გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

1900 წლის 29 ივლისს ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა იტალიის მეფე უმბერტო. მაგრამ მისი ისტორია არ დაიყვანება მხოლოდ ამ ფაქტზე. ამ პატარა ტექსტში ჩვენ გავიხსნებეთ იტალიელ მუშასა და ემიგრანტს, რომელმაც რისკის ფასად გადაარჩნა სიკვდილს ანარქისტი ერიკო მალატესტა და შემდგომ გაწირა სიცოცხლე, რათა პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მეფისთვის ასობით ღატაკი მშრომელის დაღუპვისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ამ ბროშურაში შევიტანეთ მალატესტას და ლევ ტოლსტოის აზრები ბრეშის საქციელზე.

მჯერა რომ არ შევმცდარვარ, როცა სისრულეში მოვიყვანე ჩემი ჩანაფიქრი. მე არც კი ვაპირევ გავასაჩივრო განაჩენი. მე მხოლოდ მომავალ სოციალურ რევოლუციაზე ვაპელირებ.

– გაეტანო ბრეში დაკითხვაზე.


მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისთვს ფასების მკვეთრმა მატებამ დიდი მღელვარება გამოიწვია ხალხში მთელი იტალიის მაშტაბით. 1898 6 მაისს ათასობით მშრომელი თავიანთი ოჯახებით გამოვიდნენ მილანში და გაემართნენ მეფის სასახლისკენ პურის მოსათხოვად. მეფის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს, შედეგად მოკლულ იქნა 300 ადამიანი და ათასამდე დაჭრილი. რეპრესიები გაგრძელდა, დახურეს რომის, ნეაპოლის პადუას და ბოლონიის უნივერსიტეტები, 110 გაზეთი გამოაცხადეს არაკანონიერად და დააპატიმრეს ათასობით ადამიანი. ასეთმა სისასტიკემ აიძულა ბევრი იტალიელი დაეტოვებინათ ქვეყანა და მიეღოთ რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები.

ერთი წლის მერე, 1899 წლის 9 მაისს, ღამე, ერიკო მალატესტა, მიხეილ ბაკუნინის პროტეჟე და გამოცდილი ანარქისტი გაიქცა ლამპედუზას კუნძულიდან, სადაც ის იხდიდა სასჯელს. (ეს კუნძული დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ პუნქტს არალეგალი მიგრანტებისთვის, რომლებიც ცდილობენ ევროპაში ჩაღწევას). მან გაცურა მეთევზეთა ნავამდე და შემდგომ ხმელთაშუა ზღვით მოხვდა მალტაში. მხოლოდ მას შემდეგ შეძლო მალატესტამ ატლანტიის ოკეანეს გადალახვით ჩასულიყო პატერსონში, შტატ ნიუ-ჯერსიში, სადაც ის რედაქტორობდა ანარქისტულ ჟურნალს იტალიელი ემიგრანტებისთვის La Questione Sociale.

ერთხელ, როცა მალატესტა შეკრებაზე სიტყვით გამოდიოდა, ხალხის მასიდან გამოხტა მკვლელი, რომელმაც რევოლვერი დაუმიზნა ორატორს, ამ დროს ერთ-ერთი მსმენელი გადაეღობა თავმდასხმელს და შედეგად ტყვიამ მხოლოდ ფეხში დაჭრა მალატესტა. ამ უცნობმა მამაკაცმა განაიარაღა ბოროტმოქმედი. მალატესტამ არ მისცა ჩვენება თავდამსხმელის საწინააღმდეგოდ, როგორც მისმა თანამედროვე ანარქისტებმა, ლუიზა მიშელმა და ვოლტარაინ დე კლერმა თქვეს უარი ჩაერიათ სახელმწიფო თავდამსხმელების დასჯისთვის.

ვინ იყო ეს ადამიანი ვინც საკუთარი სიცოცხლის გარისკვით იხსნა მალატესტა სიკვდილისაგან? მისი სახელი იყო გაეტანო ბრეში. ბრეში დაიბადა ფლორენციასთან ახლოს 1869 წელს. 11 წლის ასაკში ფეიქრის შეგირდი გახდა. ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა ანარქისტული შეხედულებები გაიზიარა. 1892 წელს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს გვარდიელის შეურაცხყოფისათვის, რომელმაც ადგილობრივი ხაბაზი დააჯარიმა მხოლოდ იმისათვის, რომ საცხობი ღია ქონდა გვიან საღამომდე. 1895 წელს ბრეში კვლავ ციხეში აღმოჩნდა, ეხლა უკვე ლამპედუზას კუნძულზე მშრომელთა ორგანიზაციებთან კავშირებისათვის. გათავისუფლების შემდგემ ის გახდა მამა, მაგრამ ბრეშის უჭირდა სამუშაოს შოვნა, მან მარიას (შვლის დედას) დაუტოვა ყველაფერი რაც გააჩნდა და წავიდა შეერთებულ შტატებში უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად. ნიუ იორკში ის ჩავიდა 1898 წლის 29 იანვარს. გაეტანო ჰობოკონში დაქორწინდა ირლანდიელ იმიგრანტთან, სოფი ნილანდთან, მათ ორი ქალიშვილი ეყოლათ, მადლენა და გაეტანინა, შემდგომ ის გადავიდა პატერსონში, ნიუ-ჯერსიში სადაც დაიწყო მუშაობა ფაბრიკაში. ემა გოლდმანი თავის ავტობიოგრაფიაში წერს:

გაეტანო ბრეში იყო ერთ-ეთი დამაარსებელი იტალიური გაზეთის La Questione Sociale პატერსონში. ის იყო ოსტატი ფეიქარი, დამსაქმებლები მას მშვიდ, შრომისმოყვარე ადამიანად თვლიდნენ. მართალია ის სულ რაღაც 15 დოლარს გამოიმუშავებდა კვირაში, მაგრამ ინახავდა ოჯახს და ამავე დროს ახერხებდა გაზეთისთვის შემოწირულობა გაეკეთებინა. მან 150 დოლარის შეგროვებაც კი შეძლო და La Questione Sociale საგამომცემლო კოლექტივს გადასცა, როცა ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში იყვნენ. საღამოობით და კვირაობით ის მუშაობდა ორგანიზაციის ოფისში და ეწეოდა პროპაგანდას. ჯგუფის წევრები მას პატივს სცემდნენ ერთგულებისათვის.

გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსში” შემდეგი ფრაზით იყო გაეტანო დახასიათებული:

ის იყო ჩუმი ადამიანი. არ სვამდა და არ ეწეოდა. და დიახ, მას უყვარდა მუსიკა, ადრე ის ასწავლიდა კიდეც მუსიკას.

ზედამხედველმა ფაბრიკიდან დაადასტურა მისი აღწერა, და გაეტანო დაახასიათა როგორც “კარგი თანამშრომელი და მშვიდი ადამიანი, რომელსაც არასოდეს შეუქმნია პრობლემა”.

მაგრამ მან ვერ იპოვა სიმშვიდე შტატებში, მის სულს არ ასვენებდა იტალიაში მომხდარი ძალადობა. იტალიის მონარქმა, უმბერტომ კი ის გენერალი დააჯილდოვა, რომელმაც გასცა ბრძანება მილანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაზე. დაჯილდოების ცერემონიაზე მეფემ განაცხადა რომ გენერალი “ბრწყინვალედ ემსახურა მეფეს და ქვეყანას”. ბრეშიმ გადაწყვიტა იტალიაში დაბრუნებულიყო.

ემა გოლდმანი აგრძელებს:

და ერთ დღესაც ბრეში მოულოდნელად ითხოვს ვალის დაბრუნებას. მას უთხრეს რომ ეს შეუძლებელია: გაზეთს არ ქონდა რესურსი. მაგრამ ბრეში ჯიუტობდა და არც ცდილობდა ცხადი გაეხადა მოთხოვნის მიზეზი. საბოლოოდ მოხერხდა აგროვებულიყო საკმარისი თანხა, რომ ბრეში გაესტუმრებინათ. თუმცა იტალიელი ამხანაგები ძალიან განაწყენებულები დარჩნენ ბრეშის ამ საქციელით. ჩათვალეს რომ ფულის სანაცვლოდ იდეოლოგიას უღალატა და უმეტესობამ ურთიერთობაც კი გაწყვიტა მასთან.

1900 წლის 17 მაისს ბრეში ჩაჯდა ფრანგულ გემში იტალიაში დასაბრუნებლად. თან წაიღო 200 დოლარი, ფოტოაპარატი და პისტოლეტი 5 ვაზნით, რომელიც პატერსონში შეიძინა. იტალიაში, ქალაქ პრატოში ის ვარჯიშობდა მიზანში სროლაში, სადაც ის ღვინის ბოთლებს ესროდა. შემდგომ ის ეწვია მისი დის სოფელს და იქიდან გაემართა მილანის ჩრდილოეთით, ვილა რეალე დი მონზასკენ, სადაც ისვენებდა მეფე უმბერტო.

29 ივლისი გამოდგა განსაკუთრებით ცხელი, მილანში ტემპერატურამ გადააჭარბა 38 გრადუსს ცელსიუსით. იმ დღეს ბრეში კაფე “დელ ვაპორეს” აფარებდა თავს, სადაც 5 ულუფა ნაყინი შეჭამა. იმავე საღამოს უმბერტო მონაწილეობდა ათლეტურ შეჯიბრებაში, რომელსაც მოჰყვებოდა დაჯილდოების ცერემონიალი სპორტულ კლუბში “ფორტი ე ლიბერი” [იტალ. “ძლიერები და თავისუფალნი”]. ღამის 11 საათის დასაწყისისთვის მეფე ბრუნდებოდა თავის სასახლეში ორცხენშებმული ეტლით, რა დროსაც ბრბოდან გამოვიდა ბრეში, ამოიღო იარაღი და სამჯერ გაისროლა. უმბერტოს სამივე ტყვია მოხვდა: მხარში, მკერდსა და გულში. აქტის შესრულების მერე ბრეშიმ კარაბინერებს არ გაუწია წინააღმდეგობა მის შეპყრობაში. “მე არ მისროლია უმბერტოსთვის, – განაცხადა მან, – მე მოვკალი მეფე, მე მოვკალი პირველმიზეზი”.

ემა გოლდმანი იხსნებს:

რამდენიმე კვირის შემდეგ გავრცელდა ცნობა გაეტანო ბრეშის მიერ მეფის მკვლელობაზე. ამ აქტმა აიძულა პატერსონის კოლექტივი ეღიარებინათ თუ როგორ მწარედ ცდებოდნენ მასში. აი რატომ ითხოვდა ის ფულის დაბრუნებას, რათა იტალიაში დასაბრუნებელი ბილეთი ეყიდა! ამ უსამართლო დამოკიდებულების გამოსყიდვისთვის პატერსონის ჯგუფმა გადაწყვიტა ეპატრონა წამებული ამხანაგის პატარა შვილისათვის.

მალატესტას ერთი ძველი ამხანაგი, ადვოკატი და ანარქისტი ფრანჩესკო სავერიო მერლინო იცავდა ბრეშის სასამართლოზე. საბოლოოდ გაეტანოს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა სანტო სტეფანოში, იტალიის კიდევ ერთ ციხე კუნძულზე.

ხელისუფლებამ მიმართა ძალადობას და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ზემოდან წამოსულმა ძალადობამ გამოიწვია რეაქცია ქვედა ფენებში – და იყვნენ ისეთები, ვისაც სჯეროდათ, თუ რამის საჭიროება იყო, ეს იქნებოდა დაპირისპირება მთავრობის ძალადობასთან ინდივიდუალური საპროტესტო აქტით.

– ფრანჩესკო სავერიო მერლინო, ბრეშის ადვოკატი

დაპატიმრებიდან რამდენიმე თვე იყო გასული, რომ 1901 წლის მაისში, გაზეთმა “New York Times” გამოაქვეყნა ცნობა გაეტანოზე, რომელიც ჩამოხრჩობილი იპოვეს საკანში: ეჭვსგარეშეა რომ ის მოკლა ციხის ბადრაგმა. ზოგიერთი ცნობით მათ მისი სხეული ზღვაში გადააგდეს, ზოგი ამტკიცებს, რომ ის დამარხეს იქვე, სანტო სტეფანოს კუნძულზე, სან ერკოლანოს სასაფლაოზე. მისი საკანის კედელზე დარჩა სიტყვა “შურისძიება”, რომელიც მან ამოკაწრა ფრჩხილებით…

ჩვენ გვახსოვს ბრეში არა მარტო როგორც ანარქისტი, რომელმაც მოკლა ტირანი, არამედ იმითაც, თუ როგორ იხსნა მალატესტას სიცოცხლე, – როგორც ადამიანი, რომელიც უანგაროდ რისკავდა თავის სიცოცხლეს სხვების გადასარჩენად, და ბოლოს, საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო, ჩადო რა მთელი ძალისხმევა იმაში, რომ გაჭირვებული ადამიანების მკვლელობა და ჩაგვრა დაუსჯელი არ დარჩენილიყო. იმ სიმამაცემ და ემპათიამ, რომელიც მან გამოავლინა ამერიკაში, შეიარაღებული ადამიანის განეიტრალებისათვის, უბიძგა მას თავი გაეწირა თანასწორობისა და თავისუფლებისათვის – ანარქიის სახელით.

მე თავს დავესხი მეფეს, რადგან ვთვლი რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა სისტემის მსხვერპლებზე, იმ სისტემის, რომელსაც ის წარმოადგენს და რომლის დაცვაც უწევს. და ასე, როგორც ადრე ვამბობდი, ეს საქმე ჩავიფიქრე იმ სისხლიანი რეპრესიის მერე, რომელიც მოხდა სიციალიაში 7 თუ 8 წლის წინ, რომელსაც წინ უძღოდა პოლიციური რეჟიმი, სამეფო ხელისფლების დამყარებული. ხოლო 1898 წლის განახლებული რეპრესიების შემდეგ, რომელიც იყო უფრო მაშტაბური და უფრო ბარბაროსული, და რომელიც აგრეთვე მეფის განკარგულებით განხორციელდა, უფრო განმიმტკიცა და დამარწმუნა საკუთარ აზრში.

– გაეტანო ბრეში დაკითხვის დროს.