ემა გოლდმანი – ანარქია და გენდერული საკითხი

მუშა, რომლის კუნთებით და ძალით აღფრთოვანებულნი არიან მდიდრები, და რომელსაც თავისი შრომით ძლივს გააქვს თავი, ქორწინდება იმიტომ, რომ ჰყავდეს ცოლი და დიასახლისი, რომელიც მიხედავს სახლს და დაარეგულირებს შემოსავლებს. ქალი ნელ-ნელა ვეღარ უძლებს მონურ შრომას და ისედაც მცირე შემოსავლის ორ ადამიანზე განაწილებას, ამ დროს კი კაცი ნელ-ნელა ხვდება, რომ მისი გეგმები იშლება და იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ქორწინება ჩავარდა.
უღელი მძიმდება.
ხარჯები შემცირების ნაცვლად იზრდება, ქალს კი, რომელმაც ის მცირეოდენი ძალაც კი დაკარგა, რაც ქორწინებამდე ჰქონდა, ნელ-ნელა უცრუვდება იმედები. მუდმივი გაჭირვება და შიმშილი კლავს მის სილამაზეს. ის თანდათან ტყდება, აღარ აინტერესებს ოჯახის საქმეები, მას და მის ქმარს შორის კი სიყვარულის ძაფიც კი აღარაა, რომელიც მათ წინაშე არსებულ პრობლემებთან დაპირისპირების ძალას მისცემდა ორივეს. ნაცვლად იმისა, რომ ისინი მხარში ედგნენ ერთმანეთს, ნელ-ნელა უცხოვდებიან, უფრო და უფრო კრიტიკულად უყურებენ ერთმანეთს.


კაცს არ შეუძლია მილიონერივით იაროს კლუბებში, თუმცა, დადის ბარში და თავის დარდს სასმელში ახრჩობს. მისი უიღბლო ცხოვრების თანამგზავრი კი,რომელიც ვერ ივიწყებს პრობლემებს საყვარელი ადამიანის მკლავებში და ვერც სხვა რამეს აყოლებს გულს, ზის სახლში და წყევლის იმ დღეს, როდესაც უბედური კაცის ცოლი გახდა.

მათ გაყრაც კი არ შეუძლიათ.

უღელი მძიმდება, მაგრამ უნდა ატარონ.

ის საყელური, რომელიც კანონებმა თუ ეკლესიამ შემოაჭდო მათ ყელს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსხვრევა, თუ ეს უკანასკნელნი მისცემენ ნიშანს.

უნდა იყოს თუ არა კანონი იმდენად ლმობიერი, რომ აძლევდეს წყვილს თავისუფლებას? თუ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების დეტალები სააშკარაოზე უნდა გამოიტანოს? ქალს სდევნის საზოგადოება და მისი მთელი ცხოვრება ინგრევა. სწორედ ცხოვრების დანგრევის შიში აიძულებს მას, შეეგუოს ცხოვრებას და ხმა არ ამოიღოს იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც ის და ათასობით მისი და გააუბედურა.

მდიდრებს ეშინიათ სკანდალის, ღარიბებს კი ბავშვების მომავალი და საზოგადოების აზრი ანაღვლებთ. მათი ცხოვრება დამცირების შეუწყვეტელი ნაკადია.

ქალი, რომელიც მამაკაცზე ყიდის თავის თავისუფლებას, ვეღარ დაიხსნის თავს იმ ურთიერთობისგან, რომელიც მას აუბედურებს.

ყველა კავშირი, რომელსაც სიყვარული არ უდევს საფუძვლად, პროსტიტუციაა, რომელზეც , ზოგიერთ შემთხვევაში ნებართვა აქვს გაცემული ეკლესიას თუ საზოგადოებას. ასეთი კავშირების სიმრავლე არაფერ კარგს არ მოუტანს საზოგადოებას – პირიქით, ნელ-ნელა აავადმყოფებს მის მორალს.

დამნაშავე სისტემაა

სისტემა, რომელიც ქალს აიძულებს თავის ქალობა მიჰყიდოს მას,ვინც უფრო მეტ ფსონს დადებს მასზე, იგივე სისტემაა,რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოების მცირე ნაწილს, იცხოვროს დანარჩენების შრომის ხარჯზე.ეს ის სისტემაა, რომელიც 99%ს ამუშავებს, დარჩენილ ერთ პროცენტს კი საშუალებას აძლევს, მოიქცნენ მტაცებლებივით და მიითვისონ სწორედ იმ 99%-ის შრომის ნაყოფი.

ერთი წუთით შეხედეთ მეცხრამეტე საუკუნის სოციალური სისტემის ორ სურათს:

შეიხედეთ მდიდრების სახლში, რომელთა სიმდიდრეც უზრუნველყოფდა ათასობით ადამიანის კეთილდღებას. შეხედეთ მათ მდიდრულ სადილებს, რომელიც დააპურებდა ასობით მშიერს, რომელნიც წყალში დამბალ პურის ნატეხზე ოცნებობენ. შეხედეთ მათ ყოველდღიურ გართობას – თეატრებს, შოუებს, იახტებით მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში სიარულს. ამავდროულად შეხედეთ მათ ცხოვრებას, ვინც ამ ნაძირლების კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

მეორე სურათი

შეხედეთ ბნელ, ნესტიან პატარა ოთახში გამომწყვდეულ, ძონძებით „შემოსილ“ ადამიანებს, რომლებსაც სახეზე აღბეჭვდიათ თავიანთი უბედურება. მათი ბავშვები მშივრები და ტიტვლები დარბიან ქუჩებში – მათზე არავინ ზრუნავს, აკლიათ განათლება და რაც მთავარია – სითბო.

შეხედეთ ამ ორ კონტრასტულ სურათს, მორალისტებო და ფილანთროპისტებო, და მითხარით, ვინაა დამნაშავე! ისინი, ვინც პროსტიტუციას ეწევიან, თუ ისინი, ვინც აიძულებენ სხვებს, პროსტიტუციას მისდიონ?

უბედურების მიზეზი პროსტიტუცია კი არა, ის სისტემაა, რომელშიც ვხვდებით ეკონომიკურ უთანასწორობას, ეკლესიას და სახელმწიფოს. ამ სისტემაში კანონიერადაა მიჩნეული უმწეოთა ძარცვა, მოკვლა და უფლებების დარღვევა.

ბოროტებისგან განკურნება

სანამ არ განადგურდება ეს მონსტრი, ვერ მოვიშორებთ თავიდან სენატებსა და სამინისტროებს, ვერ მოვსპობთ განსხვავებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის. კაცობრიობამ უნდა გაიაზროს თავისი ძალა და შესაძლებლობები, ისინი უნდა გათავისუფლდნენ ცრურწმენებისგან და დაიწყონ ახალი, უკეთესი ცხოვრება.

პროსტიტუციას ვერ შეცვლის სისტემის რეფორმა. პროსტიტუცია იარსებებს მანამ, სანამ არსებობს სისტემა.

როდესაც ყველა რეფორმისტი დადგება მათ გვერდით, ვინც ცდილობს გაანადგუროს კრიმინალური სისტემა და მის ნაცვლად ააშენოს ახალი საზოგადოება, რომელშიც ყველა წევრი მიიღებს იმას, რაც სჭირდება დადგება მათ გვერდით, ვინც ცდილობს გაანადგუროს კრიმინალური სისტემა და მის ნაცვლად ააშენოს ახალი საზოგადოება, რომელშიც ყველა წევრი მიიღებს იმას, რაც სჭირდება და ყველა იქნება თანასწორი, ქალები სწორედ მაშინ გახდებიან დამოუკიდებელნი. მის ცხოვრებას აღარ დაანგრევს მონობა და ექსპლუატაცია, აღარც კაცების მსხვერპლად იქცევა და ღირსეულ ადგილსაც დაიკავებს საზოგადოებაში.

ანა-ანარქისტის ოცნება

ყველა დაქორწინდება იმიტომ ,რომ უყვართ ერთმანეთი. ყველა პატივს სცემს სხვა ადამიანს და ზრუნავს არა მხოლოდ თავის, არამედ თავის გვერდით მ

ყველა დაქორწინდება იმიტომ ,რომ უყვართ ერთმანეთი. ყველა პატივს სცემს სხვა ადამიანს და ზრუნავს არა მხოლოდ თავის, არამედ თავის გვერდით მყოფთა კეთილდღეობისთვისაც, რაც გულისხმობს მთელი კაცობრიობის კეთილდღეობაზე ფიქრს. ასეთ კავშირთა სიმრავლე იქნება ძლიერი საზოგადოების გარანტი. ყველა პატივს სცემს თავის მშობლებს არა იმიტომ, რომ ვალდებულნი არიან, არამედ იმიტომ, რომ მშობლები იმსახურებენ ამას. ყოველი ადამიანი აღიზრდება საზოგადოების მიერ და არცერთს არ მოაკლდება ყურადღება. მათთვის არ იქნება საჭირო იმის სპეციალურად სწავლება, რომ გვერდით მდგომს უნდა მოუფრთხილდეს, ისინი ამას თვითონ გაიაზრებენ. ადამიანის ცხოვრების მიზანი სხვაზე ძალაუფლების მოპოვება კი არა, სხვასთან ერთად კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება.

გაყრა

თუ კაცის და ქალის კავშირი არადამაკმაყოფილებელი იქნება ქალისთვის ან კაცისთვის, მათ შეუძლიათ წყნარად, მეგობრულად დაშორდნენ ერთმანეთს და არ დაიწყონ უაზრო კამათი და სასამართლო დავები ამის გასაკეთებლად.

თუ მსხვერპლების გამოსწორების მცდელობის ნაცვლად დღევანდელი რეფორმისტები შეეცდებიან, აღმოფხვრან ნამდვილი პრობლემა, პროსტიტუცია აღარ იქნება კაცობრიობის სენი.

ერთი კლასის დაცვა მეორეს ჩაგვრის ხარჯზე ყველაზე დიდი დანაშაულია.

იმის ნაცვლად,რომ უაზროთ ვხარჯოთ ჩქვენი ენერგია, გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ გარყვნილ, დაავადებულ სისტემას.

თუკი ქორწინებამ წაგართვა ღირსება და თავის პატივისცემა, თუ მხოლოდ შვილების გამო აგრძელებ ქმართან თანაცხოვრებას, მაშინ, შენი და სხვების კეთილდღეობისთვის უნდა იბრძოლო ემანსიპაციისთვის და თავისუფლების დამკვიდრებისთვის. ამის შემდეგ დამარცხდება ბოროტება.