Salvador (2006) Director: Manuel Huerga

1974 წლის 2 მარტს, ფრანკოს დიქტატურის დროს, პოლიციელის დაღუპვისათვის გაროტის (garrote) მეთოდით სიკვდილით დასაჯეს კატალონიელი რევოლუციონერი და მილიტანტი ანარქისტი სალვადორ პუჩ ანტიქი. აღსანიშნავია რომ სალვადორის შემდეგ არასოდეს გამოუყენებიათ ესპანეთში დასჯის ეს ფორმა. მისმა სიკვდილმა ინტერნაციონალური რეზონანსი გამოიწვია. ესპანეთის ქალაქებში სტუდენტების გამოსვლები დაიწყო. როგორც ინგლისელი ანარქისტი, ალბერტ მელცერი (Albert Meltzer) იხსენებს: “პარიზში თავს დაესხნენ ესპანურ ბანკებს, მსგავსი აქტები იყო დუბლინში, ტულუზში, ლიონში, ბოლონიაში, რომში, მილანში, გენუაში, ბრიუსელში, ლუქსემბურგში, ჟენევაში, ლივერპულსა და ლონდონში. ეს არ იყო ცენტრალური დაგეგმვის შედეგი. ეს იყო სპონტანური პასუხი იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცნობდნენ სალვადორს და რომლის გულწრფელობითაც მოხიბლულები იყვნენ.”

 Libertarias (English: Libertarians) 

 ფილმი ესპანეთის რევოლუციაზე და Mujeres Libres-ს ბრძოლაზე. Written and directed by Vicente Aranda (1996)

Mujeres Libres – “თავისუფალი ქალები” – ანარქისტი ქალების ორგანიზაციის მოკლე ისტორიული მიმოხილვა.

ორგანიზაცია Mujeres Libres შეიქმნა 1936 წლის გაზაფხულში. კატალონიაში, „Mujeres Libres“ წარმოიშვა CNT-ს პროფკავშირების წევრი ქალთა ჯგუფებისგან.

1935 წელს სოლედად ესტორაკი, როგორც ორგანიზატორი, იღებდა მცირე სტიპენდიას CNT-ს მეტალურგიული პროფკავშირისაგან. ესტორაკი იყო ქარხნის მუშა და „ლიბერტარიანული ახალგაზრდობის“ აქტივისტი. მეტალურგიული sindicato unico შეწუხებული იყო პროფკავშირში ქალი მუშების ჩართულობის ნაკლებობით. ესტორაკმა აღმოაჩინა, რომ როდესაც ქალი შეეცდებოდა რამე ეთქვა CNT-ს პროფკავშირის შეხვედრებზე, კაცები მაშინვე მის დაცინვას იწყებდნენ. თუმცა პრობლემა არ მდგომარეობდა მხოლოდ და მხოლოდ კაცების შოვინისტურ დამოკიდებულებაში.


ესტორაკს მიაჩნდა, რომ ქალებს ესაჭიროებოდათ თავისი ავტონომიური ორგანიზაცია – უსაფრთხო ადგილი, სადაც ისინი შეძლებდნენ სოციალური პრობლემების შესწავლას, სიტყვით გამოსვლის სწავლასა და აქტივისტობისთვის მომზადებას. ქალები მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდნენ პროფკავშირის შეხვედრებზე კაცებისგან თავისი თავის დაცვასა და თავის პოზიციაზე დგომას. ამ მიზნით კატალონიის CNT-ში შექმნილი იქნა ქალთა ჯგუფები. ამ ჯგუფებს გამართული ჰქონდათ ბავშვების მოვლის ცენტრები რათა ქალ აქტივისტებს შესძლებოდათ პროფკავშირების შეხვედრებზე დასწრება და დელეგატებად ყოფნა.

Mujeres Libres აცხადებდა, რომ მათი მიზანი იყო ქალების „სამმაგი“ განთავისუფლება: მათი განთავისუფლება, როგორც ქალების, როგორც მუშების და განთავისუფლება უვიცობისგან. ქალები, რომლებმაც დააარსეს Mujeres Libres არ ხმარობდნენ სიტყვა „ფემინიზმს“, რადგან მათთვის, ფემინიზმის მიზანი მდგომარეობდა მხოლოდ და მხოლოდ ქალების დაშვებაში მაღალ წოდებებზე სამსახურებში ან მთავრობაში. Mujeres Libres წევრები იყვნენ კლასობრივად შეგნებულნი, როგორც მათი მამაკაცი კოლეგები. ისინი ორიენტირებული იყვნენ მუშათა კლასის ქალებზე. რევოლუციასა და სამოქალაქო ომის სამწლიან პერიოდში (1936-39), Mujeres Libres-ს შეუერთდა 30 000-მდე ქალი.

CNT-ს მიმართ თავიანთი ერთგულების მიუხედავად, Mujeres Libres-ის დამაარსებლები თვლიდნენ, რომ ქალთა განთავისუფლება და მუშათა კლასის განთავისუფლება ერთმანეთისგან განსხვავებულ პროცესებს წარმოადგენდნენ. ამიტომაც მათ უარი თქვეს ყოფილიყვნენ CNT-სა და FAI-ს მხოლოდ და მხოლოდ დანამატნი, მათი „ქალი კოლეგები“. მათ არ სჯეროდათ, რომ კაცებს შეეძლოთ ქალების განთავისუფლება. FAI-სა და CNT-ს ლიდერები, მეორე მხრივ, ქალთა ავტონომიური მოძრაობის შექმნის იდეას უყურებდნენ როგორც „განხეთქილობის გამომწვევ პოტენციურ მიზეზს“.

ომის დროინდელ ესპანეთში სქესობრივ ურთიერთობებში ცვლილება გამოიწვია წარმოებაში ჩართულ ქალთა რაოდენობის მატებამ. როდესაც მამაკაცების უმეტესობა წავიდა ანტიფაშისტურ მილიციებში საბრძოლველად, წარმოებაში მათი ადგილი ქალებმა დაიკავეს.

„ანტიფაშისტი ქალების ასიციაცია“ (Asociación de Mujeres Anti-fascistas — AMA) ეწეოდა მომუშავე ქალების ორგანიზებას. AMA წარმოადგენდა კომუნისტური პარტიის დასაყრდენს და ამიტომაც მისი გავლენის ზრდასთან ერთად CNT-ს აქტივისტები შეშფოთდნენ, რადგან ქალებს შეეძლოთ გადასულიყვნენ UGT-ს პროფკავშირებში (UGT – Union General de Trabajadores – მუშათა გენერალური კავშირი), რის შედეგადაც CNT დაკარგავდა თავისი გავლენას ნაწილს. მოცემულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, CNT-ს ადგილობრივმა პროფკავშირებმა თავისი დარბაზების კარები გაუღეს Mujeres Libres-ს. პროფკავშირებმა გამოჰყვეს სივრცე ბავშვების მოვლის ცენტრებისათვის და ქალთა განათლებისა და წერა-კითხვის სწავლების ჯგუფებისთვის. კოლექტივიზირებულ საწარმოებში, პროფკავშირები აჩერებდნენ მუშაობის პროცესს, რათა Mujeres Libres-ს შესძლებოდა იქ თავისი პრეზენტაციების ჩატარება.

ინდუსტრია, რომელშიც Mujeres Libres-ს ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა იყო საზოგადო ტრანსპორტი. Mujeres Libres-ის წევრი პურა პერეზი იყო ბარსელონაში ტრამვაის პირველი მძღოლი ქალებიდან ერთ-ერთი. პერეზის თანახმად, CNT-ს სატრანსპორტო პროფკავშირის მამაკაცები ქალებს ისე ეპყრობოდნენ როგორც მათ თანასწორ „შეგირდებს, მექანიკოსებსა და მძღოლებს. მათ გვასწავლეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო“. „ჩვენი კოლეგები“, იხსენებს პერეზი, „დიდ სიამოვნებას იღებდნენ მგზავრების გაოცებული სახეების დანახვისას, როდესაც ისინი აღმოაჩენდნენ, რომ ტრამვაის ქალის მართავდა.

In Time

ფილმში კაპიტალი ჩანაცვლებულია დროთი და სიცოცხლე სრულდება მათთვის ვისაც საათზე არაფერი რჩება. ფილმში ნაჩვენებია დაქირავებული შრომის არსი, როცა სიცოცხლე ხელფასის სახით გერიცხება. ეს არის მონობის უკიდურესი წერტილი, რომლის შემდეგ უბრალოდ სიკვდილი დგება. ასევე ფილმში აღწერილია სიტუაცია, სადაც ადამიანი დროში შეუზღუდავია, მაგრამ ისევ ტექნოლოგიის წყალობით ის იძულებულია იმუშაოს სხვისთვის. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ჯიუტ ფაქტს, რომელიც ემა გოლდმანმა გამოხატა – „თავისუფლება თვითონ არ მოვა ადამიანებთან, ადამიანებმა თავად უნდა მოიპოვონ ის“.

ჩემი ბებია – რეჟისორი კოტე მიქაბერიძე

ფექსის (ექსცენტრული კინოხელოვნების ფაბრიკის) სტილში, 1929 წელს გადაღებული მუნჯი (უხმო) ფილმი, რომლის ჩვენება ბიუროკრატიისა და იერარქიის კრიტიკის გამო საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო 40 წლის განმავლობაში.

“ამ ფილმის აღდგენა მხოლოდ მისი მხატვრული ღირებულებების გამო როდი მივიჩნიეთ საჭიროდ. ფილმი იბრძოდა და, ვიმედოვნებთ, აღდგენილი სახითაც კვლავ იბრძოლებს საზოგადოების მანკიერი მოვლენების წინააღმდეგ”

აღდგენილი ფილმისთვის აკომპანიმენტს ასრულებს მუსიკოსი ბეთ კასტერი ჯგუფთან ერთად.

Zero for Conduct (French: Zéro de conduite)

ჩაპლინის „ბავშვის“ გადაღების შემდეგ წლები გავა და უკვე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, კინოეკრანზე ცოტა ხნით გაჩნდებიან კინოს ისტორიის პირველი ანარქისტი ბავშვები. გაჩნდებიან 1933 წელს, როცა საფრანგეთში, „ანარქიზმისა და სიურეალიზმის ბუნებრივი შვილი“, ჟან ვიგო ფილმს „ნული ყოფაქცევაში“ გადაიღებს.

ყოველგვარ წესრიგსა და დისციპლინას ჟან ვიგოს ანარქისტები სკოლაში საკუთარი დეტალურად გაწერილი რევოლუციური გეგმით დაუპირისპირდებიან. მოსწავლეების მიერ სადილობისას დაწყებული აჯანყება („ისევ ლობიო, გვძულს ლობიო!“) მალევე იქცევა გამოცხადებული ომის ქრონიკად („ომი გამოცხადებულია! ძირს მასწავლებლები! გაუმარჯოს რევოლუციას! თავისუფლება ან სიკვდილი!), რომელიც ბავშვების მიერ სკოლის თავზე მეკობრეების დროშის აღმართვით დასრულდება.

თუმცა ფილმს რადიკალი, ანარქისტი ბავშვებით, რომლებიც პილიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ცენზურა არ დაინდობს. არ დაინდობს რეჟისორის ავტობიოგრაფიიდან გამომდინარეც, რადგან რეჟიმისთვის ჟან ვიგო ცხოვრების ბოლომდე ანარქისტი მამის მიგელ ალმერეიდას შვილად დარჩება (1917 წელს ციხეში მოკლავენ).

District 9 (2009) 

უცხოპლანეტელები ჩამოვლენ სამხრეთ აფრიკაში. როგორც ყველა უმცირესობა ისინიც ძულთ და ადამიანები მათ მოაქცევენ გეტოში. ფილმი წარმოადგენს პოლიტიკურ სატირას, გამოძახილს სამხერთ აფრიკაში 1994 წლამდე არსებულ აპარტეიდზე – რითაც მოსახლეობა დაყოფილი იყო კანის ფერის მიხედვითაც.

Die Welle (The Wave) 

ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება. 1967 წლის სასკოლო ექსპერიმენტს, რომელიც კალიფორნიის შტატში საშუალო სკოლის მასწავლებელმა ჩაატარა იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუ როგორ აიძულეს რიგითი გერმანელები გამხდარიყვნენ ფაშისტური რეჟიმის თანამონაწილეები და იმის საჩვენებლად, თუ რას ნიშნავდა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრება და როგორ ჩნდება დიქტატურა და ძალაუფლება, როდესაც შესაბამის ნიადაგს ქმნი ამისთვის, როგორ შეიძლება დაკარგონ კონტროლი ადამიანებმა ძალაუფლებრივი ზემოქმედების ქვეშ… თუმცა, ექსპერიმენტმა მალე კონტროლი დაკარგა.

Elysium (2013)

ქედან 100 წლის მერე ლოს-ანჟელესი გადაქცეულია მეგა გეტოდ, რომელიც დასახლებულია ლათინოამერიკელი დაბალი კლასით და მეთვალყურეობას უწევს ბრუტალური ავტომატიზირებული პოლიცია. ადამიანები შრომობენ ბირთვულ ქარხნებში, რათა უზრუნველყონ მაღალი კლასი, რომლებიც კოსმოსში ცხოვრობენ ფუფუნებაში ხელოვნურად შექმნილ დედამიწის თანამგზავრზე, რომელსაც ქვია ელიზიუმი.