ.-ია თითქმის ყოველ თავის გამოცემულ ბროშურაში ურცხვად სწერს, რომ ერთადერთი შესაძლო ფორმა სოციალიზმისა და სოციალისტური მოძრაობისა მარქსიზმი და ს.-დ. არისო“[36]. აღნიშნული მასალებიდან კარგად ჩანს ის მწვავე დაპირისპირება, რომელიც ქართველ სოციალ-დემოკრატებსა და ანარქისტებს შორის სუფევდა XX საუკუნის დასაწყისსში.

1905-1906 წ. წ. კ. გოგელია აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველთა რევოლუციურ მსვლელობაში იგი იყო: ,,მეგობარი და თანამებრძოლი ქართული ეროვნული მოძრაობის თავკაცებისა განსაკუთრებით ახლოს იდგა იგი ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერებთან … მეტად საინტერესოა კ. გოგელიას წერილები თამარ ფალავანდიშვილისადმი, თუნდაც სოციალ-ფედერალისტთა პარტიის მემარჯვენე ფრთას შორის ატეხილ კამათის, არაერთი მაშინდელი მოღვაწის ურთიერთობის შესახებ. პოლემიკურ მხარეთა წარმომადგენლები საწინააღმდეგო პოზიციებზე იდგნენ, მაგრამ ,,ძმურ სალამს’’ უძღვნიდნენ ერთმანეთს ეროვნულ საქმეში, ერთურთს მხარში ედგნენ. მხოლოდ სოციალ-დემოკრატების მიმართ იყო კ. გოგელია ბოლომდე შეურიგებელი და უკომპრომისო’’[37]. ამ დროს კ. გოგელიას უკვე სერიოზული დაპირისპრება ჰქონდა მარქსისტებთან მათთან ბრძოლის ყველაზე უწყინარი ფორმა ,,ბინძური’’ იდეოლოგირი დებატები იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ კროპოტკინისტები და მისი ქართველი მიმდევრების შეხედულებელი ი. სტალინმა თავის თხზულებაში ,,ანარქიზმი თუ სოციალიზმი“ გააკრიტიკა.

კ. გოგელია მ. წერეთელთან ერთად მონაწილეობას იღებდა 1906 წლის 29 ივნისს გაიხსნილ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის II კონფერენციაზე, ჯერ კიდევ ჟენევაში მიღებული გადაწყვეტილებით კონფერენციის მთავარი მიზანი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის პროგრამის შემუშავება იყო. კონფერნციაზე გრ. რცხილაძის მიერ წარმოდგენილ პირველ პროგრამას ანარქისტებმა დაუპირისპირეს პროგრამის მეორე პროექტი, რომელსაც 28-დან 11-მა ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. აირჩიეს კომისია, რომელსაც ვითომდა ორივე მხარისთვის მისაღები პროგრამა უნდა შეემუშავებინათ და მომდევნო კონფერენციაზე წარმოედგინათ. ანარქისტებმა დეტალურად დაასაბუთეს თავიანთი იდეების პლიუსები, წარმოაჩინეს მისი ღირებულება და ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის პრაქტიკაში განხორციელების აუცილებლობა. „მაგრამ როგორც იტყვიან, Fempora mutantur-დრონი იცვლებიან II პროექტს გამარჯვება არ ეწერა ანარქისტულ იდეალებს სოციალისტ ფედერალისტთა პარტიის ზომიერ-სოციალისტური მიმდინარეობის რეალიზმმა სძლია. პირველი სახალხო რევოლუცია დამარცხდა და ანარქისტულ ფრაზასაც ასეთი გასავალი აღარ ჰქონდა“[38].

1907 წელს III კონფერენციაზე ძველი-ფედერალისტური პროექტი მიიღეს, ანარქისტული პროგრამა კი დაიწუნეს.

საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში კომანდო გოგელია ახალი მიმართულების ანარქო-სინდიკალიზმის პოზიციებზე დადგა და გაემიჯნა თავის ყოფილ თანამოაზრე ანარქისტ კომუნისტებს. სინდიკალიზმს საფუძველი XIX ს-ის 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და XX ს-ის დამდეგს სრულყოფილი საბოოლოო სახე მიიღო. გ. გოგელიას თქმით: ,,სინდიკალიზმი სინდიკალურ მოძრაობის მომხრე, ფართო შინაარსით, კი მუშათა რწმენის გამაღვივებელი მიმდინარეობაა … ბრძოლა ბურჟუაზიის წინააღმდეგ, მათი დიქტატურის რბევა, დამხობა-დანგრევა, განადგურება, ინტერნაციონალის სიკვდილის შემდეგ“[39]. ,,ანარქო სინდიკალიზმი გულისხმობდა მუშათა გაერთიანებებს და ორგანიზაციას სინდიკატებში, (პროფკავშირებში) რომელთა მეშვეობითაც მუშათა კლასი მოახდენდა საყოველთაო გაფიცვას. ანარქო- სიდნიკალიზმის თეორეტიკოსები იყვნენ: ფერდინად ჰელუტიე, ემილ პუჟე, ჟორჟ სორელი. ანარქო სინდიკალიზმის ერთ-ერთი ყვველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო რუდოლფ როკერი: ,,პირველი ანარქო-სინდიკალისტური მეთოდების და იდეების ჩამოყალიბება მიეწერება მუშათა საერთაშორისო ასოციაციას იგივე „პირველ ინტერნაციონალს“. „პირველი ინტერნაციონალი“ გაიყო ორ ნაწილად – ანარქისტების ფრთა, რომელსაც მიხაილ ბაკუნინი წარმოადგენდა და სტატისთთა ფრთა, რომელსაც კარლ მაქსი ედგა სათავეში. ანარქისტებმა დიდი გავლენა იქონიეს მუშათა მოძრაობებზე ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში და ლათინურ ამერიკაში, მაშინ, როცა ორთოდოქსმა მარქსისტებმა ჩამოაყალიბეს მუშათა და სოციალ-დემოკრატიული პარტიები მთელი ევროპის მასშტაბით. ზოგიერთმა მარქსისტმა, მაგალითად ანტონ პანეკოეკმა, ანარქო-სინდიკალიზმთან ახლოს მდგარი იდეებიც წამოაყენა, საბჭოების კომუნის შესახებ. სინდიკალიზმი უარყოფდა სოციალისტური, სოციალ-დემოკრატიული და ზოგადად ყველა პოლიტიკური პარტიის როლს ასევე, პარლამენტარიზმს“[40].

გროსმან როსის მოგონებაში ვკითხულობთ: ,,დაახლოებით 1905-1907 წლებში ფრანგულმა სინდიკალიზმმა ეჭვგარეშედ გამოხატა რევოლუციური ტენდენცია მომუშავე მასებისა. ფრანგული სინდიკალიზმი ებრძოდა პარლამენტის კრეტინიზმს და რეფორმიზმის დეგენერატ რეგენტებს … მუშათა კლასის დასახლებები პარიზში მუდმივი მღელვარების მდგომარეობაში იყვნენ. სინდიკატიზმმა სცადა ორგანიზებული სახე მიეცა ამ მასობრივი მოძრაობისთვის. ბურჟუაზია ცახცახებდა მუდმივი მოლოდინით გარდაუვალი სოციალური რევოლუციისა. ნიჭიერმა ინტელექტუალმა და მოგზაურმა ჯორჯ სორელიმ სცადა გაეერთიანებინა მარქსიზმი ბერგსონის და ნიცშეს დოქტრინებთან … ამხ. გოგელიასთვის დამახასიათებელი იყო მისი სკეპტიკური დამოკიდებულება სორელის მიმართ და „ღია უნდობლობა“ ჰარვეს მიმართ. მაგრამ მალე, ფრანგი სინდიკალისტების რევოლუციური მგზნებარება ჩაცხრა, როგორც კი მან შეამჩნია რევოლუციური სინდიკალიზმის დეგრადირება ნეო-რეფორმიზმად, გოგელიამ შემაშფოთებლად შემოჰკრა განგაშის ზარი“[41].

1906 წელს საქართველოში გამოსულ გამოცემულ მომცრო ბროშურაში, „1) მუშათა კავშირები და მათი მნიშვნელობა. 2) სინდიკალიზმი“ გ. გოგელია აღნიშნავს, რომ: „სინდიკატები, კავშირებია ერთი და იგივე ხელობის მუშებისა, რომლებიც პარტიის მიმართულების განურჩევლად კავშირდებიან ერთმანეთს შორის, რადგან მუშები რაც უფრო განვითარებულნი არიან, უფრო გრძნობენ, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც არსებობს მათ და მეპატრონეთა შორის პირველყოვლისა არის ეკონომიური დამოკიდებულება …. დამოკიდებულება წარმოებითი. სინდიკალიზმი, მომავალი საზოგადოების თავისუფლებისა და სოლიდარობის პრინციპზე აგებაა სინდიკალიზმისთვის სახელმწიფო შემაბრკოლებელია, შემბორკავია ადამიანის პირადი თავისუფლებისა … დემოკრატია კაპიტალიზმის მეფობის შესაფერი ფორმაა, ხოლო მაშინ, როცა კაპიტალიზმის მეფობა დაინგრევა, დაინგრევა აგრეთვე თანამედროვე პოლიტიკური ფორმაც საზოგადოების, პარლამენტარიზმი, სახელმწიფო. პოლიტიკა გარეგანი მოვლენაა. იგი ცხოვრების მოწყობილობის შინაარსი კი არ არის არამედ ფორმაა თანამედროვე „ეკონიმიკური მონობისა“[42].

ქართველი რევოლუციონერის სიტყვით, პოლიტიკური პარტიები ვერასდროს აკმაყოფილებდნენ მუშათა კლასს: ,,მუშათა კლასი, მაინც იძულებული გახდება შექმნას კლასიკური ორგანიზაცია „პროფესიონალური კავშირი“ კ. გოგელიას სიტყვით, პოლიტიკური თავისუფლება სრულიად ფიქტიურია, როცა მას ეკონომიკური თავისუფლება არ აქვს თანდაყოლილი მუშებმა თვითონ უნდა შექმნან ბრძოლის საშვალებანი და გაიკვლიონ ნამდვილი, მიზანშეფერებული გზა სრული თავისუფლებისკენ. უპირველსი საშუალება ამ ბრძოლისა, რასაკვირველია საერთო გაფიცვაა“[43].

ანარქისტული მოძრაობის მომხრეებად გ. გოგელია ასახელებს ესპანეთს, იტალიას, აშშს, ინგლისს და აღნიშნავს, რომ აქ ტრედ-უნიონიზმი, სინდიკალიზმი, სოციალ-დემოკრატიაზე ძლიერიაო. ის უარყოფს იმ მოსაზრებას, რომელსაც სოციალ-დემოკრატია თავის ბროშურებში მუდმივად იმეორებდა, კერძოდ, იმას, რომ ერთადერთი შესაძლო ფორმა სოციალიზმისა და სოციალისტური მოძრაობისა მარქსიზმი და სოციალ-დემოკრატია იყო .

კ. გოგლელიას თქმით: ,,მონები და უსუსურნი არ ქმნიან ახალ ცხოვრებას, თავისუფლებას. სანამ პროლეტარიატი პოლიტიკურ პარტიებში ირევა და იქსაქსვის, ის მინამ უსუსური იქნება. ძალას თავისუფლების განსახორციელებელს, ენერგიასა და სიმწიფეს ნამდვილ კლასობრივ, თვით-მოქმედებაზე დამყარებულ მოქმედებისას და აგრეთვე პოლიტიკურ სიმწიფეს საზოგადოებრივ ცხოვრების ახალ ფორმების შესაქმენლად ის მხოლოდ მაშინ შეიძენს, როცა სხვისი ვექილობიდან გამოვა და დაარსებს თავის, საკუთარ მუშათა პარტიას, ერთსა და განუყოფელს, როგორც ერთი და განუყოფელია მთელი პროლეტარიატის ინტერესი და მისწრაფება. არა, არ არის საჭირო პროლეტარიატისთვის სხვა და სხვა პარტიებში ქსაქსვა, ის, როგორც კლასი წარმოადგენს ბუნებრივად პარტიას, ეს კლასი უნდა იქნას ორგანოში მოყვა-ნილი. მან არ უნდა სდიოს ამა და იმ პარტიებს, ის უნდა ჩამოშორდეს ყველას და თავისი პარტია უნდა დააარსოს და მაშინ პოლიტიკანები და არა მკითხე დიქტატორები, რომლებიც დღეს მისი ბატონები არიან, მისი მსახურნი იქნებიან. პროლეტარიატმა არც ერთი პოლიტიკური პარტია ბატონად, გამგედ, ვექილად, არ უნდა გაიხადოს. ის უნდა გახდეს დამოუკიდებელი, გაბედულად კლასობრივად მომქმედი პარტია და მაშინ თვით პოლიტიკანები და არა მკითხე დიქტატორები, ეს უარმიოდ დარჩენილი გენერლები, პროლეტარიატის გამგის მაგიერ მის მსახურად გადაიქცევიან“[44]. ბროშურა ,,ორგეიანის“ შესანიშნავი მოწოდებით მთავრდება, ის ქართველ რევოლუციური სულისკვეთებით განმსჭვალულ ხალხს მოუწოდებს თავისუფლებისკენ სწრაფვას. „ქართველებს, თუ გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავალი თავისუფალ საზოგადოების აშენების საქმეში, ეხლავე უნდა დავიწყოთ მონაწილეობის მიღება იმ დიად საერთოშორისო სარევოლუციო სოციალისტურ მოაძრაობაში. ეკონომიკური და პოლიტიკური სრული თავისუფლება სადღესასწაულო საჩუქარი კი არ არის, და არ უნდა ველოდეთ-მოგვიტანენ და კალათაში ჩაგვიდებენო, არამედ ბრძოლით ძალით იარაღით ხელში და სისხლის ღვრით მოიპოვება ეს უძვირფასესი განძი“[45].

გ. გოგელიას მოღვაწეობაში უდიდესი ადგილი ეკავა ეროვნულ საკითხს ის ყოველგვარი საშვალებებით ცდილობდა დაეხსნა ქართველი ხალხი იმპერიალისტური ,,მარწუხებისგან“. მაგრამ, აქვე აღსანიშნავია, ისიც, რომ გ.გოგელია ეროვნულ საკითხს განსხვავებული კუთხითაც უყურებდა: „ევროპელი და რუსი ანარქისტებისგან განსხვავებით ქართველი ანარქისტების საქმიანობა უფრო ეროვნული იყო. თუმცა, ვარლამ ჩერქეზიშვილისა და მიხაკო წერეთლისგან განსხვავებით ქართველი ანარქისტების ერთი ჯგუფი კოსმოპოლიტიზმის პოზიციაზე იდგა. შალვა და კომანდო გოგელიების ღრმა რწმენით, სახელმწიფოს ლიკვიდაცია თავისთავად მოხსნიდა ეროვნულ საკითხს“[46].

1905-1907 წლების განმათავისუფლებელ მოძრაობაში ქართველი ანარქისტი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ავანგარდში აღმოჩნდა. მაგრამ, ნიკოლოზ II-ის გამოცემული 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტით მიღებული დათმობები, რა თქმა უნდა, ვერ ეწყობოდა ცარიზმის დიქტატორულ ზრახვებს. რევოლუცია მარცხით დამთავრდა და რექციამაც არ დააყოვნა ქართველი ანარქისტები კვლავ დევნილობაში აღმოჩნდნენ. პირველი რევოლუციის დამარცხების შემდეგ ქართული ანარქიზმის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გ. გოგელია სამოღვაწოდ კვლავ დასავლეთ ევროპაში გაემგზავრა. გოსმან როსის მოგონებებში ვკითხულობთ: ,,ამხ. კომანდო ისევ საზღვარგართ ეძებს თავშესაფარს. ამ პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობს ხან შვეიცარიაში, ხან პარიზში უფრო ხშირად კი უკანასკნელში. არც ,,მოხუცებს’’ ( პ. კროპოტკინი და ვ. ჩერქეზიშვილი ) ივიწყებს და დრო გამოშვებით ესტუმრება მათ ინგლისში. მისი ცხოვრება, როგორც პოლიტიკური დაუღალავი ემიგრანტის დაუღალავ რევოლუციონურ მუშაობაში გამოიხატება“[47].

VIთავი. გ.გოგელია ემიგრაციაში 1907-1921 წწ.



1907 წლის იანვარში კ. გოგელია კროპოტკინთან ერთად იმყოფებოდა პარიზში, სადაც ის მონაწილეობას იღებდა ემიგრანტ ანარქისტთა ორგანიზებულ კონფერენციაში. აღნიშნულ შეკრებაზე ანარქისტები განიხილავდნენ სამომომავლი ამოცანებსა და სამოქმედო გეგმებს. მათი მიზანი იყო ანარქისტულიფონდისშექმნა, წითელიჯვრის დაარსება, თანხების შეძენა კონტრაბანდის მოსაწყობად დალიტერატურისგასავრცელებლად, .რა თქმა უნდა, ქართველი რევოლუციონერიც აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ კონფერენციაში და მკვეთრად აფიქსირებდა საკუთარ ანარქისტულ-ფილოსოფიურ ხედვებსა და თეორიებს. 1908 წელს გ. გოგელიამ მონაწიელობა მიიღო ჟენევაში გამართულ რუს ანარქო-კომუნისტთა გამაერთიანებელ კონფერენციაში და თავისი წვლილი შეიტანა ჯურნალ ,,ბურევესტნიკის’’ დაარსებაში. ის ამ ორგანოს რედაქციის შემადგენლობაშიც შევიდა.

1908-1909 კ. გოგელიას და ე. კოვალსკაიას ორგანიზებით პარიზში პოლიტიკური კლუბი. ანარქისტებისა და მათთან დაახლოებულ მაქსიმალისტ -მემარცხენე და მემარჯვენე სოციალისტ რევოლუციონერებსგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეიმქნა. კლუბში ყოველთვის თავისუფლად იყო შესაძლებელი ფრანგი მუშებისთვის განეხილათ ფუნდამენტური საკითხები, ანარქიზმისა.

1908 წ. გ. გოგელიას ემიგრაციაში ყოფნისას თბილისში მისი ნამუშევართა ნაკრები, ,,კრიტიკა სოციალ-დემოკრატიიისა” გამოვიდა, რომელშიც კ. ორგეიანის ერთ-ერთი ორიგინალური ნაწარმოები „საფრანგეთის სოციალ-დემოკრატიის კრიტიკა“ შევიდა. გამომცემლის შენიშვნებში ვკითხულობთ, რომ საფრანგეთის ს.დ. კრიტიკა იბეჭდებოდა ყოფილ გაზეთ ,,ცნობის ფურცელში’’ და მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმოადგენდა მხოლოდ ს.დ. საერთო კრიტიკის ნაწილს, მაინც ხელმოერედ შესწორებული და გადათვარიელებული შესულა ამ წიგნში. აღნიშნულ ნაშრომში, კ. გოგელია საფრანგეთისა და გერმანიის სოციალ- დემოკრატიას განიხილავს და თითოეულ მის მოსაზრებას ისტორიული ფაქტებით ამყარებს. ეწინააღმდეგება სოციალ-დემოკრატიის პარტიულ პროგრამასა და ტაქტიკას ასევე, პარლამენტარიზმის არსს. გ. გოგეელიას თქმით: ,,პროგრამიდან უნდა გამოდიოდეს ტაქტიკა … ტაქტიკა უნდა ემორჩილებოდეს მსოფმხედველობას …. მსომფხედველობა ხსნის და განაგებს ტაქტიკას და არა ტაქტიკა მსოფმხედველობას … მსოფმხედველობა მარქსისტებისა მუდმივად სახელმწიფოებრივი ლეგალური და პარლამენტარული იყო … ლიბერალობის მქადაგებელი პოლიტიკური პარტიები, არ აძლევენდნენ ხალხს არც პურსა და არც თავისუფლებას, – ხალხის ამ ორ უცვლელ და მუდმივ მოთხოვნილებას, ხალხის ტრფიალის და მისწრაფების ამ უცვლელ საგანს… სოციალ-დემოკრატია ,,პარლამენტურ ტალახში ჩაეფლო’’ და დაივიწყა სარევოლუციო ბრძოლა“[48]. ქართველი რევოლუციონერი აღნიშნავს, რომ ყველა ცნობილი სოციალ-დემოკრატი: ვან კოლი-ჰოლანდიის სოციალ- დემოკრატიიული პარტიის მეთაური, პოლ გედი- ფრანგი მარქსისტების მეთაური, ანდრეი კოსტა-იტალიიელ სოციალ-დემოკრატთა ლიდერი და პ. იგლეზიასი-ლიდერი ესპანეთს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობისა, ანარქისტი გახლდათ.

კ. გოგელია მარქსიზმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო ქართველი რევოლუციონერი აღნიშნავდა, რომ პროლეტარიატის განვითარებისთვის მარქსისტებს თავიანთ თეორიაში ახალი არაფერი არ ჰქონდათ შეტანილი:
„თუმცა ახლი რამ კი ჰქონდათ. მარქსიზმი ფრანგი პროლეტარიატეტისთვის სულ ახალი რამ იყო, მაგრამ მარქსისტები, ეს ოსტატი დიპლომატები- გრძნობდნენ, რომ მათ საქონელს ჯერჯერობით გასავალი არ ექნებოდა. ამისთვის ის, რაც მათი იყო-მარქსიზმი-ჯიბეში ჩაიდეს და რევოლიუციონერ სოციალიზმის, პროლეტარიატის დროშა ააფრიალეს. პროლეტარიატი სახელმწიფოს წინააღმდეგი იყო-მათაც სახელმწიფოს წინააღმდეგობა დაიწყეს; პროლეტარიატი ბურჟუაზიულ დემოკრატიას მტრულის თვალით უყურებდა და უკიდურეს კლასობრივი ბრძოლის ნიადაგზე იდგა, მათაც ნამდვილ კლასობრივ ტერმინოლოგიას და ფრაზეოლოგიას მიმართეს; პროლეტარიატი უარჰყოფდა აგრეთვე ბურჟუაზიულ დემოკრატიის მცნებათ, მცნებას-საერთო ამომრჩევლობისას, მათაც ამ საერთო ამომრჩევლობის სასტიკ კრიტიკას მიჰყვეს ხელი და ყველა ამით ნდობა, დიდი ნდობა დაიმსახურეს“[49]. გ. გოგელიას თქმით: „მარქსიზმი ახალი გონებრივი მოძრაობა არ არის არც მეცნიერებაში არც ფილოსოფიაში ის რელიგიოზური სექტაა. ხალხის წამებით და ჭორებით ბრძოლა ისე ახასიათებს მას, როგორც ,,ჟეზუს კომპანია (Compagine de jesus)”[50]. აქავე აღსანიშნავია, რომ ქართველი ანარქისტები-გაზეთ ,,ნობათის“ ჯგუფი სტალინმა ,,კობას“ ფსევდონიმით თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტატიაში ,,ანარქიზმი თუ სოციალიზმი“გააკრიტიკა (სტატია პირველად 1906 წლის 11 დეკემბერს გაზ. ,,ახალი ცხოვრებაში“ გამოქვეყნდა.) სტალინმა ანარქისტთა მეტაფიზიკურ მსჯელობას დიალექტიკური მატერიალიზმი დაუპირისპირა. ის სტატიაში, ამავდროულად, საუბრობდა იმ ძირეულ განსხვავებებზე, რომელიც ანარქიზმსა და მარქსიზმს შორის არსებობდა: ,,ანარქიზმის ქვაკუთხედი პიროვნებაა რომლის უფლება, მისი აზრით უმთავრესი პირობაა მასის უფლებისა, ე.ი. ანარხიზმის აზრით მასის განვითარება შეუძლებალი იქამდე, სანამ პიროვნება არ განთავისუფლდება, რის გამოც მისი ლოზუნგია ,,ყველაფერი პიროვნებისთვის“ მაშინ, როცა მარქსიზმის ქვაკუთხედი მასაა, რომლის განთავისუფლება, მისი აზრით უმთავრესი პირობაა … რის გამოც მისი ლოზუნგია: ,,ყველაფერი მასისთვის“[51].

გ. გოგელია ცდილობდა განეხლებინა ჯურნალ ,,ხლებ ი ვოლიას’’ გამოცემა. ( 1909 წ. ,,ხლებ ი ვოლიას“, მხოლოდ ორმა ნომერმა მოასწრო გამოსვლა.)

1908-1910 წლებში ქართველი რევოლუციონერი თანამშრომლობდა ანარქო- კომუნისტურ ჟურნალ ,,ბურევესტნიკთან“, რომელიც 1906-1910 წ.წ. გამოდიოდა ჟენევაში. კომანდო გოგელიას აღნიშნულ ჟურნალთან თანამშრომლობის შესახებ შეიძლება ითქვას, სევდიანი და ამავდროულად საინტერესო მოგონება აქვს ცნობილ ანარქისტ გროსმან როსს (1883–1934). როსის თქმით: ,,ამხანაგმა გოგელიამ მხოლოდ ისეთი ფიქრები იცოდა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდა თავისუფლებას და ინტელექტუალის ცხოვრებას … იშვიათად თუ ხდება ისე, რომ აბსტრაქტული კითხვები გადაიქცევა ცხოვრებისეულ და პიროვნულ კითხვებად, ისე როგორც მოხდა ამხანაგი გოგელიას შემთხვევაში. ამ ეპიზოდს კარგად უკავშირდება ამბავი, რომელიც მომიყვა ,,ბურევესტნიკ’’-ის რედაქტორმა.

ამხანაგი რაიევსკი გოგელიას პარიზის ქუჩებში შეხვდა, გოგელიაიყომეტად დეპრესიული – ,,ამხანაგო რაიევსკი, წამობრძანდითჩემთანსახლში, თქვენთანმეტადმნიშვნელოვანსაქმეზე მაქვსსალაპარაკო’’.- რაიევსკისდარჩაშთაბეჭდილება, რომ რაღაც კარგად არ იყო და ამხანაგ გოგელიას სახლში წავიდა. გოგელია ძალზედ უხასიათო და განერვიულებული იყო. როგორც იქნამანთქვა: ,,აირაშიასაქმემაქსიმ,ამ ბოლო დროს დიდ დროსვხარჯავსტატისტიკაზე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ პროლეტარიატს თითქმის არსად არ ჰყავს საკმაო უმრავლესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროლეტარიატსმოუწევს კოპწია-ბურჟუაზიისა და ხელოსნების ტვირთის ზიდვა. ამხ. რაიევსკიდაეთანხმა, რომ შეიძლებოდა ასემომხდარიყო დასრულიტაქტისდაცვით ემსჯელა შედეგებზეც, მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც ვერ გრძნობდაიმშიშსა და ვარამს, რომელიცასე აშკარად ჩანდა ამხანაგი გოგელიას სიტყვებში, თითქოს ის ამ პრობლემას საკუთარ პირად გასაჭირად აღიქვავდა – ,,მაგრამესნიშნავს საზარელ შეფერხებას რევოლუციური ტემპისა! ესნიშნავს, რომ მეორედღესჩვენმოგვიწევსიმაზეფიქრი,თუროგორ გარდავქმნათ მდგომარეობა კოპწია-ბურჟუაზიული საზოგადოებისა, რომელიც საგრძნობლად შეზღუდავს რევოლუციასმისმინიმუმამდე!“…ამხანაგიგოგელიაგაჩუმდა ამპრობლემითდამწუხრებული, თუმცა მაინც ჯიუტადმყოფი. ამ საქციელით მან აჩვენა თავისი პირადი შერწყმა, მისი უნარი, რომ ტრაგიკულად აღექვა, ისეთიპრობლემა, როგორიც რევოლუციის ტემპია“[52].

1912-1914 წლებში გ. გოგელია თანამშრომლობდა ანარქო-კომუნისტურ ჯურნალ ,,რაბოჩი მირთან“ (ჟურ. 1912-1914 წლებში გამოდიოდა შვეიცარიაში ქ.ციურიხში.) 1912-1914 წ.წ. ჯურნალ „გოლოს ტრუდასთან“. ანარქო-კომუნისტურ და ანარქო-სინდიკალისტურ ჟურნალებში ,,გოლას რაბოჩევას’’ სახელის კვალი არა არის შემორჩენილი, მაგრამ შემდგომ სტატიაში გროსმან როსსი ახსენებს, რომ ეს იყო ამერიკული ჟურნალი, ამიტომ უდაოა, რომ ის გულისხმობდა „გოლოს ტრუდას“, რომელიც 1911-1917 წლებში შტატებში გამოდიოდა, როგორც ამერიკასა და კანადაში მოღვაწე რუს ანარქო-სინდიკალისტ მუშათა გაერთიანება. რედაქტორები აღნიშნული ჟურნალისა იყვნენ ანარქო სინდიკალისტები ბილ შატოვი (1887 – 1943) და მაქსიმ რაიევსკი.

გ. გოგელიას პარიზში ცხოვრების დროს ბროშურის სახით გამოვიდა მისი შესანიშნავი ნაშრომი: ,,როგორ და რისგან განვითარდა რევოლუციური სინდიკალიზმი?“ (1909წ.) წიგნს კროპოტკინის წინა სიტყვობა უძღვოდა. 1912 წელს კი დაიბეჭდა ასევე შესანიშნავი ნაშრომი ორგეიანისა, ,,ინტელიგენციის შესახებ“.

1914 წლის დასაწყისში გ. გოგელიამ ლონდონში შესანიშნავი ლექციები უძღვნა ბრიტანულ ანარქიზმის განვითარების ისტორიას. ის კვლავ აქტიურად აგრძელებდა თავის ანარქისტულ მოღვაწეობას, თუმცა, როგორც ჩანს, ამ პერიოდში გ. გოგელია უკვე დაავადებული იყო დაუნდობელი, უკურნებელი, სენით-ტუბერკულიოზით, რამაც უზარმაზარი სულიერი დარტყმა მიაყენა მას. 1915 წელს ის თანამშრომლობდა ,,რაბოჩი ზნამიასთან“, (ანარქო- კომუნისტური ჟურნალი. გამოდიოდა 1915-1917 წლებში) სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატია გამოაქვეყნა. წერლები იმ დროისთვის აქტუალური ისტორიული მოვლენის, პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ იყო მიმართული.

სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ გ. გოგელიას კროპოტკინის ტაქტიკისგან სრული გამოყოფა იმპერიალისტური ომის დროს მოხდა. ანარქისტების უმრავლესობა იმპერიალისტების ბანაკში გადავიდა ამ მოძრაობას კი სათავეში კ. გოგელიას უახლოესი მეგობარი და მასწავლებელი პ. კროპოტკინი ჩაუდგა: ,,გოგელიას სამართლიანად უწოდებდნენ კროპოტკინის მარჯვენა ხელს. მართლაც თეორიაში ის სავსებით იზიარებდა კროპოტკინიზმს, მაგრამ კროპოტკინი იყო უფრო კაბინეტის რევოლუციონერი და პრაქტიკაში მას არ შეეძლო თავისი იდეების გატარება, ამ მხრივ გოგელიას უფრო დიდი დამსახურება მიუძღვის მუშათა კლასის წინაშე. ბოლოს, როდესაც ბალკანეთის ამბებმა და იმპერიალისტურმა, ომმა გამოარკვია კროპოტკინის ბუნება გოგელიამ სავსებით გაწყვიტა მასთან კავშირი და ოპოზიციაში ჩაუდაგა მას“[53].

როგდაევის მოგონებებში ვკითხულობთ: ,,ამხანაგი გოგელიას სახელი საკმაოდ ცნობილი იყო ფრანგ, შვეიცარიელ და იტალიელ მუშებს შორის, რომელთათვისაც ის ხშირად აქვეყნებდა საერთაშორისო პრესაში წერილებსა და შენიშვნებს. მსოფლიო ომის დროს, როცა ბევრი ამხანაგი სავსებით ჩამოშორდა ანარქისტულსა და სოციალისტურ მიმდინარეობას, გადაიხიზნენ რა ეგრედ წოდებულ ,,სოციალ პატრიოტების“ ბანაკში და ამათუ იმ მებრძოლ კოალიციის აგენტობას ეწეოდნენ. ამხანაგი კომანდო ურყევად იდგა თავის ძველ პოზიციაზე და მეტის სითამამით მოუწოდებდა ყველას, განსაკუთრებით რუს მუშებს, მილიტარიზმის საწინააღმდეგოდ და სოციალური რევოლუციის დროშის ასამღლებლად. როდესაც დაიწყეს პარიზში ინტერნაციონალისტების ეგრეთწოდებული ,,პორაჟენცების“ დევნა, ამხანაგი გოგელია პირველად დააპატიმრეს სხვა ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად და მოათავსეს ,,Sante”-ში. ციხიდან განთავისუფლებისთანავე უკვე დასნეულებული ამხ. კომანდო მიემგზავრება შვეიცარიაში, ომის გარეშე მდგომ საერთაშორისო ცენტრში და ისევ განაგრძობს მუშაობას მებრძოლთა რიგებში. კლუბი, დისკუსია, ფურცლების გამოქვეყნება და გაზეთები აი რა ახასიათებს იმ ემიგრანტ რევოლუციონერების ცხოვრებას, რომელნიც ამ საერთაშორისო წარღვნის დროს შეკრებილიყვნენ შვეიცარიაში“ [54].

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გ. გოგელია გარკვეული დროის განმავლობაში რუსეთში, პეტროგრადში ( სანქტ-პეტერბურგი, 1914-24 წწ-ში პეტროგრადი) ცხოვრობდა. აწყობდა მუშათა მიტინგებს, აქვეყნებდა სტატიებს ანარქისტთა პრესაში. როგორც ჩანს, პეტროგრადის ჭაობიანი კლიმატმა გ. გოგელიას დაავადების განვითარებას ხელი შეუწყო: ,,ამ დროიდან იწყება ტანჯვით აღსავსე მისი ცხოვრება, მოსკოვსა და პეტერბურგში. 1917-1919 წლები სავსებით ამაღლებს მის მოუსვენარ სულსა და სხეულს. დასნეულებული, სულიერად და ხორციელად დაღლილი უკანასკნელად ბრუნდება 1921 წელს თავის სამშობლო საქართველოში“[55].



VIIთავი. გ. გოგელია კვლავ სამშობლოში 1921-1924 წწ.



1921 წელს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გიორგი გოგელია თავდაპირველად თავის ძმასთან, შ. გოგელიასთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში. შემდეგ ის მეუღლესთან, ლიდია ვლადიმერის ასულ იკონიკოვასთან ერთად, ქობულეთში გადადის საცხოვრებლად.

1921 წელს საქართველოში რევოლუციონურ სინდიკალისტური გაზეთი ,,მაშვრალთა ხმა“ გამოვიდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, გ. გოგელიას აღნიშნულ გაზეთთან არ უთანამშრომლია. უკანასკნელ ხანებში ის აღარ მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ დროისთვის, უკვე დაგეგმილი იყო გ. გოგელიას ნამუშევრთა კრებულის ერთ წიგნად გამოცემა ანატოლი დუბოვიკის სტატიაში ვკითხულობთ: „გ. გოგელია გახარებული იყო აღნიშნული შეთავზებით და ამბობდა, რომ ეს წიგნი მისი სიკვდილის შემდგომ დადგმული საუკეთესო მემორიალი იქნებოდა. სამწუხაროდ, ქართველი ანარქისტი იმედგაცრუებული დარჩა. ბოლშევიკთა ტერორის გამო ვერ მოხერხდა გ. გოგელიას ნამუშევრების მოძიება. ის ამ დაპირების განხორციელების მოლოდინში გარდაიცვალა“.[56]

1923 წელს უკვე ძლიერ დასნებოვნებული გ. გოგელია, ქ. ქობულეთიდან ქ. თბილისში გადაიყვანეს საცხოვრებლად. როგორც ჩანს, ცხოვრების უკანასკნელ წლებში ანარქისტს საქართველოს სახალხო კომისარიატთა საბჭო უწევდა ეკონომიურ დახმარებას. მიუხედავად მატერიალური და თუნდაც სულიერი დახმარებისა, ტუბერკულიოზის განკურნება შეუძლებელი აღმოჩნდა. 1924 წლის 21 დეკემბერს, 46 წლის ასაკში, ავადმყოფობისგან უკვე სულიერად შერყეული ქართველი რევოლუციონერი, გიორგი (კომანდო) ილიას ძე გოგელია ქ. თბილისში, მიხაელოვის ფსიქიატრიულ სააავადმყოფოში გარდაიცვალა: ,,ჩვენმა თანამშრომლებმა ამიერკავკასიის სამეცნიერო ასოციაციის მდივან, ამხ. როგდაევთან და უხუცეს რკინიგზელ-ამხა. ოქუაშვილთან ერთად ინახულეს გუშინ ფსიქიატრიულ საავადმყოფო, სადაც გოგელია გარდაიცვალა. ამხანაგებმა ძლივს ძლივობით იცვნეს განსვენებული გოგელია. იმდენად შეცვლილი იყო მის სახის გამომეტყველება ავადმყოფობის და სიკვდილის გამო“[57].

გ. გოგელიას მეგობრისა და თანამოაზრის, ანარქისტ გროსმან როსის მოგონებაში ვკითხულობთ: ,,არიან ადამიანები რომელთა ფიქრები
„სუპერსტრუქტურულია’’ მათ ნამდვილ ხასიათთან. მათ ფიქრებს, ემოციებსა და სურვლებს შორის არ ბრუნავს „უბრალოების ბორბალი“. სოკრატესთვის არაინტელექტუალებს უკითხავთ: „როგორ უთავსებ შენ სწავლებებსა და ქცევებს ერთმანეთს?“ – რაზეც მას უპასუხია : „მხოლოდ ჩემი თავია სოკრატე, დანარჩენი ჩემი ნაწილები იმაზე უკეთესი არაა ვიდრე ნებისმიერი სხვისი“… ამხანაგმა გოგელიამ მხოლოდ ისეთი ფიქრები იცოდა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდა თავისუფლებას და ინტელექტუალის ცხოვრებას“[58]. გროსმან როსი დამწუხრებული აღნიშნავს, რომ გ. გოელიას უამრავი სტატია, ანარქისტულ ფილოსოფიური ხასიათის ნამუშევრი და მათ შორის ყველაზე ძვირფასი „critique of parliamentary democracy“ (კრიტიკა საპარლამენტო დემოკრატიისა) დაიკარგა.

გ.გოგელიას გარდაცველების შესახებ ნეკროლოგები დაიბეჭდა „კომუნისტში“, ,,მუშაში“, ,,ზარია ვოსტოკაში“, ,,იზვესტიაში“. ,,კომუნისტი“ მოუწოდებდა ყოფილ კატორღელებსა და გადასახლებულებს 25 დეკემბერს, 2-საათზე საზოგადოების განყოფილებაში გამოცხადებას. მის გასვენებას არდასწრებიან საბჭოთა ხელისუფების მიერ დევნილი ანარქისტები, რომელთაუმრავლესობაუკვე ცოცხალიცაღარიყო, ხოლონაწილი ძველი რევოლუციონერებისა ციხეებში ასრულებდა სიცოცხლეს და ეს მაშინ, როცაქართველიანარქისტი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს დიდი პატივითა და ცერემონიებით: „25 იანვარს წითელი თეატრის დარბაზში გაიმართა კომანდოგოგელიას ხსოვნის დილა, სცენაზე დგას განსვენებული პარტრეტი დათალხულიდა წითელი ფერით მორთული. კრების გახსნისას საზოგადოება ფეხზე ადგომით სცემს პატივს განსვენებულის სახელს“ [59].

გ. გოგელიას გარდაცვალების შემდგომ ლეგენდარული ანარქისტის სახელის უკვდავსაყოფად, მისმა თანამებრძოლებმა და მეგობრებმა სხვადასხვა ადგილასა და სხვადასხვა ჯურნალ გაზეთებში გაფანტული რევოლუციონერის ნაწერების მთლიან კრებულად გამოცემა გადაწყვიტეს, თუმცა, როგორც ვხედავთ ეს მნიშვნელოვანი ,,მისია“ კვლავ განუხორციელებელი დარჩა. სამწუხაროდ, გ. გოგელიას ნაშრომთა კრებული დღეს საქართველოში არ მოგვეპოვება.

ქართველი რევოლუციონერი სიკვდილამდე მუშათა ინტეგრალური თავისუფლების მომხრე იყო: ,,რამდენადაც შეგვეძლო ყოველთვის და ყოველგან იმას ვცდილობდით, რომ თვით მუშები გამხდარიყვნენ გამგენი მათი მოძრაობისა, ჩვენ დამხმარეთა როლით ვკმაყოფილდებოდით. არ ვცდილვართ, არც იქ, სადაც სხვა პარტიებზე მეტი გავლენა გვაქვს, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ან მუშების წინ, ან მათ უკან. ჩვენი სურვილი იყო და არის, სრული ერთობა მაშვრალთა ხალხთან, არა იმ მიზნით, მის ენერგიასა და მოქმედებით ძალას ჩვენი ენერგია და მოქმედებითი ძალა სრულიად შევუერთოთ. ჩვენ არასდროს და არსად, არც იქ ვიმეორებთ, სადაც სხვა პარტიებზე მეტი ძალა გვაქვს, არ ვცდილვართ, რომ ჩვენ პარტიას ეკუთვნოდა გეგემონია, უფროსობა მუშათა მოძრაობისა, ჩვენი სურვილი იყო და არის, რომ პირველი ხარისხოვანი, ხელმძღვანელი, როლი მუშათა მოძრაობაში დაიჭიროს სხვა ყველა პოლიტიკურ პატიებისგან სრულიად დამოუკიდებელმა მუშათა ორგანიზაციებმა, ჩვენთვის მხოლოდ ამგვარი მუშათა ორგანიზაციები, და არა საპარლამენტო პარტიები წარმოადგენენ, იმ ძალას, რომელიც შეძლებს არა მარტო განახლებას თანამედრვე ცხოვრების საძირკვლებისას, არამედ შექმნას იმ პირობათა, რომლებშიაც ჩქარის ტემპით უნდა მიმდინარეობდეს ევოლუცია განახლებულ კაცობრიობისა. მუშათა მასა ის ძალაა, რომელიც გამარჯვებას მოუხვეჭს ჩვენგან შეყვარებულ იდეალს, მტკიცე და უძრავ ნიადაგზე ააშენებს მომავალი თავისუფლების ტაძარს“60, ამბობდა ქართველი რევოლუციონერი. [60]

სამწუხაროდ, სათანადო მასალის სიმცირის გამო გ. გოგელიას ცხოვრების უკანასკნელი წლები ჯერჯერობით შეუსწავლელია.

ვფიქრობ, ნაშრომის დასასრულ მკითხელისთვის საინტერესო იქნება ამ ლეგენდარული ანარქისტის გარეგნული მახასიათებლების გაგებაც, რის შესახებაც ინფორმაცია პოლიციის დეპარტამენტის ცირკულარში 1903 წლის 18 თებერვალის თარიღით, N 1500-ით არის მოთავსებული: ,,გოგელიას ნიშნები: ტანად – მაღალი, ხმელი, მეტყველი შავი თვალებით, ტიპიური აღმოსავლური ცხვირით“[61].

საბაკალავრო ნაშრომს დავასრულებ ჰოლანდიელი ანარქისტის დომილა ნიუვეგასის სიტყვებით, რომელიც გ. გოგელიას 1908 წელს გამოცემულ წიგნში „კრიტიკა სოციალ დემოკრატიისა“ მოჰყავდა: ,,არ შეიძლება ანარქიზმის სიკვდილი, რადგან არ შეიძლება თავისუფელბის მოკვლა კაცობრიობაში“[62].

დასკვნა



გიორგი ( კომანდო) გოგელია (1878-1924) იყო ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ანარქიზმისა რუსული იმპერიალიზმის ეპოქაში. ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა, როგორც საქართველოს ისე რუსეთის ანარქისტულ მოძრაობაში. გიორგი გოგელია იყო ანარქო-კომუნისტური იდეური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერთაგანი და მას სამართლიანადაც უწოდებდნენ კროპოტკინის მარჯვენა ხელს, მისდევდა ,,პური და თავისუფლების“ პრინციპს. გ. გოგელია იყო მთელი რიგი შრომების ავტორი, კერძოდ: ,,მუშათა კავშირები და მათი მნიშვნელობა, სინდიკალიზმი“, ,,რევოლუცია და რევოლუციური მთავრობა“, ,,კრიტიკა სოციალ- დემოკრატისსა“, ,,ინტელიგენციის შესახებ“, ,,როგორ და რისგან განვითარდა რევოლუციური სინდიკალიზმი?“, ,,ჩიკაგოელი წამებულები“, ,,კრიტიკა საპარლამენტო დემოკარტიისა“. ის იყო მეგობარი და თანამებრძოლი გავლენიანი ანარქისტებისა რომელთა შორის იყვნენ: კროპოტკინი, ვ. ჩერქეზიშვლი, მ. წერეთელი, გ. როსი, ნ. როგდაევი , მ. რაიევსკი, ე. კოვალსკაია, ბ. შატოვი და სხვ.

ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი ქიმიკოსი თავის მეუღლესთან ლიდია ვლადიმერის ასულ იკონიკოვასთან ერთად რედაქტორობდა ანარქო- კომუნისტურ, პირველ ყოველთვიურ ორგანოს ,,ხლებ ი ვოლიას“. სწორედ ქართველი რევოლუციონერის დამსახურება იყო, ის რომ ჯურნალმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა რუსეთის რევოლუციური აზრის განვითარების საქმეში. გ. გოგელია იყო მეგობარი და თანამებრძოლი ქართველი ეროვნული თავკაცობისა 1904 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილსა და გაბუნიასთან ერთად, კომანდო გოგელია ,,ორგეიანის“ ფსევდონიმით აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჟენევაში გამართულ ქართველ რევოლუციონერთა I კონფერენციაში და მათთან ერთად იბრძოდა ქართველთა ავტონომიისთვის. გ. გოგელიას უახლოესი თანამშრომელი ანარქისტ-კომუნისტის ნ. როგდაევის სიტყვით, კ. გოგელია იყო უდიდესი ნებისყოფის პატრიოტი, რომელმაც ემიგრაციაში ყოფნის დროს დაამთავრა ორი ფაკულტეტი გაეცნო ყოველ პოლიტიკურ მიმართულებას, იგი ზედმიწევნით იცნობა მარქსიზმს, თუმცა არ ეთანხმებოდა არცერთ პოლიტიკურ ფრაქციას. შემდეგ მიემხრო ბაკუნინს და ბოლომდე დარჩა მის მიმდევრად. მას უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდა ფრანგ სინდიკალისტ მუშათა წრეებში. გ. გოგელიამ აქტიური როლი ითამაშა ახალგაზრდობის პოლიტიკურად გაწვრთნის საქმეში რუსეთის პირველი რევლოუციური მოძრაობის დროს. 1905- 1907 წლების რევოლუციის პერიოდში კ. გოგელია საქართველოში ჩამოვიდა და სწორედ მისი ენერგიული მუშაობის შედეგად საქრთველოში გამოვიდა რამდენიმე ანარქისტული გაზეთი ,,მუშა“, „ნობათი“, რომელებსაც ძმასთან შ. გოგელიასთან ერთად რედაქტორობდა ასევე, „ცის ნამი“, „სხივი“, „ქარიშხალი“, „ხმა“. ის იყო შესანიშნავი სპიკერი, ორატორი, რომელიც მხურვალედ გადმოსცემდა თავის პოლიტიკურ იდეოლოგიას ტრიბუნებიდან და თავს ესხმოდა, პოლიტიკურ ოპონენტებს. მისი ,,ბასრი მახვილი“ განსაკუთრებით მიმართული იყო მარქსიზმის, სოციალ-დემოკრატიის წინააღმდეგ.

რუსეთის რევოლუციის დასრულების შემდეგ გ. გოგელია კვლავ ემიგრაციაში აღმოჩნდა (1907-1921 წ.წ) და იქ აგრძელებდა ანარქო-კომუნისტურ, ხოლო შემდეგ კი ანარქო-სინდიკალისტური იდეების პროპაგანდას. 1921 წელეს უკვე ტუბერკულიოზით დაავადებულ გ. გოგელია საქართველოში ჩამოვიდა და აქვე, 1924 წლის 21 დეკემბერს მიხაელოვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გიორგი გოგელია მთელი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად იბრძოდა მუშათა ინტეგრალური თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, ძმობისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა



ა.სურგულაძე, პ.სურგულაძე, „ საქართველოს ისტორიის საკითხავი წიგნი 1783-1990.“ თბილისი , 1991წ. გვ.136-140.
2. გ. ყორღანაშვილი, ,,ეროვნული საკითხები, ზოგადთეორიული და კონკრეტულ- ისტორიული ასპექტები“. თბილისი, 1997 წ. გვ. 248-260.

3. გ. მიქაძე„ქართულფსევდონიმთასამყაროში“ – თბ., 1998. – გვ. 33.

დ.შველიძე, „პოლიტიკურიპარტიებისწარმოშობასაქართველოში, ფედერალისტები“. თბილისი , 1993წ. გვ.125-246
დ.შველიძე ,,ვინიყოკომანდოგოგელია?“. გაზ. ,,ერი . ხმაღვთისახმაერისა“ 27 მარტი თბილისი , 1991 წელი, გვ. 10-11
ზ. ბაბუნაშვილი თ .ნოზაძე ,,მამულიშვილთა სავანე ( დიდუბის პანთეონი)“. თბილისი 1994წ. გვ.106-107
ი. სტალინი, ,, ანარქიზმი თუ სოციალიზმი“ გაზ. ,,ახალი ცხოვრება“ 1906 წ. N5;გვ.6-9
კ. ორგეიანი ,,კრიტიკა სოციალ-დემოკრატიისა“ – თფილისი : გამოცემა ვ. ღამბაშიძისა, 1908 (ამხ. “სორაპანის” სტ.). – 312გვ
9. კ. ორგეიანი , „1) მუშათაკავშირებიდამათიმნიშვნელობა. 2) სინდიკალიზმი“. – ტფ. : გამოც. “კომუნნისა”, 1906 (ელექტრომბეჭდავი ამხ. “შრომა”). – 86გვ

10. კომანდო გოგელიას ხსოვნის დილა : [ძველი რევოლუციონერი] გაზ. „კომუნისტი“ – 1925. – 27 იანვარი. – N21. – გვ.5

კომანდო გოგელიას დაკრძალვის წესი გაზ. „კომუნისტი“- 1924. – 24 დეკემბერი. – N294. – გვ.3. – ტექსტის ბოლოს: დამკრძალავი კომისია
ამხანაგი კომანდო გოგელია : ორგეიანი : [ნეკროლოგი] / ნ. როგდაევი გაზ. „კომუნისტი“ – 1924. – 25 დეკემბერი. – N295. – გვ.2
13 .კომანდო გოგელიას გარდაცვალება : [ანარქისტ კომუნისტების იდეური მოძრაობის ხელმძღვანელი] / ფ. // გაზ. კომუნისტი. – 1924. – 23 დეკემბერი. – N293. – გვ.2

14 კ. ო ,,საფრანგეთის ისტორიიდან“ : (71 წ. 18 მარტი) გაზ. „ნობათი“ – 1906. – N1. – გვ.5-12. – ფელეტონი

15. კ. ო ,, მუშათა მოძრაობის ისტორიიდან“ : წინასიტყვაობა // გაზ. ,,ნობათი“ – 1906. – N7, N8,N9,N10 ,N11 ,N 12 , N13 , – გვ.100-206

ნ. ჟორდანია, ,,ანარქიზმი და მუშათა კლასი“ / თარგმანი ნ.-სა [ნოე ჟორდანია]. – თფილისი : განათლები-ს გამოცემა N1, 1906 (სტ. “იმედი”). – 32გვ
პ. კრაპოტკინი ,,მეამბოხის წერილები“. Речибунтовщика : 1. დღევანდელი ვითარება. 2. სახელმწიფოთა გახრწნა-დარღვევა / პ. კრაპოტკინი ; თარგმანი სინდიკატისა. – თბილისი : ინტერნაციონალი-ს გამოცემა N1, 1906 (სტ. “იდეალი”). – 16 გვ.
შ. გოგელია ,,ჩვენი მტრები და მეგობრები“ / – თბ. გაზ. “მუშის” ჯგუფის გამოცემა, 1906 (სტ. “გუტტენბერგი”). – 39გვ
19. შ. გოგელია ,,კრიტიკა სოცალ -ფედერალიზმისა“ თბ. 1908 წ.

გ ა ზ. „ქარიშხალი“, „სინდიკალური მოძრაობა რუსეთში და საქართველოში“ / რედაქტორ-გამომცემელი ივ. ებრალიძე. – თბილისი, 1907. – N2. – კვირა , 29 ივლისი გვ.3-5
http://www.makhno.ru/forum/showthread.php?t=531 ГеоргийГогелия (1878– 1924)
22. https://en.wikipedia.org/wiki/Peter_Kropotkin Peter Kropotkin

https://ru.wikipedia.org Анархия, https://en.wikipedia.org/wiki/History_of_anarchism, History of anarchism
www.biography.yourdictionary.com/peter-alekseevich-kropotkin- Peter Alekseevich Kropotkin
www.libcom.org georgi-gogelia I. S. Grossman-Roshchin Biloye ( განვლილი დრო )1925. – No. 2 (30). – pp. 230–233 სტატია პირველად საბჭოთა პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნდა .
http://www.britannica.com/EBchecked/topic/443691/Commune-of-Paris, Commune of Paris
www.anarca-bolo.ch. GOGELIA, Georgi (Giorgi – Victor ?) (o GOGELIJA, GOGHELIA – ps: ORGEIANI K. e ILLIASHVILI K.I
https://books.google.ge Emma Goldman: A Documentary History of the American Years.
www. kvira.ge , ემა გოლდმანი 1 მაისის მოვლენების შესახებ; www.history.com The Haymarket Square Riot
https://books.google.ge Emma Goldman: A Documentary History of the American Years. Making speech . page .551
https://books.google.gkse/boo?id=f7J9BgAAQBAJ&pg=PA39&dq=k.orgeiani page.39
32.https://books.google.ge/books?id=f7J9BgAAQBAJ&pg=PA108&dq=khleb+i+volia++orgeiani page.108

33.https://books.google.ge/books?id=U_SU7fxj9BMC&pg=PA125&dq=khleb+i+volia++orgeiani ; Thou Shalt Kill: Revolutionary Terrorism in Russia, 1894-1917. page 125

34.http://eo.wikipedia.org/wiki/Georgi_Gogelia, Georgi Gogelia

35..http:/www.conflicts.rem33.com THE STORM GATHERS: 1894-1904

36.http://ilyapol.livejournal.com/1399.html ,,АНАРХИСТЫГРУЗИИВНАЧАЛЕХХВЕКА”

37. https://www.marxists.org/reference/archive/stalin/works/1906/12/x01.htm Anarchism Or Socialism ? December, 1906 — January, 1907.

38.http://libcom.org/thought/anarcho-syndicalism-an-introduction, Anarcho-syndicalism – an introduction.

http://workerscompass.org/anarchism-marxism-their-similarities-differences/ Anarchism & Marxism: Their Similarities & Differences – See more at: http://workerscompass.org/ ; anarchism-marxism-their-similarities-differences
http://188.165.199.119/forums/history-culture/varlam-cherkezishvili-cherkezov-21052010
Georgi (Comrade) Gogelia



This honours thesis is dedicated to Georgi Gogelia whose name is not well-known not only for the Georgian community, but also the rest of the foreign societies. This honour dissertation describes biographical notifications about Georgi Gogelia, ideological criticism of Marxism, the proletarian dictatorship, social-democratic violence against the state organization. Moreover, the graduate dissertation consists of the consideration of the foreigner anarchists. Additionally, Georgian revolutionary Giorgi Gogelia perceived merit in that he had condemned anarcho-communism, and the integral freedom of peasants. This dissertation is based on historical facts in which Giorgi Gogelia ’srole is substantial, such as the publication of „Khleb I Volia”„the first conference of the Georgian revolutionary (1914)“, and „the first people revolution in Russia (1905-1907).” Also, Giorgi Gogelia was involved in the movement toward the freedom of Georgian society, the struggle for Russian imperialism, and the development of anarcho-syndicalism in Georgia and Russia. We will become familiar with Giorgi Gogelia’s last years in the end of the monograph.

[1]https://ru.wikipedia.org Анархия, https://en.wikipedia.org/wiki/History_of_anarchism,History of anarchism

[2] შ. გოგელია, ,,ჩვენიმტრებიდამეგობრები“. თბილისი1906, გვ. 1.

[3] პ. კ რ ო პ ო ტ კ ი ნ ი , ,,მეამბოხის წერილები“ , ტფილისი , 1906 , გვ.15

[4]დ. შ ვ ე ლ ი ძ ე , ,,ვინ იყოკომანდოგოგელია?“, ,,ერი. ხმა ღვთისა ხმა ერისა“, 27მარტი , 1991 წელი .

[5]www.libcom.org georgi-gogelia I. S. Grossman-Roshchin Biloye ( განვლილი დრო )1925. – No. 2 (30). – pp. 230–233 სტატია პირველად საბჭოთა პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნდა .

[6] www.biography.yourdictionary.com/peter-alekseevich-kropotkin- Peter Alekseevich Kropotkin Facts www.wikipedia.org peter Kropotkin;

[7]www.makhno.ru Георгий Гогелия (1878 – 1924).

[8] დ. შ ვ ე ლ ი ძ ე ,,ვინიყოკომანდოგოგელია?“ გვ. 11; გაზ. ,,ერი.ხმახმაღვთისა ხმაერისა“ 27 მარტი, 1991 წელი.

[9] www.ilyapol.livejournal.com АНАРХИСТЫГРУЗИИВНАЧАЛЕХХВЕКА

[10]“ «Мое знакомство с Командо Гогелиа (Оргениани)». – «Кат. и ссылка». 1925. № 3. С.212-214 (1903, 1908-1909

[11]https://books.google.ge Russian Anarchists, By Paul Avrich; page 39

[12]http:/www.conflicts.rem33.com THE STORM GATHERS: 1894-1904

[13] ნ. რ ო გ დ ა ე ვ ი ,,ამხანაგი კომანდო გოგელია“ : ორგეიანი : [ნეკროლოგი] გაზ. ,,კომუნისტი“ – 1924. – 25დეკემბერი. – N295. – გვ.2

[14]www. kvira.ge . ემა გოლდმანი 1 მაისის მოვლენების შესახებ; www.history.com The Haymarket Square Riot

[15] კ. ო რ გ ე ი ა ნ ი ,,მუშათაკავშირებიდამათიმნიშვნელობა. 2) სინდიკალიზმი“. /- ტფ. : გამოც. “კომუნნისა”, 1906 გვ. 31-33

[16]დ. შ ვ ე ლ ი ძ ე ,,პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, ფედერალისტები“ გამოც. ,,არსი“. თბ.1993; გვ.221

[17] დ.შ ვ ე ლ ი ძ ე ,ვინ იყო კომანდო გოგელია? , გაზ. ,,ერი . ხმა ხმა ღვთისა ხმაერისა“ 27 მარტი 1991 წელი .გვ.10

[18]https://libcom.org/library/georgi-gogelia I. S. Grossman-Roshchin/Biloye, 1925. – No. 2 (30). – pp. 230–233.)

[19] https://books.google.ge Russian Anarchists By Paul Avrich k.orgeiani;page 39 ; https://books.google.ge Emma Goldman: A Documentary History of the American Years. Making speech

[20]დ . შ ვ ე ლ ი ძ ე ,,პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში , ფედერალისტები“ გამოც,,არსი“ თბ .1993,გვ.125-129.

[21] დ. შ ვ ე ლ ი ძ ე, ,,ერი.ხმაღვთისა ხმაერისა“; 27 მარტი;1991 წელი. გვ.11.

[22] გ უ რ ა მ ყ ო რ ღ ა ნ ა შ ვ ი ლ ი, „ეროვნულისაკითხიზოგადთეორიულიდაკონკრეტული ისტორიულიასპექტები“. შპს.,,ნიკე“ . თბილისი. 1997წ. გვ .248-260).

[23] ნ. რ ო გ დ ა ე ვ ი ,,ამხანაგიკომანდოგოგელია“ : ორგეიანი : [ნეკროლოგი] გაზ.კომუნისტი. – 1924. – 25 დეკემბერი. – N295. – გვ.2

[24] ნ. რ ო გ დ ა ე ვ ი ,,ამხანაგიკომანდოგოგელია“ : ორგეიანი : [ნეკროლოგი] გაზ.კომუნისტი. – 1924. – 25 დეკემბერი. – N295. -გვ.2

[25]http://www.makhno.ru ГеоргийГогелия (1878 – 1924)).

[26]ნ. რ ო გ დ ა ე ვ ი , ,,ამხანაგიკომანდოგოგელია“ : ორგეიანი : [ნეკროლოგი] / გაზ.კომუნისტი. – 1924. – 25 დეკემბერი. – N295. – გვ.2)

[27] შ.გ ო გ ე ლ ი ა, „ჩვენიმტრებიდამეგობრებითბილისი“, 1906 წელი გვ.5-9

[28]დ.შ ვ ე ლ ი ძ ე , „პოლიტიკურიპარტიებისწარმოშობასაქართველოში, ფედერალისტები“თბ. გამომც ,,არსი“, 1993.გვ.237

[29]კ ო ტ ე ა ნ თ ა ძ ე , მ ე რ ა ბ კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე ,,,საფრანგეთისისტორია, კულტურა, გეოგრაფია“. თბილისისუნივერსიტეტისგამომცემლობა , თბილისი, 2005. გვ.144-145

[30]http://www.britannica.com/EBchecked/topic/443691/Commune-of-Paris, Commune of Paris

[31] გაზ. ,,ნ ო ბ ა თ ი“ ,N1, 1906 , შაბათი 25 მარტი , გვ 11-12

[32]დ. შ ვ ე ლ ი ძ ე ,,ვინიყოკომანდოგოგელია?“ ,,ერი . ხმა ღვთისა ხმაერისა“ , 27 მარტი , 1991 წელი, გვ.10-11

[33] კ. ო რ გ ე ი ა ნ ი ,,მუშათა კავშირები და მათი მნიშვნელობა, სინდიკალიზმი“. – ტფ. : გამოც. “კომუნნისა”, 1906 გვ.18-30

[34]ნ. ჟ ო რ დ ა ნ ი ა ,,ანარქიზმიდამუშათაკლასი“ / თარგმანინ.-სა [ნოეჟორდანია]. – თფილისი : განათლები-ს გამოცემა N1, 1906. გვ. 7 ;11;13;18;23;24

[35] ნ. ჟ ო რ დ ა ნ ი ა ,,ანარქიზმიდამუშათაკლასი“ / თარგმანინ.-სა [ნოეჟორდანია]. – თფილისი : განათლები-ს გამოცემა N1, 9-12

[36] კ. ო რ გ ე ი ა ნ ი ,,1) მუშათაკავშირებიდამათიმნიშვნელობა. 2) სინდიკალიზმი.“ – ტფ. : გამოც. “კომუნნისა”, 1906, გვ.77

[37]დ. შ ვ ე ლ ი ძ ე ,,ვინიყოკომანდოგოგელია?,,ერი . ხმაღვთისახმაერისა“ 27 მარტი , 1991 წელი, გვ.11

[38]დ.შ ვ ე ლ ი ძ ე , ,,პოლიტიკურიპარტიებისწარმოშობასაქართველოში, ფედერალისტები“,თბილისი 1993.გვ. 258- 262.

[39] კ. ო რ გ ე ი ა ნ ი ,,მუშათაკავშირებიდამათიმნიშვნელობა. 2) სინდიკალიზმი.“ – ტფ. : გამოც. “კომუნნისა”, 1906,გვ .38 .

[40]http://libcom.org/thought/anarcho-syndicalism-an-introduction , Anarcho-syndicalism – an introduction

[41] https://libcom.org/library/georgi-gogelia I. S. Grossman-Roshchin Biloye, 1925. – No. 2 (30). – pp.230–33

[42] 1) მუშათაკავშირებიდამათიმნიშვნელობა. 2) სინდიკალიზმი. / კ. ორგეიანი. – ტფ. : გამოც. “კომუნნისა”, 1906; გვ. 11-68

[43]გაზ.ქარიშხალი,სინდიკალურიმოძრაობა რუსეთშიდასაქართველოში / რედაქტორ-გამომცემელიივ. ებრალიძე. – თბილისი, 1907. – N2. – კვირა , 29 ივლისი გვ.3-5

[44] კ. ო რ გ ე ი ა ნ ი „1) მუშათაკავშირებიდამათიმნიშვნელობა. 2) სინდიკალიზმი“. – ტფ. : გამოც. “კომუნნისა”, 1906, გვ. 68-69.

[45] იქვე. 83.

[46]ა. ს უ რ გ უ ლ ა ძ ე, პ.სურგულაძე,, საქრთველოს ისტორიის საკითხავიწიგნი“თბილისი 1991 . გვ.140-142

[47] ნ. რ ო გ დ ა ე ვ ი „ამხანაგიკომანდოგოგელია“ : ორგეიანი : [ნეკროლოგი] გაზ. კომუნისტი. – 1924. – 25 დეკემბერი. – N295. – გვ.2

[48]კ. ორგეიანისა ;კრიტიკა სოციალ- დემოკრატიისა, თბილისი 1908წ გვ.165, 171, 182

[49] კ. ო რ გ ე ი ა ნ ი ს ა, „კრიტიკა სოციალ- დემოკრატიისა“. თბ, 1908, გვ. 218.

[50]გაზ ,,ნ ო ბ ა თ ი“ ,N13, 1906 , კ. ორგეიანი ,,მუშათა მოძრაობის ისტორიიდან“ გვ. 206.

[51]გ ა ზ. ,,ა ხ ა ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ა „ი. სტალინი – ფსევდონიმი ,,კობა“ ,,ანარქიზმი თუ სოციალიზმი“ 1906 წ. – N5 ,11 დეკემბერი ;გვ .5-9.

[52]https://libcom.org/library/georgi-gogelia I. S. Grossman-Roshchin Biloye, 1925. – No. 2 (30). – pp. 230–233

[53] გა ზ. კ ო მ უ ნ ი ს ი ტ ი „კომანდოგოგელიასხსოვნისდილა“ : [ძველირევოლუციონერი] . – 1925. – 27 იანვარი. – N21. – გვ.5

[54]ამხანაგიკომანდოგოგელია : ორგეიანი : [ნეკროლოგი] / ნ. როგდაევი // კომუნისტი. – 1924. – 25 დეკემბერი. – N295. – გვ.2

[55] იქვე. გვ.2ამხანაგიკომანდოგოგელია : ორგეიანი : [ნეკროლოგი] / ნ. როგდაევი // კომუნისტი. – 1924. – 25 დეკემბერი. – N295. –

[56]http://www.makhno.ru/forum/showthread.php?t=531ГеоргийГогелия (1878 – 1924). http://www.ainfos.ca/11/apr/ainfos00275.html

[57] გ ა ზ . კ ო მ უ ნ ი ს ტ ი „კომანდო გოგელიას გარდაცვალება“ , [ანარქისტკომუნისტებისიდეურიმოძრაობისხელმძღვანელი] 1924. – 23 დეკემბერი. – N293. – გვ.2

[58] .https://libcom.org/library/georgi-gogelia I. S. Grossman-Roshchin Biloye, 1925. – No. 2 (30). – pp. 230–233

[59] გ ა ზ . კ ო მ უ ნ ი ს ტ ი ,,კომანდოგოგელიასხსოვნისდილა“ : [ძველირევოლუციონერი] 1925. – 27 -იანვარი. – N21. – გვ.5

[60] კ . ო რ გ ე ი ა ნ ი „1) მუშათაკავშირებიდამათიმნიშვნელობა. 2) სინდიკალიზმი“ – ტფ. : გამოც. “კომუნნისა”, 1906გვ.18

[61] გა ზ . კ ო მ უ ნ ი ს ტ ი, „კომანდოგოგელიასდაკრძალვისწესი“ – 1924. – 24 დეკემბერი. – N294. – გვ.3

[62]კ. ო რ გ ე ი ა ნ ი ,,კრიტიკასოციალ-დემოკრატიისა“ – თფილისი : გამოცემავ. ღამბაშიძისა, 1908 გვ.312)